კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იმატებს, ძაღლების პატრონებს მიაჩნიათ, რომ ეს ცხოველისთვის შემაწუხებელია და, ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც დაჰყავთ ძაღლი მდინარეზე ან სხვა საშუალებით აგრილებენ.  რამდენად მიზანშეწონილია ეს ცხოველის ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: გააჩნია, სად მიგყავთ ძაღლი. ბანაობა კარგია ძაღლის გაკაჟებისთვის და ჯანმრთელობისთვის, ამიტომ, შეგიძლიათ, ზაფხულში ყოველდღე ატაროთ გასაგრილებლად, ოღონდ, უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ: თუ ძაღლს ზღვაში აბანავებთ (არ ვგულისხმობ თბილისის ზღვას), ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ  ზედმეტი მარილები პრობლემებს შეუქმნის როგორც ადამიანებს, ასევე, ცხოველებს. ამიტომ, როგორც ჩვენ ვივლებთ წყალს ზღვაში ბანაობის შემდეგ, სასურველია, ძაღლსაც იგივე პირობა შევუქმნათ, რაც მას ზედმეტ მარილებს მოაშორებს. სხვა შემთხვევაში კი, თუ წყალი სუფთაა და არანაირ პრობლემას არ ქმნის, წყლის გადავლება აუცილებელი არ არის. მაგრამ, თუ ძაღლს არ სიამოვნებს ბანაობა ან ცურვა, ძალით არ უნდა გააკეთოთ ეს, რადგან ცხოველმა თვითონ იცის, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი.
კითხვა: მაინტერესებს რა არის მიზეზი, როცა ძაღლს ხშირად ახველებს?
პასუხი: ხველების სხვადასხვა მიზეზი არსებობს,  მაგალითად, როგორც სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. და მაინც, ძირითად მიზეზად ითვლება ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები: ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისათვის, ბრონქოპნევმონიისა და პნევმონიისათვის. ლარინგიტისა და ლარინგოფარინგიტისთვის დამახასიათებელია: ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია ანუ ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით, როგორებიცაა ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზიანება, მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრით, ხანგრძლივი ყეფით, ცივი საკვების ან წყლის მიღებით, მოჭერილი საყელოთი. ტრაქეის დაავადებების დროს ხველას აქვს მშრალი და შეტევითი ხასიათი, ინსპირატორული ქოშინი და გაძნელებული სუნთქვა. ხველა, შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური ტრაქეიტითა და ბრონქიტით, პარაზიტული ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებით, ასევე, მიკოპლაზმებითა და სოკოებით.
კითხვა: ყოველთვის აქტუალურია ცოფის თემა, რომლისაც ადამიანებს ყოველთვის ეშინიათ და ხშირად, კბენის კი არა, ცხოველის მიერ კანის გაკაწვრის შემთხვევაშიც სათანადო აცრებს იკეთებენ პროფილაქტიკისთვის. მაინტერესებს, მართლა ასეთი საშიში დაავადებაა?
პასუხი: ცოფი მართლაც საშიში დაავადებაა. ადამიანები, რომლებიც საჭიროების დროს უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგს იღებენ. ამიტომ, თუ შემთხვევით ცხოველი კბილს გაგკრავთ ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ შესაბამის მკურნალობას. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დავადება, რომლის აღმძვრელის წყაროდ ითვლება შინაური და გარეული ცხოველი. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პერიფერიული ნერვების საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 დღიდან და შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე, მაგრამ, მისი ძირითადი ხანგრძლივობა 4-6 კვირაა.
აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის და თავზე ან კისერზე კბენის დროს. ცოფის მკურნალობა შეუძლებელია და კლინიკური გამოვლინების შედეგი ყოველთვის სასიკვდილოა. ამიტომ, ვაქცინაცია ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ყველა ძაღლისა და კატისთვის. ცოფით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის  აუცილებელია, დროულად აცრათ თქვენი ძაღლი დაავადების საწინააღმდეგოდ და ჩაატაროთ რეგულარული დერატიზაცია კერძო სახლებში.

скачать dle 11.3