კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელდამშვენებული

ანუ ვის აქვს საქმე „სამაღარიჩოდ“

მაშინ, როდესაც (თუ მთელი) საქართველო (არა, ნახევარი მაინც) მსჯელობდა, მართლაც ასწავლიან თუ არა ჩვენს მოძმე თურქეთში თურქეთის მომავალს ისტორიას იმ სახელმძღვანელოთი, რომლის თანახმადაც: ბათუმის „ძირძველი თურქული“ მიწის დაბრუნება ყველა ჭეშმარიტი თურქის ვალია, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი თურქეთის რესპუბლიკას სტუმრობდა და ხელდამშვენებულიც დაგვიბრუნდა.
როგორც იუწყებიან, ბ-ნი ბაქრაძე სტამბულის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად აურჩევიათ  (არ გამოვრიცხავ, იმ მიღწევის გამოც, რომ ის ხელმძღვანელობს პარლამენტს, რომლის წევრთა უმეტესობას კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს, ისე აძლევს ხმას). მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი თურქეთის სამ უძლიერეს უნივერსიტეტში შედის (მას აშშ-სა და ევროპაშიც კი აქვს ფილიალები), ხოლო ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს არ აღიარებს არც აშშ და არც ევროპა, აშკარაა, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს საქმე სამაღარიჩოდ ჰქონია.
აწ უკვე ბ-ნი ბაქრაძის მშობლიურ უნივერსიტეტში ამჟამად 12 000 სტუდენტი სწავლობს (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან). უფრო მეტიც, ის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თურქული უნივერსიტეტი) მზადაა, ქართველი სტუდენტები არათუ მიიღოს, ზედაც, შეღავათებიც დაუწესოს. ბ-ნ ბაქრაძეს ხელიც მოუწერია მემორანდუმისთვის, რომელიც გვამცნობს, რომ ჩვენებური სტუდენტები 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ყოველწლიურად კი ქართველებისთვის 8 უფასო ადგილიც გამოიყოფა.
ბოლოსკენ „ნიუზი“ გვატყობინებს, რომ ჩვენი პარლამენტის თავკაცს (საპატიო პროფესორს) ლექციაც წაუკითხავს. ჩვენთვის უცნობია, რა თემაზე, თუმცა, თუ ზემოთ ნახსენებ შეღავათებსა და 8 უფასო ადგილს გავიხსენებთ (ზედაც დავამატებთ, რომ უფასო ყველის ადგილი მხოლოდ სათაგურშია), იქნებ ბ-ნ ბაქრაძეს მშობლიური თურქული უნივერსიტეტის გამოცდილება ადგილობრივი უნივერსიტეტებისთვისაც გაეზიარებინა?!

скачать dle 11.3