რა აკავშირებს პორნოგრაფიასთან სილვესტერ სტალონეს და რომელი პორნოვარსკვლავის კლასელი იყო ცეერუს დირექტორი ჯორჯ ტენეტი
ჰოლივუდში უამრავი კინოვარსკვლავია, რომელთაც სხვადასხვა „არავარსკვლავურ” პოზიციებზე უმუშავიათ, მაგალითად, ოფიციანტად ან მებაღედ. თუმცა, ამჯერად შემოგთავაზებთ ჰოლივუდელი სელებრითების ტოპ-ათეულს, რომელთა კინოკარიერაც პორნოინდუსტრიიდან იღებს სათავეს. ისინი ნამდვილი პორნოვარსკვლავები იყვნენ, თუმცა დრომ მოიტანა და დღეს მათ ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში უფრო ნახავთ, ვიდრე უფროსებისთვის განკუთვნილ ფილმებში.
საშა გრეი
მარინა ენ ჰენცისი ან როგორც მას ამერიკაში იცნობენ – საშა გრეი, ცნობილი 2006 წელს გახდა, როდესაც ჰოლივუდში ერთადერთი მიზნით ჩავიდა, გამხდარიყო პორნოვარსკვლავი. იმ დროს საშა 18 წლის იყო და პორნოინდუსტრიაში ჩართვიდან მცირე ხანში იმდენი მოახერხა, რომ მის ფილმოგრაფიაში 33 ფილმი იყო აღნიშნული. საშა ნამდვილ პორნოკერპად იქცა და მას სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური ჯილდოებიც კი გადაეცა „ოსკარის” მსგავს პორნოდაჯილდოებაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში საშამ განაცხადა, რომ 60-მდე პარტნიორი მამაკაცი ჰყავდა, თუმცა არც ერთის სახე არ ახსოვს, გარდა პირველისა, ეს იყო იტალიელი პორნომსახიობი როკო სიფრედი. 2009 წელს საშას კინოკარიერა მკვეთრად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ფილმში „გოგონა გამოძახებით” ის „ოსკაროსანმა” რეჟისორმა, „ოუშენის 11 მეგობრისა” და „ტრაფიკის” ავტორმა, სტივენ სოდერბერგმა მიიწვია. ახალ ამპლუაში საშა გრეიმ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა. მას შემდეგ მას ხშირად იწვევენ ჰოლივუდურ ფილმებში. თუმცა პორნოინდუსტრიას საშა ოფიციალურად 2011 წელს დაემშვიდობა. მან თავის „ფეისბუქზე” განათავსა ცნობა, რომ თავს ანებებს პორნოს და მთლიანად შოუ-ბიზნესში ერთვება.
კეტი მორგანი
კეტი მორგანი პორნოინდუსტრიაში შემთხვევით მოხვდა. 2000 წელს ის მექსიკის საზღვართან, 45 კილოგრამი მარიხუანის გადატანის გამო დააკავეს და დიდძალი ფულადი ჯარიმა დააკისრეს. ვალების გამო კეტის პორნოგრაფიაში მოუწია წასვლა, სადაც ერთ ფილმში საკმაოდ ბევრს იხდიდნენ. ვალების გასტუმრების შემდეგ, კეტი მთლიანად გადაერთო პორნოზე და წარმატებული მსახიობის სახელიც კი ჰქონდა. 2008 წელს ის ცნობილმა კევინ სმიტმა მიიწვია თავის კომედიაში „ზაკი და მისი იღებენ პორნოს” სადაც მეორეხარისხოვანი როლი ათამაშა. ფილმი იმ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჰოლივუდურ კომედიად დასახელდა.
სიბილ კეკილი
გერმანელმა სიბილ კეკილმა სახელი 2004 წელს გაითქვა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა ბერლინის კინოფესტივალზე გამარჯვებულ ფატიჰ აკინის ფილმში „თავი კედელს”. ფილმის გამოსვლისთანავე, სიბილის შესახებ ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობა, რომელთაგანაც ერთმა შოკში ჩააგდო გერმანელი მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ სიბილი ადრეულ ასაკში პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშობდა. თავისი ცხოვრების ამ ეტაპის გახსენება სიბილს არ უყვარს და ნაკლებად საუბრობს ამაზე ჟურნალისტებთან.
ვერონიკა ჰარტი
ვერონიკა ჰარტი 80-იანი წლების ამერიკული პორნოს დედოფლად ითვლება და დღემდე ის ამ სფეროში საქმიანობს, თუმცა მხოლოდ როგორც რეჟისორი. 90-იან წლებში ვერონიკასაც ჰქონდა ცხოვრებაში გამონათებები და ის ჰოლივუდში „ვუნდერკინდად” წოდებულმა რეჟისორმა, პოლ თომას ანდერსონმა მიიწვია გახმაურებულ ფილმებში „ბუგის ღამეები” და „მაგნოლია”, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულებინა.
ეშლინ გერე
ეშლინ გერემ ჰოლივუდში სახელი საშინელებათა ჟანრის ფილმებითა და სერიალებით გაითქვა – „იქს-ფაილები”, „მილენიუმი”, „უილარდი”. თუმცა, ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, რომ ეშლის კინოკარიერამ 1990 წელს მიმართულება შეიცვალა და პორნოინდუსტრიისკენ გადაუხვია, სადაც სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა და სექსუალურმა მსახიობმა. მოგვიანებით, ეშლიმ პორნობიზნესს ბოიკოტი გამოუცხადა და დღემდე „ბ“ კატეგორიის საშინელებათა ჟანრის ფილმებში სხვადასხვა როლებს ასრულებს.
