კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს არგენტინის პრეზიდენტს, კრისტინა დე კირშნერს დიეგო მარადონასთან და რატომ არის მისი გარდერობი განსჯის საგანი

კრისტინა ელიზაბეთ ფერნანდეს დე კირშნერი არგენტინის მეორე ქალი პრეზიდენტია, ისაბელ პერონის შემდეგ და პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში. საგულისხმო ფაქტია, რომ კრისტინას წინამორბედი საპრეზიდენტო სკამზე, არც მეტი არც ნაკლები, მისი მეუღლე, ნესტორ კირშნერი გახლდათ, რომელმაც არ ისურვა მეორე ვადით ეყარა კენჭი და ასპარეზი თავის მეუღლეს, კრისტინას დაუთმო. „თბილისელების” ამ ნომერში კრისტინა კირშნერზე გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.
* კრისტინა ფერნანდესი 1953 წელს ლა-პლატაში დაიბადა, ედუარდო ფერნანდესისა და ოფელია ესთერ ვილჰელმის ოჯახში. ედუარდო ესპანელი ემიგრანტების შთამომავალი გახლდათ და ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, ოფელია კი გერმანელი ემიგრანტის, კარლ ვილჰელმის შვილი იყო. ედუარდო და ოფელია ოფიციალური ცოლ-ქმარი მას შემდეგ გახდნენ, რაც კრისტინას 5 წელი შეუსრულდა. კრისტინას ჰყავს ორი წლით უმცროსი და – ჰისელი, რომელიც ლა-პლატაში ექიმად მუშაობს. კრისტინა ლა-პლატას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ნესტორ კირშნერის გაცნობის შემდეგ, რომელიც 1975 წელს მისი მეუღლე გახდა, იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. ქორწინების შემდეგ კრისტინა ფერნანდესს დაემატა გვარი დე კირშნერი, „დე”კირშნერის მეუღლეს ნიშნავს. პოლიტიკური კარიერის წამოწყებამდე მეუღლეები სანტა-კრუსში, კერძო საადვოკატო კანტორას ფლობდნენ. კრისტინას მოვალეობაში ახალი კლიენტების მოძიება შედიოდა.
* პოლიტიკური აქტიურობა კრისტინამ 70-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, როდესაც პერონისტულ-ჰუსტისიალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. შემდგომ წლებში კრისტინა ნაკლებად იყო ჩართული პოლიტიკაში, ხოლო 80-იანი წლების ბოლოს მეუღლის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რა დროსაც ნესტორ კირშნერი სანტა-კრუსის პროვინციის გუბერნატორად აირჩიეს. 90-წლებში თავად კრისტინა რამდენჯერმე იყო არჩეული არგენტინის სენატში. 2003 წელს კი, როცა ნესტორ კირშნერი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს, კრისტინა არგენტინის პირველი ლედი გახდა. მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდში კრისტინა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. პოლიტიკურ კრებებზე ის სიტყვით ხშირად გამოდიოდა და თავისი გამოსვლებით არგენტინელებს ევიტა პერონს აგონებდა. 2007 წელს ნესტორ კირშნერმა, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა, აღარ მოინდომა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ასპარეზი კრისტინას დაუთმო. 2007 წლის 10 დეკემბერს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი ოფიციალურად გახდა არგენტინის პრეზიდენტი. 2011 წლის 23 ოქტომბერს კი კრისტინა დე კირშნერი არგენტინელმა ხალხმა მეორედ აირჩია პრეზიდენტად.
* კრისტინა დე კირშნერის პრეზიდენტობის პერიოდში არგენტინაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღეს, მათ შორის ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზებისა და ხალხმრავალ ადგილებში თამბაქოს მოწევის შესახებ. პრეზიდენტ დე კირშნერის თქმით, ერთსქესიანი ქორწინების უფლების ლეგალიზება  არგენტინული საზოგადოების „ფუნდამენტური გამარჯვებაა”. კანონი თამბაქოს შესახებ კი ძალაში 2011 წელს შევიდა და მის თანახმად, არგენტინის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია: ხალხმრავალ ადგილებში თამბაქოს მოწევა, სიგარეტის ღერებად გაყიდვა და ასევე, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება.
