რაული ყატარშია
„რეალისა” და აწ უკვე „შალკეს” ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა, რაულმა, კონტრაქტი გააფორმა აზიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, ყატარულ „ალ სადთან”. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ საუბარია რამდენიმე მილიონიან წლიურ ხელფასზე. სავარაუდოდ, „ალ სადი” რაულის კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება და ლეგენდარული ფეხბურთელი თავის ბოლო მატჩს სპარსეთის ყურეში ჩაატარებს. არსებობდა ვარაუდი, რომ რაული კარიერას მახაჩკალის „ანჟიში” განაგრძობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ყოვლისშემძლე ოლიგარქმა სულეიმან ქერიმოვმა ესპანელის გული ვერ მოთაფლა.