კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს საქართველოში სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება?
პასუხი: საქართველოში სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გარანტირებულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, განიმარტება ფართოდ და გულისხმობს: საქმის სამართლიან განხილვას; საჯარო განხილვას; საქმის გონივრულ ვადაში განხილვას; საქმის განხილვას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ; უდანაშაულობის პრეზუმფციას; ბრალდების შესახებ ბრალდებულისთვის დროული შეტყობინების უფლებას; ადეკვატურ დროსა და შესაძლებლობას დაცვის განსახორციელებლად; ადვოკატის არჩევის უფლებას; მოწმეთა დაკითხვისა და თარჯიმნის ყოლის უფლებას სამართალწარმოების ენის არმცოდნეთათვის. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ უფლების უგულებელყოფა ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შემოწმებული უნდა იყოს აბსოლუტური საჭიროებისა და პროპორციულობის ტესტით.
კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ განსაზღვრავს პატიმრისთვის ხანგრძლივი პაემნის მიცემის საკითხს და რომელ მსჯავრდებულებს ეზღუდებათ ხანგრძლივი პაემნის უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. რაც შეეხება ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვის საკითხს, ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისა; აგრეთვე, იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ანდა შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ზოგადად პატიმართან ხანგრძლივი პაემანი და ვისთან შეუძლია პატიმარს ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას. მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან (მშვილებელთან), დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. პაემნის უფლების მქონე პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს  ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის შესახებაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 24 საათისა.
კითხვა: ჩემს ახლობელს ჰქონდა ვალი, რომელიც პირადად გავუსტუმრე. შემიძლია თუ არა, მოვთხოვო მას გადახდილი თანხის დაბრუნება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით, სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
კითხვა: დადებული მაქვს ხელშეკრულება, მაგრამ, მეორე მხარე არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შევწყვიტო მასთან ხელშეკრულება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ, ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ დაკარგა მისთვის ინტერესი. რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულებიდან გასვლას, ეს ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით.
კითხვა: მაინტერესებს, სისხლის სამართლის საქმეზე ვის აქვს უფლება, შეიტანოს საჩივარი და გაასაჩივროს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებები?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მხარეს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო, საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას. აღსანიშნავია, რომ საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
კითხვა: სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე, სადაც რამდენიმე ბრალდებულია. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ამ საქმიდან ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე და განხილულ იქნეს სხვა ბრალდებულებისგან განცალკევებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ეს შესაძლებელია სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან. ცალკე წარმოებისთვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება გამოძიების პროცესში გამოკითხვა და ვინ არის უფლებამოსილი, პირს ჩაუტაროს გამოკითხვა?
პასუხი: გამოძიების პროცესში შეიძლება გამოკითხული იქნეს ნებისმიერი პირი, რომელიც, შესაძლებელია, ფლობდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოკითხვის უფლება აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს.  გამოკითხვა ტარდება  ნებაყოფლობით და დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, თავის წინააღმდეგ არ გასცეს ინფორმაცია და აღნიშნული უფლებების შესახებ განმარტება მიიღოს გამოკითხვის დაწყებამდე. ამასთან გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

скачать dle 11.3