სასიკვდილო სროლა ბუგატოსთვის
არგენტინული „ბანფილდისა” და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ექსფეხბურთელი, 20 წლის ლაუტარო ბუგატო, პოლიციასა და ბოროტმოქმედთა შორის ატეხილ სროლას შეეწირა – მას პოლიციელის მიერ ნასროლი ბრმა ტყვია მოხვდა. ფეხბურთელი შემთხვევით აღმოჩნდა დაპირისპირების ეპიცენტრში და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რამდენიმე ჭრილობა მიიღო. ბუგატოს მკვლელობაში ეჭვიმატანილია 32 წლის პოლიციელი, რომლის პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიებიც ახალგაზრდა ფეხბურთელის სხეულიდან ამოიღეს.