შეიკის პასუხი FHM-ს
„რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომხიბლავმა საცოლემ, რუსმა ირინა შეიკმა, მორიგ სექსუალურ ფოტო-სესიაში მიიღო მონაწილეობა და ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია და არ გეგმავს „მსოფლიო ლამაზმანის“ ტიტულის დათმობას. შეიკის ახალი ფოტოსესია, სავარაუდოდ, მისი პასუხია ჟურნალ FHM-სთვის, რომელმაც რუსი სუპერმოდელი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების ტოპ-ასეულში, ყველასთვის მოულოდნელად 95-ე ადგილზე გაიყვანა.