კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2-პროცენტგამოთავისუფლებულები

ანუ, ასოებით მოთამაშენი

მართალია, ეს ჩვენი 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი იანვრიდან უნდა შემცირებულიყო 15-მდე (ვერ მოგართვით!), მაგრამ, რაკი 2012 წლის პირველ იანვარს ახალი „საგადასახადო კოდექსი“ აგვიმოქმედდა, მანვე გვითხრა, ნურას უკაცრავად, კვლავაც 20 პროცენტით დაიბეგრებითო. თუმცა, 15 პროცენტამდე კლებას სამომავლოდ დაგვპირდა. მაგრამ, ხანი გამოხდა და, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ ეკონომიკურ გუნდს თავში კიდევ ერთი რევოლუციური იდეა მოუმწიფდა (იდეებ რა ვუყო?!). კერძოდ, 20-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს 18-მდე შევამცირებთ, ოღონდ იმ 2 პროცენტს (ვითომ შემცირებულს) საკუთარი ყურებივით ვერ იხილავთო (15 წლის შემდეგო!). სახელდობრ, ყველა დასაქმებულის ხელფასის 2 პროცენტს (მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა კანონის ფორმას მიიღებს და ეს, როგორც საკომიტეტო მოსმენებს ეტყობა, ფრიად მოკლე ხანში მოხდება), როგორც გვაჯერებენ, დასაქმებულები თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგავენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „არჩევანში“ ხსენებული 2 პროცენტის ჯიბეში ჩადება არ იგულისხმება, აშკარაა, რომ ეკონომიკური გუნდი ასოთა თამაშით გვაბნევს. გვაბნევს, რადგან, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტში, სახელწოდებით: „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ ნათქვამია, რომ, თუ 2-პროცენტგამოთავისუფლებული დასაქმებული იმ 2 პროცენტს აქტივების მმართველ კომპანიაში არ გადარიცხავს, თანხა ბიუჯეტს დარჩება, დამქირავებელი კი –  ხახამშრალი.
სრულიად მთავრობა გვაიმედებს, რომ დაზოგვის ეს „ნებაყოფლობითი“ სისტემა სიბერეში გამოგვადგება (თუ, რასაკვირველია, ღმერთმა ინება და დაგვაბერა), ანუ, ამ ძალად დანაზოგს 15-ოდე წლის შემდეგ თუ შევავლებთ ხელს.
ბუნებრივია, გაუგებარია, რატომ ჰქვია ამ პაკეტს „ნებაყოფლობითი“, სამაგიეროდ, მარტივად დასათვლელია, სულ მცირე, რა ოდენობის თანხა შეიძლება ამოაცალოს ეკონომიკურმა გუნდმა დასაქმებულ მოსახლეობას პირდაპირ ჯიბეებიდან და ამის დასადგენად თავად ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია დაგვეხმარება.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში, საშუალოდ, 600 000 დაქირავებით დასაქმებულია, რომელთა საშუალო ხელფასი 650 ლარია. შესაბამისად, 650-ის 2 პროცენტი 13 ლარია. თუ ამ 13 ლარს გავამრავლებთ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაზე (600 000-ზე), მივიღებთ 7 მილიონ 800 ათას ლარს ყოველთვიურად, რაც წელიწადში 93 მილიონ 600 ათასია. თანაც, გაითვალისწინეთ, ჩვენ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებისგან მისაღები თანხა დავითვალეთ, ხოლო, რადგან თვითდასაქმებულებიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს, 2-2-პროცენტობით მოგროვილი ფულის საერთო ოდენობა, სავარაუდოდ, 93 მილიონ 600 ათასზე მეტია.
აი, ასეთი მოხერხებულია ჩვენი, ასოთა თამაშზე ორიენტირებული ეკონომიკური გუნდი!

скачать dle 11.3