კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზუმბას დამპალ ვაშლს ვეღარ მიჰყიდიან



ლაშა გაბელია



ვაშლი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით, თუმცა უარყოფითი თვისება მასაც აქვს – მალე ჭკნება და კარგავს კვებით ღირებულებასაც. ავსტრალიელმა სწავლულებმა სულ ახლახან დაამტკიცეს, რომ პრობლემა გადაჭრილია.

ავსტრალიის სახელისუფლებო ორგანიზაციის სწავლულები 20 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ ვაშლის ახალ ჯიშს, რომლებსაც, სინედლე, სიტკბო და კვებითი ღირებულებები რამდენიმე თვის განმავლობაში უნარჩუნდება. ახალი ჯიშის სახელწოდებაა RS103-130. სწავლულები მას „მსოფლიოში საუკეთესო ვაშლად“ აღიარებენ. ვაშლი მკვეთრი წითელი ფერისაა, უბრალო ხილის ლარნაკშიც კი ის 14 დღის განმავლობაში ხრაშუნა და წვნიანი რჩება. მაცივარში კი თავის საუკეთესო თვისებებს ოთხი თვის განმავლობაში ინარჩუნებს. ახლა ავსტრალიის შტატ ქვინსლენდის ხელისუფლება კომერციულ პარტნიორს ეძებს და იმედი აქვს, ახალ ვაშლს უკვე მომავალ წელს გაიტანს გასაყიდად.

საინტერესოა რომ, ვაშლის ახალი სახეობა მიღებულია არა გენური მოდიფიკაციით, არამედ ტრადიციული მეთოდით. აზიური ჯიშის „მალუს ფლოსიბუნდას“ გენის გამოყენებით, რომელსაც გაფუჭებისადმი შედარებით მეტი მდგრადობა აქვს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, იხარებს თუ არა ახალი ვაშლის ხე სხვა ქვეყნებში, რადგან 1980 წელს ასეთივე მეთოდით გამოყვანილმა ჯიშმა ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ ივარგა.


скачать dle 11.3