კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ქართველი ნათესავები კიროვში მცხოვრებმა ქალმა

33 წლის ალიონა დემენევა ეძებდა: 95 წლის ანიტოვას (სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს, კერძოდ, კი ბაბუაჩემის დას. სამწუხაროდ, მისი სახელი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ გვარად  ანიტოვაა. ბებია ამჟამად 95 წლის უნდა იყოს. ჩვენი ისტორია საკმაოდ ჩახლართულია. საქმე ისაა, რომ ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) ცხოვრობდა საქართველოში, სადაც მას ტყუპები შეეძინა. ერთ-ერთი ტყუპისცალი, ბაბუაჩემი იყო. ბაბუას ჰყავდა და, რომლის შესახებაც ჩვენთვის არაფერია ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუკი ის ცოცხალია, ვფიქრობთ, ამჟამად თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ალიონას ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ ¹ 18-ში, რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი თავად უამბობს მკითხველს ნათესავების პოვნის ისტორიას.
– ალიონა, ბაბუის დის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გქონდა, გეგონა, რომ ნათესავებს ასეთ მოკლე დროში იპოვიდი?
– ძალიან მიხარია, რომ ჩემი ძიება უშედეგოდ არ დამთავრდა და ამისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენი რუბრიკის იმედი მქონდა და გამიმართლა კიდეც. ყოველთვის მაინტერესებდა ყველაფერი ჩემი ნათესავების შესახებ. საერთოდაც, საკმაოდ ცნობისმოყვარე ვარ. ერთხელაც, როგორც გითხარით, სახლში მოვიძიე ძველი დოკუმენტები, რომლებიდანაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი დიდი ბაბუა – დიმიტრი ანიტოვი (დედის მხრიდან), 1917 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში, მაშინდელ კამოს ქუჩაზე (სახლი ¹107). 1917 წლის რევოლუციამდე ჩემი დიდი ბაბუა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მის მეუღლეს კი, ვერა სემიონის ასულ ანიტოვას (იგი ბაბუის გვარზე იყო) შეეძინა ტყუპები – ქალ-ვაჟი, 1917 წლის 2 მარტს. ერთ-ერთი ტყუპისცალი ბაბუაჩემია, დედის მამა, ხოლო მეორე კი – ბაბუას და. სამწუხაროდ, ბაბუას დის შესახებ არაფერი ვიცოდი. ბავშვების გაჩენის შემდეგ, ვერა სემიონის ასული მეორედ გათხოვდა. ის ცოლად გაჰყვა ვასილი ჟუკოვს. ასე დავკარგეთ ერთმანეთი ნათესაობამ. ბაბუაჩემის და 95 წლის უნდა ყოფილიყო და იმედი მქონდა, ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ  ასე არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ვიპოვე მისი ნათესავები, შვილები და შვილიშვილები, რომლებიც ჩემს ისტორიას გამოეხმაურნენ. როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ნათესავები ვიპოვე, ძალიან გამიხარდა და მოულოდნელობისგან ვიტირე კიდეც. ძალიან სამწუხაროა, რომ ბაბუა ცოცხალი აღარაა, ეს ამბავი მასაც ძალიან გაუხარდებოდა.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას და როდის გეგმავთ ამას?
– როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ მე ნათესავები ვიპოვე, არ დაიჯერა. მაგრამ, შემდეგ ისიც ჩემსავით გაოგნებული დარჩა. მასაც ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა და ყველას მონახულება. ვნახოთ, როგორ გამოგვივა. თუ სამსახურიდან შვებულებას ავიღებ, ვფიქრობ, ამ ზაფხულს ჩამოვალ თბილისში და ყველას ვნახავ. ჯერჯერობით კი, ქართული ენის სწავლას ვაპირებ (ჩემმა ნათესავებმა ცუდად იციან რუსული).
– შენი ისტორია რომ დაწვრილებით არ მოგეყოლა, ალბათ, ვერასდროს იპოვიდით ერთმანეთს.
– ნამდვილად ასეა, ყოველ წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუ ასე ძველ ამბავს ეხები. საჭიროა, ყველაფერი გაითვალისწინო, რა შეიძლება, იცოდნენ ჩემმა ნათესავებმა, ისიც კი. ბევრი ჩემს ადგილზე ამ ისტორიას თავს დაანებებდა, რადგან ერთი შეხედვით, უიმედო ჩანდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაგიკავშირდით და პასუხიც მივიღე სტატიის გამოქვეყნებაზე, დიდი იმედი გამიჩნდა.
– მაინც, როგორ მიხვდნენ შენი ნათესავები, რომ სწორედ მათ ეძებდი?
– მართალია, ისინი მე არ მიცნობდნენ და ფოტოებზეც ვერ ამომიცნობდნენ, მაგრამ მათ იცოდნენ ბაბუაჩემის დის ისტორია, მისი დაბადების დღე, ის, რომ მას ჰყავდა ძმა და ასე შემდეგ. დანარჩენს კი ისტორიით მიხვდნენ. ყოველივე ეს დიდი სასწაულია და, ალბათ, არც მოხდებოდა, მე და თქვენ რომ არ გვეცადა. ჩემს თანამშრომლებს ეს ამბავი დღესაც სალაპარაკოდ აქვთ (იცინის). ყველა იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ ვიპოვე მე ბაბუის დის ნათესავები საქართველოში.

скачать dle 11.3