ყველაზე მდიდარი დევიდ ბექჰემია
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, „სანდი ტაიმსმა”, ტრადიციულად, ყველაზე მდიდარი ბრიტანელი და ირლანდიელი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა და სიის სათავეში „ლოს-ანჯელეს გელექსის” 37 წლის ვარსკვლავი – დევიდ ბექჰემი მოექცა 160 მილიონი ფუნტის კაპიტალით. ბექჰემის გარდა, ტოპ-ასეულში 48 მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელი მოხვდა. მეორე ადგილზე (ბექჰემის შემდეგ) ყოფილი რაგბისტი, ინგლისელი პოლ კედიკი გავიდა, რომელიც ამჟამად სამშენებლო ფირმას ფლობს და, ასევე სარაგბო კლუბ „ლიდს რაიიონს” ხელმძღვანელობს. საინტერესოა, რომ სპორტსმენების მსოფლიო რეიტინგში კაპიტალის მხრივ, ბექჰემი მხოლოდ მეათეა, მის წინ კი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი და სხვა ცნობილი სპორტსმენები ფიგურირებენ.