კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონკურენტი ექსპონატები

ანუ, „მზად ვართ!!!“

რაკი ტურისტების მოზიდვა ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობაა (ისეთი „წმიდა“, რომ თვით „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობების ამოსახოცადაც კი მზად ვართ, როგორც ჭეშმარიტი პიონერები!), ვაპირებთ, განვავითაროთ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული მიმართულება (მით უფრო, რომ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თურმე).
მაგრამ, ვაი, რომ არ გვქონია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არადა, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოფო ლაზიშვილი ამბობს (მომყავს ციტატა): „საქართველოში ჩამოსული ტურისტები ამ საკითხით ხშირად ინტერესდებოდნენ და  სვამდნენ კითხვას, თუ რატომ არ გვქონდა შეთავაზებაში ეს ხაზი“ და, რადგან ტურისტის სიტყვა კანონია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს მაინცდამაინც ბევრი არ უფიქრია, ინფრასტრუქტურის შესაქმნელადაც დაფაცურებულა და ადგილიც შეურჩევია (სოფელ ჩაისუბანში არსებული შუამთა).
ამ წამოწყებას რეალური საფუძველი აქვს, რადგან შავი ზღვის სანაპირო მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანი ყოფილა, რისი წყალობითაც, ყოველწლიურად იქ (თუ აქ) 800 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სახელდობრ, მაგალითად, 2008 წელს შავი ზღვის დერეფანში 806 679 მტაცებელი ფრინველიც აღურიცხავთ და, როგორც ჩვენებურები იტყობინებიან, შემოდგომაზე გადამფრენი ფრინველების ასეთი რაოდენობა სხვა არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. 2009 წელს კი გადამფრენი 851 491 ფრინველი აღრიცხულა (თუმცა აი, კოლხეთის ჭაობებში რომ ლაზიკა გაშენდება, მტაცებლებს რა ბედი ელით, ცოტა გაუგებარია).
ასეა თუ ისე, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ მომავალში მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებიც შემოგვემატებიან (რაკი, ღვთის მადლით, მათი გადაფრენის მარშრუტი ჯერჯერობით ჩვენზე გადის), ჩვენს ბიუჯეტს კი – შემოსავალი. თუმცა, არა მგონია, მტაცებლებზე ნაკლები ტურისტი მოიზიდოს დაკვირვებამ საქართველოს, მართალია, არამტაცებელ, მაგრამ დაუსაქმებელ მოქალაქეებზე, რომლებიც მაინც ახერხებენ გადარჩენას (ვითომ, რით არ ვჯობივართ მტაცებელ ფრინველებს?!)!

скачать dle 11.3