შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 13 მაისს. რომელ სფეროში მელის წარმატება და ვინ არის ჩემთვის შესაფერისი პარტნიორი?
პასუხი: თქვენ „კუროს“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ამიტომ მისაღებია და კარგია თქვენთვის ურთიერთობა „კირჩხიბის“, „ვერძის“, „ქალწულის“ და „თევზების“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა „თხის რქასთან“, „ლომთან“ და „მერწყულთან“. პროფესიებიდან კი თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: კომპიუტერულ ტექნოლოგიაში – პროგრამული, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასტროლოგია, ასტრონომია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, მედიცინიდან – პედიატრია; ასევე, კარგია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია და არქეოლოგია. თუ წინაღობებს და დაბრკოლებებს გადალახავთ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1995 წლის 23 აპრილს, დღის 4 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატება სამომავლოდ?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, უფრო მეტად გამოავლინოს დადებითი თვისებები. რაც მეტად აქტიური იქნება, ენერგიული, ინიციატივიანი, შეძლებს საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენას, დაეყრდნობა ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს, ეს მისი სწორი ევოლუციური გზა და კარმული მისიაა. ამავდროულად, უნდა იმოქმედოს უშიშრად, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი. იყოს დისციპლინირებული, მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და ფულის ყაირათიანად მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას და დაიცვას საკუთარი საიდუმლო. ჯერ ნაბიჯი გადადგას და შემდგომ გათქვას ის. ეს თვისებები წარმატებებში შეუწყობს ხელს. გამარჯვების დიდი შანსი აქვს უცხოეთში. ამიტომ, უცხოეთთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია. რაღაც პერიოდი უცხო მხარეში ცხოვრება წარმატებას მოუტანს. პროფესიებიდან კი კარგია: სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინიდან ფარმაცევტიკის გარდა ყველა დარგი, ასევე, არატრადიციული მედიცინა, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, საგადასახადო სფერო, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია. ეს სფეროები წამოწიოს წინ.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 23 თებერვალს, დილის 5 საათზე, გორში. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, თუ ვერ ახერხებთ იქ გამგზავრებას, მაშინ აქ იმუშავეთ უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე, აუცილებელია, უცხო ენების ათვისება. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო საქმიანობა ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.
კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1992 წლის 27 დეკემბერს, დილის 11-დან 13 საათამდე. რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი და უცხოეთის რომელ ქვეყანაში ურჩევთ წასვლას?
პასუხი: უცხოეთი მისი კარმული მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია და წარმატებული: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, ქორეოგრაფია, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.