კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდერების მეორე ათეულის 2012 წლის რეიტინგი

სტივ ჯობსის ქვრივი, მარიო პრადოს შვილიშვილი... „ფორბსის” 2012 წლის რეიტინგში,  ვინც მემკვიდრეობით მიიღო დიდძალი კაპიტალი, უმეტესად არიან ქალები, თუმცა გამონაკლისიც არის. მაგალითად, ჩინელი უ იაცზინი, დეველოპერული კომპანიის შეფობამდე, რეპორტიორი იყო და ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. კიდევ ერთი საინტერესო ცნობა მილიარდერ ქალების ასაკს უკავშირდება. ტოპ-ოცეულის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 30 წლის ჩინელი იან ხუეიანია, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 92 წლის ენ კოქს ჩემბერსი. სულ კი ქალების რაოდენობა „ფორბსის” ახალ რეიტინგში 104-ია. „თბილისელების” ამ ნომერში მილიარდერი ქალების ტოპ-ოცეულის, მეორე ათეულს გთავაზობთ (პირველი ათეული რამდენიმე ნომრის წინ შემოგთავაზეთ).
აბიგაილ ჯონსონი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹85 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 10,3 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „ფიდელიტი”, მემკვიდრეობა; ასაკი: 50 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 2; აბიგაილ ჯონსონი ყველაზე მშრომელი ქალი მილიარდერია აღნიშნული რეიტინგიდან. ის სათავეში უდგას ბაბუის დაარსებულ ფინანსურ კორპორაცია „ფიდელიტს”, რომელიც უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება ამერიკის ბაზარზე. თავისი კარიერა ებიმ, როგორც მას ოჯახში ეძახიან, 1988 წელს, ანალიტიკოსის თანამდებობით დაიწყო. დღესდღეობით კი უმსხვილესი აქციონერია.
იოჰანა კვანდტი – გერმანია
¹88 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 10 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „ბეემვეს“ მემკვიდრეობა; ასაკი: 88 წლის, ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი; შვილების რაოდენობა: 2; მილიარდერების – სიუზან კლატერისა და შტეფან კვანდტის დედა, იოჰანა კვანდტი „ბეემვეს“-ს მფლობელის, ჰერბერტ კვანდტის მდივანი და მესამე ცოლი იყო. 1997 წლიდან იოჰანა კონცერნის მუშაობას ჩამოშორებულია, თუმცა აქციებს ფლობს. იოჰანა ფრანკფურტთან ახლოს, დაბა ბად-ჰომბურგში ცხოვრობს და რამდენიმე წლის წინ გერმანიის მთავრობისგან ჟურნალისტიკის მხარდაჭერისთვის, ჯილდო გადაეცა.
ლორინ პაუელი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹100 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 9 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „ეპლი”, მემკვიდრეობა; ასაკი: 48 წლის; ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი; შვილების რაოდენობა: 3; 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა სტივ ჯობსი და მისი ადგილი „ფორბსის” რეიტინგში მისმა ქვრივმა, ლორინ პაუელმა დაიკავა. ასე რომ, ლორინი რეიტინგის ახალწვეულია. მან ანდერძით მიიღო „ეპლისა” და „დისნეის” აქციები. თუმცა, არც ერთი ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოში არ შედის. ის, პრაქტიკულად, არ იძლევა ინტერვიუებს და არ უყვარს საკუთარი ცხოვრების აფიშირება.
შარლენ დე კარვალიო-ჰეინეკენი – ჰოლანდია
¹120 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 7,7 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ლუდსახარში „ჰეინეკენი“, მემკვიდრეობა; ასაკი: 57 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 5; შარლენ დე კარვალიო-ჰეინეკენი, რომელიც ცნობილი ლუდსახარშის აქციათა 25 პროცენტს ფლობს, მამისგან დატოვებული ანდერძის თანახმად, ჰოლანდიის უმდიდრესი ადამიანია. შარლენის კომპანია წელიწადში დაახლოებით 160 სახეობის ლუდს აწარმოებს. გარდა ამისა, შარლენი გატაცებულია ფოტოგრაფიით, მუსიკითა და არქიტექტურით. ის არის ელიტური სათხილამურო კლუბის „კორვილიას” წევრი სენტ-მორისში.
