კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორი ლოცვაა უფლისთვის სათნო, ანუ, როგორ უნდა ლოცულობდეს ადამიანი უფლის წინაშე?
პასუხი: როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის უფალს მხოლოდ თხოვნით არ უნდა მიმართავდეს და მუდმივად არ უნდა ამბობდეს: „უფალო შემეწიე, უფალო შემიწყალე.” არამედ, ადამიანი ლოცვის დროს უნდა ადიდებდეს უფალს და ჰმადლობდეს მას.
კითხვა: როგორც ამბობენ, მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. როგორ მოხდება ეს და სად დაეტევა ამდენი ადამიანი?
პასუხი: თუ თქვენ მორწმუნე ბრძანდებით და გწამთ, რომ მკვდრები აღდგებიან, მაშინ, ისიც უნდა ირწმუნოთ, რომ მათი ადგილი გამოინახება და ეს ღვთის სასწაული იქნება, ხოლო, როგორ მოხდება ეს, ამის განსჯა ჩვენს გონებას არ შეუძლია. სამაგიეროდ, ჩვენს გონებას შეუძლია ირწმუნოს, რომ ეს ნება ღვთისა ნამდვილად აღსრულდება – ღვთის სასწაულებს ჩვენ ყოველ წუთს ვხვდებით, მაგრამ, ამ ყველაფერს ისე მივეჩვიეთ, მათ განსაკუთრებულ მოვლენად აღარ აღვიქვამთ. ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია? ასე რომ, ვის ხელშიცაა ყოველივე, ყოველივესვე აღასრულებს.
კითხვა: ახლახან გავიგე, რომ ჯვრისწერის სანთლები ბედნიერ დღეებში უნდა ავანთოთ. მე კი, ისინი კარგა ხანია, დავწვი. გული მწყდება ამის გამო. ცოდვა ხომ არ ჩამიდენია?
პასუხი: ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლების დიდი ხნის განმავლობაში შენახვა და ბედნიერ ან თუნდაც განსაცდელის დღეებში მათი დანთება მხოლოდ ტრადიციაა. საეკლესიო კანონიკით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის აანთებთ მათ.

скачать dle 11.3