კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის საქართველოში უარყოფითი პათოგენური ზონები და როგორ უნდა შეიტანოთ სახლში დადებითი ენერგია

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, ამოეცნოთ ის იდუმალი სამყარო, რაც მიწის ენერგიას ახლავს. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებამ ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი – ადამიანთა პრიმიტიული დამოკიდებულება, რომელსაც  მიწასთან დაკავშირებული მოვლენები მაგიასა და  ჯადოსნობაში გადაჰქონდა, დღეს შეიცვალა. მეცნიერებამ  მიწა დადებით და უარყოფით პათოგენურ ზონებად დაყო. თუმცა,  თანამედროვე ადამიანსაც საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ერთი შეხედვით, არ ჩანს. სწორედ ამ თემებზე გავესაუბრეთ ბიოინჟინერ ვალოდია დიაჩენკოს, რომელიც დიდი ხანია, ბიოლოკაციურ თემებზე მუშაობს.

ვალოდია  დიაჩენკო: არატრადიციულმა დიაგნოსტიკამ,  გეოპათოგენური ზონების კვლევამ და  ზოგადად, ბიოენერგეტიკულმა მიმართულებამ 80-იან წლებში გამიტაცა. ანომალიური მოვლენებისა და  სხვა ორგანიზმების ენერგიების მაღალი შეგრძნება მქონდა. ეს  ამ სფეროში მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი  ფაქტორია. იმ პერიოდში თბილისში ჩამოვიდა  უკრაინულ-კანადური კომპანია, მათი წარმომადგენლები  მსურველებს უტარებდნენ სასწავლო კურსს  საინჟინრო ბიოლოკაციაში. ბიოლოკაციას საქართველოშიც დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა  ადრეულ პერიოდში ის უფრო ხალხური ტრადიციებით იყო წარმოდგენილი – ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ადამიანები ვაზის მეშვეობით ეძებდნენ წყალს მიწაში. ეს ტრადიცია ჩვენ გარდა არსებობდა უკრაინასა და გერმანიაშიც. გეოლოგიისა და გეოფიზიკის განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. არსებობს თანამედროვე ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ზონების გამოკვლევა ხდება.  
– რა გავლენას ახდენს დედამიწის ზონები ადამიანთა ცხოვრებაზე?
–  მიწას აქვს თავისი ძალა და ენერგია. ამ ინფორმაციას მარტივი სახით,  ჯერ კიდევ ძველი დროის  ადამიანები გრძნობდნენ. სხვადასხვა ადგილას მიწას განსხვავებული ძალა აქვს – ან უარყოფითი, ან დადებითი. ეს განპირობებულია მათი მდებარეობით, თუ რომელ  გეოპათოგენურ ზონაში მდებარეობს მიწა. არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი გეოპათოგენური ზონები. ბუნებრივ პათოგენურ ზონას მიეკუთვნება ადგილები, სადაც არის გეოლოგიური ნაპრალები, რომელთა ირგვლივ ჩნდება ანომალიური ზონები, ასევე მიწისქვეშა მდინარეების ხეობები.  ასეთ ადგილებში მიწას ძირითადად უარყოფითი ენერგია აქვს. ასეთივე ენერგია აქვს მიწას იქ, სადაც აგებულია ტექნოგენური ნაგებობები, გვირაბები, მეტრო, მიწისქვეშა გადასასვლელები, საბადოები. მიწას დადებითი ენერგია აქვს თუ უარყოფითი, ამისი მიხვედრა მარტივადაც შეიძლება. ადამიანი დადებით ადგილზე კომფორტულად გრძნობს თავს.  არსებობს ბიოპათოგენური ზონები, რაც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმის, ადამიანის მიერ. თუ თქვენს სახლში შემოდის ადამიანი, რომელიც დიდხანს დარჩება თქვენთან, იჯდება კონკრეტულ სკამზე, ის სახლიდან გასვლის შემდეგ იმ სკამზე დატოვებს თავის ცუდ ფიქრებსა და აზრებს. ასეთივე ენერგიას ტოვებს ავადმყოფი ადამიანიც. იქ, სადაც ის იჯდა, ტოვებს ბიოპათოგენურ ზონას, რომელსაც აქვს ერთი თვისება – როდესაც ამ სივრცეში შედის დადებითი ენერგიის ადამიანი, ის უცებ შლის,  განდევნის უარყოფით ძალას და იქმნება ბიოკომფორტული ველი.  