კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გათვალისწინებაა საჭირო 2012 წელს და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეექმნებათ მეტი პრობლემები

დრაკონის 2012 წელი თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნისთვის პრობლემურია ფინანსებთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაღალია რისკები საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, დრაკონის წელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს. 
მთლიანობაში, ვერძისთვის 2012 წელი უკეთესი წელი იქნება წინა წელთან შედარებით. შავი მთვარე, რომელიც მას უშლიდა ხელს წინსვლაში და ცდუნების წინაშე აყენებდა, ახლა გამოვიდა ვერძის ზოდიაქოდან. ვერძები ამ წელს ამოისუნთქავენ და წარმატების შანსი რადიკალურად მოემატებათ. ამიტომ, შეუძლიათ, აქტიურად იმოქმედონ და ინიციატივაც გამოიჩინონ, რაც მათ წარმატების  გაცილებით მეტ შანსს მისცემს, ვიდრე ეს 2011 წელს იყო.
კუროს აქვს ორმაგი ტენდენციები წლის პირველ ნახევარში, 13 ივნისამდე. მის ზოდიაქოში ახლა იმყოფება გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი, ასევე, შავი მთვარე, ანუ მაცდუნებელი ძალა. ამიტომ, თუ კუროები ცოტა ფრთხილად იქნებიან ფინანსურ ოპერაციებთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საქმის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობებისა და პარტნიორების მიმართ, მაშინ წლის პირველი ნახევარი მათთვის შეიძლება ძალიან კარგი იყოს.
ტყუპებისთვის განსაკუთრებით კარგია წლის მეორე ნახევარი. ეს უკვე მაისის ბოლოდან დაიწყებს ამოქმედებას. მათ წელს ძალიან ბევრი შანსი აქვთ და განსაკუთრებით უნდა გამოიყენონ პერიოდი მაისის ბოლოდან 13 სექტემბრამდე. ეს არის მათთვის, ეგრეთ წოდებული, „ოქროს ვარსკვლავური“ პერიოდი. 
კირჩხიბებისთვის ნორმალური წელიწადია, საშუალოზე უკეთესი. შანსი იმისა, რომ ისინი გარკვეულ წარმატებებს მიაღწევენ, ნამდვილად არის. მათი წარმატების შანსი წლის პირველ ნახევარში გაიზრდება.  განსაკუთრებით კარგია მათთვის მთელი ივლისის თვე. ეს პერიოდი კირჩხიბებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რადგან აქ დადებითი პერსპექტივები ნამდვილად არის. ისინი ცოტა უნდა გაუფრთხილდნენ თავს ივნისში. ივნისი ნაკლებ პერსპექტიულია მათთვის და ამიტომ მეტი სიფრთხილე ჰმართებთ.
ლომი თეთრი მთვარე, ეგრეთ წოდებული „მფარველი ანგელოზი“, ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება, ამიტომ, ლომს ძალიან მაღალი წარმატების შანსი აქვს, ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში. ნებისმიერ სფეროში, სასიყვარულო იქნება ეს, ბიზნესი თუ სამსახური, მათ წარმატების დიდი შანსი აქვთ. თუმცა, შესაძლოა, ლომებისთვის წლის მეორე ნახევარი არ აღმოჩნდეს ისეთი  პერსპექტიული, როგორიც პირველი ნახევარი.
ქალწულებისთვის მთლიანობაში კარგი წელია, განსაკუთრებით – მისი პირველი ნახევარი. მათ ძალიან აქტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური კუთხით ბევრი შანსი და პერსპექტივა აქვთ.
სასწორები შედარებით გათავისუფლდებიან და მათთვის უფრო უკეთესი იქნება წლის მეორე ნახევარი, დაწყებული ივნისიდან. აქ სატურნი – „მუხრუჭი“ პლანეტა – იმყოფება სასწორის ზოდიაქოში. ის მალე დატოვებს ამ ნიშანს და წარმატების შანსი განსაკუთრებით მოიმატებს სასწორებისთვის წლის მეორე ნახევარში. 
მორიელისთვის 2012 წელი არის ყველაზე რთული წელიწადი. პრობლემების ტენდენცია ამ წელს ყველაზე მაღალია მთელი წლის განმავლობაში. ამტომ, უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და წინდახედულად, რადგან არ აღმოჩნდეს სახიფათო ან მაცდუნებელი პრობლემების წინაშე. 
მშვილოსნისთვის ეს წელი საშუალოა. შეიძლება ამ წლის  მეტ-ნაკლებად სტაბილურად გავლა, მაგრამ, განსაკუთრებული წარმატებების გარეშე.
თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ უკეთესია წლის პირველი ნახევარი – დაახლოებით ივლისის თვემდე. მათ საკმაოდ აქტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან პროფესიული წინსვლისა და საოჯახო ურთიერთობების მხრივ, წარმატების შანსი მაღალია. წლის მეორე ნახევარი, შესაძლოა, იმდენად წარმატებული არ იყოს, თუმცა, მეორე ნახევარსაც აქვს გარკვეული დადებითი მხარე.
მერწყულთათვის წლის მეორე ნახევარი უკეთესია, რომელიც მაისის ბოლოდან დაიწყებს ამოქმედებას და მერწყულის  ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იგრძნობენ, რომ მეტი პოზიტივის მიღების და წარმატების შანსი იმატებს, რომ საქმიანი და პერსპექტიული წინადადებების რაოდენობა გაიზრდება. წლის პირველი ნახევარი ნაკლებად ეფექტური იქნება და, უმჯობესია, ეს პერიოდი განვლონ მშვიდად და სტაბილურად. 
თევზებისთვის წლის პირველი ნახევარი, ივლისის ჩათვლით, ყველაზე რთული პერიოდია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა განვლონ. ამ დროს ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა – არასტაბილური და დეპრესიულობა იმატებს. შემდგომ დგება სასიკეთო პერიოდი. მომდევნო რთული პერიოდია უკვე დეკემბრის პირველი ნახევარი. დანარჩენი პერიოდები თევზებს შეუძლიათ, მშვიდად განვლონ. ინტუიცია მათ მზარდი აქვთ და სწორედ ინტუიციაზე დაყრდნობით შეუძლიათ მათ გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა.
რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს 2012 წელს, ზოდიაქოს თორმეტივე  ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ სასიყვარულო ურთიერთობებში ზედმეტი ემოციურობისა და ეჭვიანობისგან.
დრაკონის წელიწადი აძლიერებს ვნებას და, ამავე დროს, ეჭვიანობას, თან, აუცილებლად ითხოვს ერთგულების დაცვას. ამიტომ, 2012 ერთგვარი კოსმიური გამოცდების წელიწადია. ვინც შეძლებს, რომ დაიოკოს ზედმეტი ემოციურობა და  ეჭვიანობა და, ამავე დროს, იყოს ერთგული, იქნება გაცილებით წარმატებული ოჯახშიც და სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ვინც ამას ვერ შეძლებს, მას გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნება მომავალში.

скачать dle 11.3