მიუჩა პრადა – იტალია
¹139 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 6,8 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „პრადა”, მემკვიდრეობა; ასაკი: 62 წლის; ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული; შვილების რაოდენობა: 2; იტალიელი დიზაინერის, მარიო პრადას უმცროსი შვილიშვილი, რომელიც 1978 წლიდან სათავეში უდგას მოდის ინდუსტრიაში განთქმულ კომპანიას. მიუჩა, მეუღლესთან, პატრისიო ბერტელისთან ერთად, უძღვება ბიზნესს და „ფორბსის” რეიტინგში ისინი, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, წელს პირველად დაბრუნდნენ. მიუჩა პრადა იტალიის უმდიდრესი ქალბატონია.
ანტონია ჯონსონი – შვედეთი
¹146 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 6,5 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „აქსელ ჯონსონ გრუპი”, მემკვიდრეობა; ასაკი: 68 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 4; 1982 წელს ანტონია სავაჭრო კომპანიის დირექტორად დაინიშნა და პირველი ქალი გახდა, რომელიც საოჯახო ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. „აქსელ ჯონსონ გრუპი” ჯერ კიდევ 1873 წელს, ანტონიას დიდი ბაბუის დაარსებული ფირმაა, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში საკვები პროდუქტების უზარმაზარ მწარმოებლად ითვლება. ოჯახის ბიზნესი დიდი ხანია, გასცდა შვედეთის საზღვრებს და მსოფლიოს 50 ქვეყანაში წარმატებით ვითარდება.
ბლერ პერი-ოკდენი – ავსტრალია
¹157 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 6,3  მილიარდი; სიმდიდრის წყარო: კოქს-ენთერფრაიზის მემკვიდრეობა; ასაკი: 61 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 2; ბლერ პერი-ოკდენი ენ კოქს ჩამბერსის ნათესავია და შესაბამისად, მედია-იმპერიის დამაარსებლის, ჯეიმს კოქსის შვილიშვილი. ნათესავებისგან განსხვავებით, ბლერი არ არის ჩართული საოჯახო ბიზნესში და მშვიდად ცხოვრობს ავსტრალიაში. ის 2007 წლიდან ფიგურირებს რეიტინგში, მას შემდეგ რაც დედა გარდაეცვალა.
უ იაცზინი და ოჯახი – ჩინეთი
¹178 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 5,7 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ლონგფორ პროპერტიეს, უძრავი ქონება; ასაკი: 48 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; უ იაცზინი ჩინურ სოფელში დაიბადა და აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწია. მის მიერ 1993 წელს დაარსებული კომპანია დღესდღეობით უძრავი ქონების სფეროში ჩინურ ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე და ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა. გარდა ამისა კომპანიის აქციები ჰონკონგის ბირჟაზე იყიდება, რაც დამატებით დივიდენდებს ჰმატებს უ იანცზინს, რომელიც მეუღლესთან ერთად უძღვება ბიზნესს.
იან ხუეიანი – ჩინეთი
¹223 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 4,7 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ქანთრი გარდენ ჰოლდინგი, უძრავი ქონება – მემკვიდრეობა; ასაკი: 30 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი, დეველოპერულ კომპანიას იან ხუეიანი 2007 წლიდან უდგას სათავეში მას შემდეგ, რაც მამამისმა ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ოჰაიოს უნივერსიტეტის დიპლომის მქონე იანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესლედია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსს ატარებს.
როზალია მერა – ესპანეთი
¹232 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 4,5 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ზარა; ასაკი: 68 წლის; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული; შვილების რაოდენობა: 2; როზალია მერამ ყოფილ მეუღლესთან, ესპანეთში უმდიდრეს, ამანსიო ორტეგასთან ერთად დააფუძნა კომპანია „ინდიტექსი”, რომელიც ბრენდ „ზარას” ფლობს. საინტერესოა, რომ განქორწინების მიუხედავად, როზალია და ამანსიო ბიზნესის აქტივებს კვლავ ერთად აკონტროლებენ. როზალია ესპანეთის უმდიდრესი ქალბატონია.

скачать dle 11.3