კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ნივთის ჯიბით ტარება გიცავთ შესაძლო საფრთხისგან და სახლის რომელ კუთხეში არ უნდა დადგეთ დიდხანს


სამყაროში უამრავი ფაქტი თუ მოვლენა ამოუხსნელი რჩება. ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმი არის უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმე, თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში ვერც კი ამჩნევს. ორგანიზმიც კი გვაძლევს ზოგჯერ მინიშნებას მოსალოდნელ ბედნიერებასა და უბედურებაზე, მაგრამ, ამოცნობა და გაგება გაგიჭირდებათ, თუ მისი ამოხსნა არ იცით. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლეილა ამბობს, ჩვენ გარშემო ისეთი ფაქტები ხდება, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, უნდა ვისწავლოთ ჩვენივე სხეულის მინიშნებები და ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას ის ეზოთერული წესები და რჩევები, რომელსაც ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს და, ამასთანავე, შესაძლო უბედურებაზე წინასწარ აფრთხილებს.



ქალბატონი ლეილა: ადამიანის ორგანიზმი შესაძლო უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე თავისებურად რეაგირებს. ალბათ, ბევრი თქვენი ახლობლისგან გსმენიათ, წარბი ან თვალი მითამაშებს და, ალბათ, სასიხარულო ამბავი მელისო, ან, საკუთარ თავზე მინიშნება ცუდად მაქვს დაცდილი, ახალმთვარეობაზე აღებულ ფულს შემდეგ ბევრი ფული მოსდევს, არ მაქვს კარგად დაცდილი ცხვირსახოცის ან სარკის სხვაზე გაჩუქებაო და ასე შემდეგ. ყოველივე ამაში სიმართლის მარცვალი კი არა, დიდი სიმართლეა. თუმცა, მთავარია, ამ და სხვა მოვლენების სწორად ახსნა შეგეძლოთ.

– იმისთვის, რომ მინიშნებები გავიგოთ და სწორად აღვიქვათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– სხეულის ენის გაგება თუ მინიშნებების სწორი აღქმა ძნელი არ არის, მაგრამ ამისთვის დაკვირვებული თვალი და გარკვეული ცოდნაა საჭირო. მაგალითად, ბებიაჩემს მარცხენა ხელისგული რომ მოეფხანებოდა, იტყოდა, დღეს ფული შემომივაო; თუ მარჯვენა ხელი მოეფხანებოდა – დღეს აუცილებლად შევხვდები დიდი ხნის ნაცნობს, გამარჯობას ვეტყვი და, მარჯვენა ხელს ჩამოვართმევო; მისი ცხვირის მოფხანა და სტუმრის მოსვლა ხომ ერთი იყო (იცინის). მეც არ მივაქცევდი ყურადღებას მსგავს რამეებს, რომ არა ბებიაჩემი. მიმაჩნია, რომ მისტიკური ნიშნები წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია და მათი უარყოფა არ შეიძლება. ეს ჩემი პირადი აზრია და ნურავინ შემედავება. შეიძლება, ბევრს ჩემი ნათქვამი სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ, დაფიქრდით, გააანალიზეთ საკუთარ თავზე დაცდილი მინიშნებები და შემდეგ მათი ახდენა და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ახლა კი ისეთ ეზოთერიკულ დარიგებებს მოგცემთ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ ახალ ჭურჭელს შეიძენთ, ვთქვათ, ვედროს, ჯამს, ფიალას, ლარნაკს და ასე შემდეგ, სახლში შეტანისთანავე სამჯერ წარმოთქვით: „ეს სავსე იყოს, მე კი სიღარიბეს დავავიწყდე”. თუ ღამით კოშმარული სიზმრები ან უძილობა გაწუხებთ, საღამოს, ძილის წინ, სამჯერ ჩაიცვით და გაიხადეთ ის სამოსი, რითაც ღამით უნდა დაიძინოთ, შემდეგ ისევ ჩაიცვით და დაწექით დასაძინებლად. სახლის ჩუსტები კი დააწყვეთ საძინებელი ოთახის კუთხეში და ჩუმად წარმოთქვით: „თქვენ ამ კუთხეში იყავით, დილამდე დამელოდეთ, მე ტკბილად და მშვიდად უნდა ვიძინო.” თუ მიწის ნაკვეთს ყიდულობთ, ეცადეთ, წვრილი კუპიურებით გადაიხადოთ, რათა ამ მამულში ყოფილ მფლობელს თავისი მოთხოვნები არ დარჩეს. თუ ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, რომ არ გაგთვალოთ, გულში გაიფიქრეთ: „კი მიყურებ, მაგრამ ვერ მხედავ”. როცა ტანსაცმელს იცვლით, ეცადეთ არ მიმოფანტოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათში ბოროტი სულები იბუდებენ. ასევე, კატეგორიულად იკრძალება მაგიდაზე ხელჩანთისა და ქუდის დადება. ორშაბათობით ნუ გაასესხებთ ფულს, რადგან გამსესხებელი ხეირს ვერ ნახავს მთელი კვირის განმავლობაში, მსესხებელს კი ყველაფერში გაუმართლებს. კარგია, თუ ფულს სავსემთვარეობაზე ისესხებთ. პარასკევს ნუ დაალაგებთ სახლს სველი წესით. თუ სახლიდან გასულს შემობრუნება გიწევთ, სახლში შესვლისას აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გელით. ცოცხი კი ყოველთვის თავდაყირა, ტარით ქვევით დადეთ ასე ბარაქას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბედებთ. აგრეთვე, არ ვარგა ცხვირსახოცისა და სარკის გაჩუქება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისაც აჩუქებთ, მასთან დაშორება გარდაუვალია.