პათოგენური ზონები უამრავი დაავადების  მიზეზი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ამას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება და ბედი. გარკვეული სივრციდან უარყოფითი ძალების გასატანად უნდა მოხდეს მისი ეკრანიზაცია, მაგალითად, ბინაში ძირს  უნდა  დადოთ  სარკე, პირით ქვემოთ და ასე დატოვოთ იმდენ ხანს, სანამ ზონის  გასუფთავება არ მოხდება.  ბიოპათოგენურ ზონასთან არის დაკავშირებული თვალი, ჯადო. მაგია ქმნის  ბიოპათოგენურ ზონებს. მასში მოხვედრილი ადამიანი კი, რომელიც დიდხანს გაჩერდება იმ ზონაში,  აუცილებლად ცუდად ხდება.  არსებობს კოსმოპათოგენური ზონები, რომლებიც ასევე  მძაფრ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის  ჯანმრთელობაზე. არსებობს ბადე, რომელიც კოსმოსიდან დედამიწისკენ მომავალ ენერგიას ატარებს.  ყველაზე ცნობილია ჰართმანის ბადე, რომლის უჯრედების კვანძებშიც არის უარყოფითი ზონები, უჯრედებს შორის კი თავისუფალი ზონებია. კოსმოპათოგენური ზონები მიწის გეომაგნიტურ ხაზებს იმეორებს, მათ შორის მსგავსება ძალიან დიდია. შესაძლოა ითქვას, რომ მათ შორის მუდმივი კავშირი არსებობს.    სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ზოდიაქოები, ასევე გეომანტია ნათელხილვის ძველი ხელოვნება, ნათელხილვის რომელიც დაკავშირებულია მიწის ენერგეტიკასთან. გეომანტია  განვითარებული იყო როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთში. გეომანტიის წყარო მაინც აღმოსავლეთში უფრო  იყო.   ადამიანები მისი მეშვეობით ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებდნენ, თუმცა მაშინ ვერ ხვდებოდნენ,  რომ მიწას ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს.   დღეს მეცნიერება ბევრ მოვლენას ხსნის, მაგრამ ძველად ადამიანებისთვის, მიწის ენერგია პირდაპირ მისტიკასა და ჯადოსნობასთან ასოცირდებოდა. გეომანტია საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა,  პროგრესის შედეგად    განვითარდა და  ჩამოყალიბდა მეცნიერების სახით.  ეს ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, სწორად განვსაზღვროთ, ადგილი, სადაც შეიძლება, აშენდეს ტაძარი, სახლი, გაკეთდეს სასაფლაო. ამ კულტურას ძალიან დიდი სკოლა აქვს ჩინეთში, მისი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ფენშუი. მაგალითად, ცნობილია, რომ სასაფლაო უნდა გაკეთდეს იქ, სადაც არის წყნარი, ინ ზონა.  იან ზონა არის აქტიური და ასეთ ადგილებში უნდა აშენდეს  ქალაქი, სახლები, გასართობი  დაწესებულებები და ასე შემდეგ.  ინ და იან სტრუქტურები აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში. ადამიანის ორგანიზმიც მაშინ არის კარგ მდგომარეობაში, როცა მასში ინ და იან სტრუქტურები გაწონასწორებულია. ასეა მიწის შემთხვევაშიც. არსებობს მიდგომა,  რომ ხეობებში არ არის რეკომენდებული შენობების აშენება. ეს გამოწვეულია სწორედ პათოგენური ზონებისა და მიწის ძალიდან   გამომდინარე.
– ცნობილია, სად არის საქართველოში  პათოგენური ზონები, რომლებიც უარყოფით ძალას მოიცავს?
