კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მდგრადად ეკონომიკააყვავებულები

ანუ „ჯიმი, ჯიმი, ჯიმი…“

გასულ წელს თბილისიდან „ბოლივუდში“ ისეთმა წარმომადგენლობითმა დელეგაციამ იარა (სიმართლე უნდა ითქვას, არც იქიდან ჩამოსულ დელეგაციებს აკლდა წარმომადგენლობითობა), ამ მისვლა-მოსვლას სხვანაირი ფინალი ვერ ექნებოდა; ვერც ექნებოდა და არც ჰქონია. კერძოდ, ქართულ ველ-მინდვრებში „ბოლივუდმა“ ერთი ფილმი უკვე გამოაცხო, უფრო მეტიც, მეორისთვისაც სრულ მზადყოფნაშია.
ოფიციალური ინფორმაცია გვატყობინებს, რომ შემოქმედებითი ჯგუფი უკვე თბილისშია და ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკების პროცესშიცაა (სცენარის შესახებ). ბოლივუდელებმა ლოკაციის ადგილების შესარჩევად საქართველოს რეგიონები ადგილობრივ კოლეგებთან ერთად უნდა დალაშქრონ. ამჯერად ინდური კინოინდუსტრიის თვალთახედვის არეში სვანეთი, რაჭა და კახეთია.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რომელი კუთხის სანახებით მოიხიბლებიან სტუმრები (მხოლოდ ის ვიცით, რომ „ბოლივუდის“ მიერ შარშან გადაღებული ფილმისგან ეს ახალი სრულიად განსხვავებული იქნება), თუმცა, ფაქტია, რომ, თუ ქ-ნმა ქობალიამ ეს ჩვენი ეკონომიკა მთლადაც ვერ გაამდგრადა (ან კი რამ უნდა გაამდგრადოს, როდესაც შემოსავლების ძირითადი წილი ყიდვა-გაყიდვაზე მოდის), სამაგიეროდ, „ბოლივუდის“ გადასაღებ მოედნად ხომ მაინც გვაქცია?!

скачать dle 11.3