კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოვემზადოთ ზაფხულისთვის!

მალე პლაჟის სეზონიც მოგვიკაკუნებს კარზე. ზამთარში დაგროვილ და ჩაპრესილ ცხიმებს, ეგრეთ წოდებულ ცელულიტებს, მხოლოდ დიეტა და დილა-საღამოს ფეხით სეირნობა ნამდვილად ვერ დაშლის. არადა, ეს პრობლემა, მეტ-ნაკლებად, ყველა ქალბატონს აწუხებს და, სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას, ოღონდ, ამჯერად, ცელულიტების წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებულ ხერხებსა და მეთოდებს შემოგთავაზებთ.

1. როგორი კოსმეტიკა შევარჩიოთ სხეულის მოსავლელად
ანტიცელულიტური საშუალებების გარეშე მაინც ვერაფერს გახდებით. ოღონდ, უნდა შეარჩიოთ ის კოსმეტიკა, რომლებშიც შედის წყალმცენარეების ექსტრაქტები (ლამინარიუმი, ფუკუსი და სხვა), რაც ხელს შეუწყობს ცხიმების დაწვას და გამოდევნის უჯრედებში ჩამჯდარ წიდებსა და ტოქსინებს.
ეთერზეთებს (ლავანდის, კვიპაროსის და ასე შემდეგ) აქვს უნარი, ყველაზე ღრმად შეაღწიოს კანში, დრენაჟი გაუკეთოს ზედმეტ სითხეს უჯრედებიდან და კანი გახადოს მკვრივი და ელასტიკური.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიცელულიტურ კრემებში შედიოდეს A, B, C და E ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ნორმალური ზომის ახალი უჯრედების წარმოქმნას და კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც პასუხს აგებს კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეზე.

2. გაიკეთეთ მასაჟები სალონშიც და სახლშიც
თუ გსურთ, სალონში გაკეთებულმა მასაჟებმა კარგი შედეგი მოგცეთ, აუცილებლად „წაეხმარეთ“ და, დამატებით, სახლში, საკუთარი ხელით გაიკეთეთ მასაჟი, შხაპის თანხლებით. ოღონდ, წინასწარ აუცილებლად შეიძინეთ მასაჟის გასაკეთებელი სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც, კანის ტონუსის ამაღლებასთან ერთად, მსუბუქ პილინგს აკეთებს.
კარგი იქნება, თუ შხაპის შემდეგ გამოიყენებთ ბურთულებიან მასაჟორს (საანგარიშოს კოჭების მსგავსი ბურთულები აქვს), რომელიც ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევასა და კანიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

3. დაამყარეთ პირადი რეკორდი
ცელულიტთან ბრძოლის რეჟიმი – 60 წუთი ვარჯიში და მასაჟი, კვირაში 3-ჯერ (შეგიძლიათ, ეს 60 წუთი რამდენიმე ნაწილად დაყოთ).
თუ არ გყოფნით დრო სრულყოფილი ვარჯიშისთვის, დილაობით აუცილებლად გააკეთეთ შემდეგი ვარჯიში: დაჯექით ხალიჩაზე, უკან გადაიხარეთ და ხელებით ზურგს უკან დაეყრდენით იატაკს, ოდნავ მოხრილი მუხლებით დაიჭირეთ პატარა ბალიში და, რაც შეიძლება, მაღლა ასწიეთ ორივე ფეხი, გააჩერეთ ჰაერში რაც შეიძლება დიდხანს და მერე ისევ დაუშვით. მოძრაობა გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
ვარჯიშებისა და კოსმეტიკური საშუალებების პარალელურად, აუცილებელია დიეტა, მაშინაც კი, თუ ჭარბი წონის პრობლემა არ გაწუხებთ, რადგან, ცელულიტები აქვთ გამხდარ ქალებსაც კი. ამიტომ, კვების რაციონში უნდა ჩართოთ ის პროდუქტები, რომლებიც ანადგურებენ უჯრედების მიერ „მარაგში“ გადანახულ ცხიმებს (რომლებსაც ორგანიზმი სრული შიმშილობის დროს იყენებს). ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია საათობრივი რეჟიმის დაცვა. აუცილებელი პირობებია: საკვების ხშირად და მცირე რაოდენობით მიღება; თითოეული ლუკმის დიდხანს ღეჭვა; შეძლებისდაგვარად, ფეხდგომელა ჭამა; ტკბილი, ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული კერძებისა და პურ-ფუნთუშეულის მენიუდან ამოღება; ქოლესტერინის სისტემატური კონტროლი და ასე შემდეგ.
სასურველია, ყოველ დილით, უზმოზე მიირთვათ 1 ჩაის ჭიქა ოდნავ თბილ წყალში გახსნილი 1 მომცრო ზომის ლიმონის წვენი. ორი საათის გასვლის შემდეგ კი მიირთვით თქვენი დიეტური მენიუს პირველი ჯერი.
აუცილებლად შეიტანეთ რაციონში: გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ალუჩა, გარგარი, ცოცხალი ბოსტნეული, გაღივებული ხორბალი, გაზგასული მინერალური წყალი, მწვანე ჩაი (ცივი ან ცხელი, უშაქროდ), კენკროვანი ხილი, ანანასი, მოხარშული (უცხიმო) ხორცი (საქონლისა და ფრინველის, ინდაურის ფილე) და თევზი, წიწიბურა (უცხიმოდ და უმარილოდ), ჰერკულესი, უცხიმო მაწონი და ხაჭო. გამორიცხეთ ყოველგვარი ძეხვეული და სოსისი.
და, კიდევ: ყოველი კვების შემდეგ შეეცადეთ, ხუთი წუთი მაინც იაროთ. თუ ამ დროს სამსახურში ან ისეთ ადგილას ხართ, სადაც ამას ვერ შეძლებთ, შეასრულეთ ადგილზე ვარჯიშები (ბუქნი, წელის ტრიალი, წელში მოხრა და გაშლა და ასე შემდეგ).
გახსოვდეთ: ცელულიტის დამარცხება მხოლოდ კომპლექსური შეტევით არის შესაძლებელი!

скачать dle 11.3