* კრისტინა კირშნერი ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ, გემოვნებიან და სექსუალურ ქალ პრეზიდენტად მიიჩნევა მსოფლიოში. ცნობილია, რომ კრისტინა დიდ დროს უთმობს გარდერობის შერჩევას, მაკიაჟსა და კოსმეტიკას. მის კოლექციაშია მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებისა და დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. იგი უპირატესობას „გუჩისა” და „არმანის” მარკას ანიჭებს, ხოლო მაჯის საათებიდან არჩევს „როლექსის” ფირმის „ლეიდი დეითჯასთს.” კრისტინა დე კირშნერი იშვიათად ატარებს ერთსა და იმავე სამოსს და ხშირად აგვიანებს მნიშვნელოვან შეხვედრებზე მხოლოდ იმის გამო, რომ უჭირს ტანისამოსის შერჩევა. კრისტინა დე კირშნერი ხშირად მიმართავს ასევე, პლასტიკური ქირურგების მომსახურებას, რის გამოც აკრიტიკებენ მას ოპოზიციური ძალები. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კრისტინა მუდამ შავი ფერის ტანისამოსს ატარებს. ჟურნალისტებმა, მეუღლის გარდაცვალების დღიდან მოყოლებული დღემდე კრისტინას 200-მდე შავი ფერის სხვადასხვა კოსტიუმი, კაბა, საღამოს კაბა და ქურთუკი დაუთვალეს. ცნობისთვის, კრისტინა დე კირშნერის წლიური ხელფასი, არგენტინული მედიის ცნობით, 54 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. კრისტინა დე კირშნერს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: „ცხოვრებაში მე მხოლოდ ორი ვნება მაქვს: პოლიტიკა და შოპინგი”.
* 2008 წლიდან კრისტინა დე კირშნერი მუდმივად ფიგურირებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგებში. 2012 წელს კი კრისტინა „ფორბსის” ახალ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დედების რეიტინგში მოხვდა მე-14 პოზიციაზე. მის წინ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი, ბრაზილიის პრეზიდენტი – დილმა რუსეფი და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა არიან.
* არგენტინის პრეზიდენტს ორი შვილი ჰყავს 1977 წელს დაბადებული მაქსიმო და 1990 წელს დაბადებული ფლორენსია. 2008 წელს ფლორენსიამ ვებ-გვერდ „ფოტო-ბლოგზე” საკუთარი გვერდი გახსნა, სადაც ოჯახის ფოტოები განათავსა. ამ ფაქტს ნესტორ კირშნერი და ოჯახის სხვა წევრები უკმაყოფილებით შეხვდნენ. კრისტინა კირშნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ორი შვილის გარდა, მას მესამის ყოლაც სურდა, მაგრამ 1984 წელს ბავშვი დაკარგა. მოგვიანებით, კრისტინამ თავი დაანება სიგარეტს და 1990 წელს ქალიშვილი, ფლორენსია ეყოლა. 2010 წელს ნესტორ კირშნერი გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა და არგენტინაში იმ დღეებში გლოვა იყო გამოცხადებული.
* კრისტინა დე კირშნერი იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე. ცნობილი ფაქტია, რომ ჟურნალისტებთან არგენტინის პრეზიდენტს არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს. კრისტინამ რამდენჯერმე უჩივლა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე ამზადებდნენ სკანდალურ მასალებს. ფოლკლენდის კუნძულებზე გამომავალმა ერთ-ერთმა ინტერნეტ-გაზეთმა ერთხელ სტატიაში კრისტინას „ძუკნაც” კი უწოდა, იმის გამო, რომ არგენტინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის მიერ ფოკლენდის კუნძულების მილიტარიცაზია გააკრიტიკა. ფოლკლენდის კუნძულების თემა 30 წელია, რაც სადავო საკითხად ითვლება არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს შორის.
* 2011 წლის ბოლოს კრისტინა დე კირშნერს არგენტინელმა მედიკოსებმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზები აღმოუჩინეს. 2012 წლის 4 იანვარს პრეზიდენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და სიმსივნე ამოკვეთეს. ოპერაციის შემდგომ, ექიმების თქმით, კრისტინას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა მოგვიანებით, გაკეთებული ანალიზების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ფარისებრ ჯირკვალზე შეცდომით იყო დადგენილი კიბოს დიაგნოზი და ქიმიოთერაპიის კურსის გავლის საჭიროება აღარ არსებობდა.
* დიეგო მარადონას არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნის შემდგომ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის მოატყუეს და რამდენიმე გვარი ჩამოთვალა მათი, ვისაც მისი მოხსნა აწყობდა. არგენტინის პრეზიდენტმა, კრისტინა დე კირშნერმა ლეგენდარულ ფეხბურთელს მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, წუხს, რომ მარადონა აღარ არის მთავარი მწვრთნელი. თუმცა, იმედოვნებს, რომ სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგება და მარადონას კვლავ ანდობენ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. ცნობილი ფაქტია, რომ დიეგო მარადონას ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან და ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან ახლომეგობრული კავშირი აქვს, ხოლო კრისტინა დე კირშნერს, თავისი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს.

скачать dle 11.3