ჯინჯერ ლინი
ჯინჯერ ლინი ამერიკული პორნოგრაფიის ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა. ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პორნოვარსკვლავად ითვლება და ბევრმა შესაძლოა, არც კი იცის, რომ პორნოს პარალელურად ჯინჯერი ცნობილ ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში თამაშობდა. „ახალგაზრდა მსროლელების” მეორე სერიის გადაღების დროს, სადაც ჯინჯერი ერთ-ერთ როლს ასრულებდა, მას რომანიც კი ჰქონდა ჩარლი შინთან. გარდა ამისა, მის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „ამერიკული ნამცხვრის” ერთ-ერთ სერიას და საშინელებათა ჟანრის ფილმს „ეშმაკისგან განდევნილები”. მუსიკის მოყვარულებს ჯინჯერ ლინი „მეტალიკის” გახმაურებული კლიპიდან „თიურნ ზი პეიჯიდან“ ემახსოვრებათ, სადაც პორნოვარსკვლავმა მეძავის როლი განასახიერა.
ჯენა ჯემისონი
ჯენა ჯემისონი პორნოინდუსტრიის არაოფიციალურ დედოფლად არის მიჩნეული. ჯენას კარიერა 1993 წელს დაიწყო ჯერ სტრიპტიზის მოცეკვავის, ხოლო შემდგომ პორნომსახიობის ამპლუაში. ჯენა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პორნომსახიობად ითვლება. მისი დღიური შემოსავალი 60 ათას დოლარს შეადგენდა. 2007 წლიდან ჯემისონი აღარ მონაწილეობს პორნოფილმებში, თუმცა ფლობს საკუთარ პორნოსტუდიას, რომლიდანაც ყოველწლიურად 30 მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს. სხვადასხვა დროს ჯენა მერილინ მენსონს, ტომი ლის, დეივ ნავაროს ხვდებოდა. პორნოდან წასვლის შემდეგ ჯენამ ბედი ჰოლივუდში სცადა და რამდენიმე, მეტ-ნაკლებად წარმატებულ ფილმში ითამაშა. მათ შორისაა ცნობილი ფრედი კრიუგერის როლის შემსრულებელ ინგლისელ მსახიობ რობერტ ინგლუნდთან ერთად ნათამაშები როლი საშინელებათა ჟანრის ფილმში „ზომბი-სტრიპტიზიორშები”.
რონ ჯერემი
ამერიკელ რონ ჯერემის პორნოფილმოგრაფიაში რეკორდულად ბევრი ფილმია აღნიშნული – 1900 როლი. ის პორნოინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდად ითვლება და გარდა ამისა, მას ნახავთ ცნობილ ბლოკბასტერებში – „რონინი”, „ბუნდოკელი წმინდანები”, „სტუდია 54”, „დეტექტივი ნეშ ბრიჯისი”, „ადრენალინი 2”, „ბუგის ღამეები” და „უმაღლესი პილოტაჟი”. რონ ჯერემი გინესის რეკორდსმენია, რადგან არც ერთ მსახიობს არ უთამაშია ამდენ პორნოფილმში, რაც მან მოახერხა. საინტერესოა, რომ სკოლაში სწავლის დროს, რონ ჯერემის კლასელი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (ცეერუს) ამჟამინდელი დირექტორი ჯორჯ ტენეტი იყო.
ტრეისი ლორდსი
ტრეისი ლორდსი ამერიკული კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ვარსკვლავია. მისი კარიერა პორნოში 16 წლის ასაკში დაიწყო და 19 წლის ასაკში დასრულდა. 18 წლის ასაკისთვის მას 100-მდე პორნოფილმში ჰქონდა ნათამაშები. სკანდალი კი იმას მოჰყვა, რომ ტრეისი არასრულწლოვანი იყო, როცა პორნოფილმებში თამაში დაიწყო და პასპორტში დაბადების თარიღიც გადაკეთებული ჰქონდა. პორნოინდუსტრიასთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ტრეისი ლორდსმა მეტ-ნაკლებად წარმატებული კარიერა გაიკეთა ჰოლივუდში. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია – „მტირალა” ჯონი დეპთან ერთად და ცნობილი ბლოკბასტერი „ბლეიდი”.
სილვესტერ სტალონე
„როკი”, „რემბო”, „კობრა”, „მოსამართლე დრედი” და „გამანადგურებელი” – სილვესტერ სტალონეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მთელი ციკლით იცნობენ. ის თანამედროვე ჰოლივუდის ცოცხალ ლეგენდადაა მიჩნეული; თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ მისი კინოკარიერა 70-იანი წლების დასაწყისში, სწორედ პორნოფილმით დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ დამწყებმა მსახიობმა, სლაი სტალონემ ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ეს იყო 1970 წელს გადაღებული „წვეულება კიტისთან და სტადთან”, რომელსაც მსოფლიო „იტალიელი კვიცის” სახელწოდებით იცნობს. ეს არის ერთადერთი პორნოფილმი სტალონეს ფილმოგრაფიაში და ცხოვრების იმ პერიოდის გახსენება ჰოლივუდის ვარსკვლავს არ უყვარს.