–  რამდენიმე ათეული წლის წინ  ჩატარდა კვლევა, მოსახლეობიდან შემოსული თხოვნის საფუძველზე და დადგინდა,  რომ სოლოლაკში  არის უარყოფითი პათოგენური ზონა.  იმ პერიოდში  სოლოლაკის მცხოვრებნი  ხშირად  ხდებოდნენ ცუდად, ემართებოდათ ბევრი  დაავადება.  სოლოლაკში მიწის ქვეშ ჩამოდის მდინარე, მის სიახლოვეს მიწაში იყო მაქსიმალურზე მეტი რადონი და ტარონი, იქ სადაც ამ აირების დოზა მაღალია არის უარყოფითი ზონა, სადაც ზომიერადაა, იქ – დადებითი. ადგილები, რომელიც უარყოფით ძალებს შეიცავს,  მიიზიდავს უარყოფით მოვლენებს, მაგალითად, იქ მეტი ალბათობაა მოხდეს ომი, სისხლისღვრა. საქართველოში არის  ადგილები, სადაც ძალიან ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ეს განპირობებულია არა იმით, რომ იქ მოუხერხებელი გეოგრაფიული ორიენტაციაა, არამედ, ავტოკატასტროფების სიხშირეს განაპირობებს იმ მიწის ენერგეტიკა. ასეთი ადგილები არის მცხეთასთან ახლოს, კახეთისკენ მიმავალ ტრასაზე და რუსთავთან.  ორი ერთნაირი ტიპის ადამიანის ცხოვრება შეიძლება წარიმართოს აბსოლუტურად სხვადასხვანაირად იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა ძალების მიწაზე ცხოვრობენ. ეს აისახება მათ სოციალურ სტატუსზე, ოჯახურ  და ფინანსურ მდგომარეობაზე. ცნობილი ფაქტია, რომ ლას-ვეგასი ააშენეს დიდი დაკვირვებების შემდეგ  ადგილზე, რომელიც ძალიან დიდ დადებით  ენერგიასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც, არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი.  საიდან მოდის ფინანსური პრობლემები – მისი დიდი ნაწილი დამოკიდებულია თავად ადამიანზე. თუ თქვენ იქნებით ცუდად, იმის გამო, რომ ცხოვრობთ ასეთ ზონაში, ეს აუცილებლად ცუდად წარმოსახავს თქვენს  ფინანსურ მდგომარეობას. თუ სახლი ცუდ ზონაშია, იქ მცხოვრებ ადამიანში მიდის შინაგანი ნგრევა, მას  აუცილებლად სჭირდება ბიოენერგეტიკოსის დახმარება.  სახლში დადებითი ენერგიისთვის ძალიან კარგია ყვავილები, უპირველესად, კაქტუსი. ასევე, კარგია თუ ახლოს იქონიებთ  კომბოსტოს.  რაც შეეხება ნივთებს, სახლში დადებითი ენერგიისთვის კარგია, თუ გექნებათ  ხეოფსის  პირამიდის პატარა ასლი.  
– როგორ ხდება საგნების ენერგიის განსაზღვრა?
– ყველა საგანს აქვს თავისი ენერგეტიკა, მაგალითად, საწოლი ატარებს იმ ადამიანის ენერგიას, ვისაც ამ საწოლში სძინავს, მაგრამ თუ გაქვთ საწოლი, სადაც თქვენამდე თქვენს წინაპრებს ეძინათ, მას შეიძლება შერჩენილი ჰქონდეს მათი ველის მახასიათებლები. თუ იყიდით ნახატს, სახლში შეიძლება, შეიტანოთ იმ ადამიანის ენერგია, ვინც ეს სურათი დახატა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ მდგომარეობაში მყოფმა დახატა ეს სურათი და რა ენერგია მისცა მას, რადგან ნახატი იმ საგანთა შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევა. მარტო მხატვარი კი არა, აურა შეიძლება მოგიტანოთ ისეთმა საგანმაც კი, რომელიც დამზადებულია ქარხანაში, კონვეიერული წესით, მაგრამ მასზე გადავიდა იმ ადამიანის აურა, ვინც კონვეიერთან შეეხო მას.

скачать dle 11.3