კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცოცხლე დედამიწაზე მარსიდან მოვიდა


„შორეულ წარსულში მარსზე სიცოცხლის ჩასახვისთვის აუცილებელი პირობები იყო“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სწავლულები 11 მარსიანული მეტეორიტის შესწავლის შემდეგ, რომლებშიც რთული ორგანული ნივთიერებების კვალი აღმოჩნდა. ისინი პლანეტის სიღრმეებში გეოლოგიური აქტიურობის შედეგად წარმოიშვნენ და არ წარმოადგენენ მიწიერ ან კოსმოსურ მინარევებსა და დამაბინძურებლებს.
როგორც ანალიზმა აჩვენა, ამ მეტეორიტებიდან ყველაზე უძველესის ფორმირება 4,2 მილიარდი წლის წინათ მოხდა, ყველაზე ახალგაზრდა კი მარსს დაახლოებით 190 მილიონი წლის წინათ მოსწყდა. ვაშინგტონის კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტის სწავლულებმა, ენდრიუ სტილის ხელმძღვანელობით, ათ ფრაგმენტში  ნახშირწყალბადების მოლეკულების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, რომლებიც ნახშირბადისა და სხვა ელემენტების რამდენიმე ატომის ჩაკეტილი წრეებისგან შედგებოდა.
მარსულ მეტეორიტებში ორგანული შენაერთების სტრუქტურისა და ბუნების ანალიზისთვის, სტილმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ეგრეთ წოდებული კონფოკალური რამანის სპექტროსკოპია. ამ მეთოდიკის მიხედვით, შესასწავლი მასალის ნიმუში სხივდება ლაზერის მოკლე იმპულსებით. როდესაც ლაზერის სხივების ფოტონები ნივთიერების მოლეკულებამდე აღწევენ, მათი ნაწილი ცალკეულ ატომებს ეჯახება და თვისებებს იცვლის. ასეთი ნაწილაკების სპექტრის შესწავლა საშუალებას იძლევა, ძალიან მაღალი სიზუსტით გავიგოთ ნიმუშის ქიმიური შემადგენლობა.
სტილი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ეს ორგანული ჯაჭვები არ შეიძლებოდა, მეტეორიტებში  მოხვედრილიყო დაბინძურების შედეგად, ვინაიდან ობიექტების ზედაპირზე ასეთი ნივთიერებები არ იყო. ობიექტების შესწავლისას, ასევე, ვერ იპოვეს დიბენზოტიოფენის კვალი. ეს ნივთიერება ხშირად ხვდება მეტეორიტების ზედაპირზე და მის შიგნით, დედამიწაზე დაცემის დროს. თუმცა, ზოგიერთი ასტროგეოლოგი ამ დასკვნებს მაინც სკეპტიკურად უყურებს.

скачать dle 11.3