– ქალბატონო ლეილა, გამიგია, ახალდაქორწინებულებს ბედნიერი თანაცხოვრება რომ ჰქონდეთ, ამისთვისაც არის ეზოთერიკულ ჩანაწერებში სპეციალურად გასათვალისწინებელი რჩევები. მათ შესახებ რას გვეტყვით?

– მართალია. როგორც გითხარით, ადამიანები თავად ვქმნით ცხოვრებაში ჩვენი წარმატების კოდს. რაც შეეხება ქორწინებას, ახლად დაქორწინებულებმა ბედნიერად რომ იცხოვრონ, ქორწილის წინა ღამეს ფეხსაცმელში უნდა ჩადონ ცირცელის სამი ფოთოლი. შეარჩიეთ ის ფოთოლი, რომელზეც გული მიგივათ და მოგეწონებათ. ეს ფოთოლი თავად უნდა მოგეწონოთ და შეარჩიოთ, რომ სამომავლოდ, ოჯახურ თანაცხოვრებაში ბედნიერება მოგიტანოთ. სხვისმა არჩეულმა და მოტანილმა ცირცელის ფოთოლმა, შესაძლოა, პირიქით, უბედურება მოგიტანოთ. გული მიკვდება, ირგვლივ ამდენი ოჯახი რომ ინგრევა. არადა, სიყვარულით უღლდებიან და ცოტა ხანში ისეთი სკანდალებით შორდებიან, ხანდახან ვამბობ, რა ხდება ამ ქვეყანაზე, ნუთუ სულ გადაგვარდნენ ადამიანები და სიყვარულის გრძნობაც აღარ შერჩათ-მეთქი? კიდევ ვამბობ: ძალიან კარგია გრძნობებზე აყოლა, მაგრამ, თუ ცოტა გონებასაც მოუხმობთ და წინაპრების გამოცდილ წესებსაც გამოიყენებთ, მაშინ ვერც ავი თვალი და ვერც შური ვერ დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.

– იმასაც ამბობენ, გზიდან დაბრუნება და საკუთარ თავზე მინიშნება არ ვარგაო. ასეთ შემთხვევაში რა საფრთხე გველის?

– არ ვარგა გზიდან დაბრუნება. ამ დროს ამბობენ, კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწევთ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით – ასე სახლის ენერგიას აიღებთ და სარკეშიც ჩაიხედეთ, რადგან სარკეში თქვენი გამოსახულების არეკვლისას ენერგია ორმაგდება. ხოლო, რაც შეეხება საკუთარ თავზე მინიშნებას, თითით ჩვენებისას ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს. თუ სხვის დაავადებაზე საუბრობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს, რაც სხვას სჭირს. ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ. ასევე, აქვე გეტყვით, რომ სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი პოზიციის მატარებელი ადგილია ბინაში. კუთხე ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია. თუ ზურგს უკან ახლობელი ადამიანი დგას, სასწრაფოდ მიბრუნდით მისკენ პირისახით. სხვათა შორის, არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებულად გაკვირდებათ ზურგზე. საქმე მხოლოდ იმის შეგრძნებაში როდია, რომ თითქოს უკნიდან ვიღაც მოგეპარებათ. ყველაზე საშიში ის არის, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა. ასევე, საშიშია დანაწევრებული, გატეხილი და ნახატებიანი სარკეების ქონა. თუ სარკე მთელი და დაუნაწევრებელი არ არის, ის არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ, ჩვეულებრივ, სარკეს ჯიბით ატარებთ, ეს კარგია, რადგან ის მტრისგან გიცავთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ, თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას, კერძოდ, შემხვედრის უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. სარკე ჯიბეში ამრეკლავი ზედაპირით პატრონის სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ის მის უარყოფით ფიქრებს, აზრებსა და ჩანაფიქრს აირეკლავს. არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენა მიგვანიშნებს შესაძლო მოსალოდნელ საფრთხესა თუ სასიამოვნო ფაქტზე. მაგალითად, როცა ადამიანი ფორიაქობს, ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდება ტირილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უჩნდება უეცარი პრობლემები, უნდა მიხვდეს, რომ რაღაცაშია საქმე. უეცრად გულის აჩქარებაც კი მოსალოდნელი საფრთხის მიმანიშნებელია. ამ დროს ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგანიშნებთ, მაგრამ ადამიანი ამას ვერ ხვდება. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავში ცვლილებებს და სათანადო ყურადღება გამოიჩინოთ.


скачать dle 11.3