კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტრესისგან შოკოლადი დაგვიცავს


საკმარისია, ადამიანმა დღეში 40 გრამი შავი შოკოლადი მიიღოს, რომ სტრესისგან დაიხსნას თავი, ამტკიცებენ შვეიცარიელი და გერმანელი მკვლევრები.

მათი აზრით, ადამიანებს ორი კვირის განმავლობაში შავი შოკოლადის მიღება, რომელიც გაჯერებულია ბიოაქტიური კომპონენტებით, სტრესის ჰორმონებს შეუმცირებს და ბუნებრივი გზით აღმოფხვრის დისბალანსს ორგანიზმში.

„კვლევების თანახმად, 40 გრამი შოკოლადის მიღება ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში საკმარისია ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში“, – განაცხადა ლოზანას საკვლევი ცენტრის ჯგუფის უფროსმა სუნელა კოშარამ. თუმცა, სწავლულები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი მაღალკალორიული პროდუქტის ჭარბად მიღებამ შეიძლება, ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოქმნას.

ადრე ჩატარებული გამოკვლევები შოკოლადის სხვა სასარგებლო თვისებებზეც მიუთითებს. ასე მაგალითად, ნივთიერება ფლავონილი, რომელსაც შოკოლადის მთავარი კომპონენტი კაკაოს მარცვლები შეიცავს – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში და ხელს უწყობს აზროვნებას.


скачать dle 11.3