რა მოხდა ამ დღეს
28 მაისი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 585 – ამ დღეს საბერძნეთსა და წინა აზიაში მოხდა პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული მზის სრული დაბნელება.
1742 – ლონდონში გაიხსნა პირველი გადახურული საცურაო აუზი.
1964 – დაარსდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომლის ლიდერი გახდა იასირ არაფატი.
29 მაისი
1953 – დედამიწის ყველაზე მაღალი მთა, ჯომოლუნგმა, პირველებმა დალაშქრეს ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგეიმ.
1960 – ინგლისში აღდგა მონარქიული წყობილება.
1985 – ბრიუსელში, „ეიზელის“ სტადიონზე მოხდა დიდი ჩხუბი „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ ფანატებს შორის. დაიღუპა 39 ადამიანი.
30 მაისი
1431 – კოცონზე დაწვეს ჟანა დარკი.
1896 – ნიუ-იორკში მოხდა ისტორიაში პირველი ავტოავარია. ჰენრი უელსის ავტომობილი დაეჯახა ივლინ თომასის ველოსიპედს და ველოსიპედისტს ფეხი მოსტეხა.
1897 – ქარბორბალა „ივრინგმა“ მიწასთან გაასწორა ქალაქი ივრინგი კანზასში (ამერიკის შეერთებული შტატები).
1982 – დიდი ხნის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ესპანეთი გახდა ნატოს წევრი.
31 მაისი
1859 – დროის ათვლა დაიწყო „ბიგ ბენის“ საათმა ლონდონში.
1868 – პარიზის გარეუბანში გაიმართა მსოფლიოში პირველი ველორბოლა.
1918 – გაერთიანდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი, რომელსაც ეწოდა ჩეხოსლოვაკია.
1 ივნისი
1876 – დაიწყო ბულგარეთის აჯანყება თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.
1958 – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა შარლ დე გოლი.
1974 – ისტორიკოსები და თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ფიკლბოროს (დიდი ბრიტანეთი) ქიმიურ ქარხანაში მომხდარი კატასტროფის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ავარიამდე ორი საათით ადრე.
2 ივნისი
1289 – კამპადილიოსთან ბრძოლაში საბრძოლო ნათლობა მიიღო დანტემ.
1859 – იაპონიაში დაარსდა ქალაქი იოკოჰამა.
3 ივნისი
1846 – ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა მექსიკელებს წაართვეს ქალაქი იერბა-ბუენა, რომელსაც სან-ფრანცისკო უწოდეს.
1875 – ალექსანდრ ბელმა და თომას უოტსონმა გამოიგონეს ტელეფონი.
1944 – საბჭოთა კავშირში ბოლო დრომდე ყველამ იცოდა, რომ ფაშისტებმა ამ დღეს გადაწვეს და დედაბუდიანად ამოწყვიტეს სოფელი პირჩიუნიაი (ლიტვა). გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს საბჭოთა ნაწილებმა გააკეთეს.
1950 – ფრანგმა ალპინისტმა მორის გერცოგმა პირველმა დალაშქრა ყველაზე სახიფათოდ ცნობილი რვა ათასი მეტრი სიმაღლის მთა ანაპურნა (ჰიმალაი).
1992 – მსოფლიოს საზოგადოებამ პირველად იხილა ბილ კლინტონი საქსოფონისტის ამპლუაში.