კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება სახლის კურთხევის შემდეგ იმ სახლის გადარჩენა და აქვს თუ არა მოძღვარს კურთხევის აღსრულებაში ფულის მოთხოვნის უფლება

„სახლის კურთხევას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამ დროს  სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. ამიტომ სახლი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა აკურთხებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც კიდევ ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისთვისაა საჭირო. გასამრჯელოზე ნურც ამ დროს იფიქრებთ, ჩვენი მოძღვრები მის გარეშეც სიხარულით წამოგყვებიან და თქვენს ოჯახებს სიამოვნებით დალოცავენ” – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი სარწმუნოებას მაგიური დამოკიდებულებით უდგება. მათთვის ლოცვა გაუგებარი სიტყვებისა და ქმედებების ერთობლიობაა. როდესაც მოძღვარი სახლს აკურთხებს, ის ამ დროს მცირე ქადაგებას წარმოთქვამს, მაგრამ მას არ უსმენენ და ერთი სული აქვთ, როდის მიუსხდებიან  სადღესასწაულო ტრაპეზს. როდესაც მოძღვარი სახლს აკურთხებს, ამ დროს იკითხება მონაკვეთი ლუკას სახარებიდან მეცამეტე თავი, როდესაც მაცხოვართან მიდის ზაქე და მას იწვევს სახლში. ზაქე იყო მეზვერეთა უფროსი, მეზვერე და ცოდვილი კი სინონიმებია, ანუ ეს იყო ხალხი, რომელიც საზოგადოებას დადგენილზე მეტ თანხას ახდევინებდა და ამიტომაც სძულდათ მეზვერეები. ტანმორჩილი ზაქე, როდესაც გაიგებს, რომ მოვიდა ქვეყნიერების მაცხოვარი, ახლოს ვერ მიდის მასთან, რადგან იცის, რომ ცოდვილია და მასთან ცხოვრების უფლება არ აქვს. ამიტომ, ის ადის ლეღვეულზე, რომელიც გარკვეული ჯიშის ლეღვია, მას აქვს სურვილი‚ იხილოს მაცხოვარი და მიიყვანოს სახლში. ბუნებრივია‚ მაცხოვარი, გულთამხილველი ღმერთია, იგებს ზაქეს სურვილს და მას მიმართავს: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოხვედ, რამეთუ „დღეს“ სახლსა შინა შენსა, ჯერ არს ჩემი ყოფა“. როდესაც ჩვენ გავიგებთ, რომ მაცხოვნებელი სარწმუნოება კარგია და აუცილებელია ჩვენი სახლი იყოს ნაკურთხი, არ უნდა გადავდოთ ეს საქმე. არ უნდა ვთქვათ, არ მცალია, დრო არ მაქვს, მაშინვე უნდა მივიყვანოთ მოძღვარი. საინტერესოა ის მომენტი, როდესაც ხალხი ფიქრობს, რატომ მივიდა მაცხოვარი ისეთ ადამიანთან როგორიც იყო ზაქე. მაცხოვარი გარკვევით ბრძანებს, რომ ის მოვიდა იმისთვის, განკურნოს სნეულები და არა მართლები. დღეს, როდესაც ეკლესიაში ზოგიერთ ადამიანს ხედავენ მლოცველს, მხრებს იჩეჩავენ და  ამბობენ: რა უნდა ეკლესიაში, რატომ მივიდა ეს მოძღვარი ამ და ამ საზოგადოებაში, სახლში. სადაც ადამიანები მოღვაწეობენ, ცხოვრობენ, სძინავთ,  შრომობენ, არსებობენ, ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას სჭირდება კურთხევა. როდესაც ჩვენთან შემოდის მოძღვარი, იმ ოჯახში, დაწესებულებაში უნდა მოხდეს ფერისცვალება, კათარზისი, გამოსწორება. როგორც მაცხოვარი ამბობს: დღეს ეს სახლი გადარჩაო. როდესაც მოძღვარი შემოდის, აკურთხებს სახლს ან დაწესებულებას, იქ თუ ვინმე იპარავდა, აღარ უნდა მოიპაროს; თუ იყო წყევლა, კრულვა, განკითხვა, ქილიკი, ურთიერთშუღლი და დაპირისპირება, ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. კურთხევის შემდეგ იქ მფარველი ანგელოზი დამკვიდრდება და დაიფარავს ამ საზოგადოებას. მაგრამ, თუ გარკვეული დღეების, კვირების შემდეგ ეს ადამიანები არ დაიწყებენ გამოსწორებას, მადლი დატოვებს იქაურობას და ანგელოზიც დიდხანს აღარ დარჩება, რადგან არ შეიძლება ერთდროულად უფალიც იყოს და ბელიარიც.
– სამწუხაროდ‚ დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ისევ ისე აგრძელებს ცხოვრებას, პირიქით‚ უფრო მეტ ცოდვაში ვარდება.
– თუ იმ სახლში, რომელსაც მოძღვარი აკურთხებს, ისევ იქნება ჩხუბი, აყალ-მაყალი, გარყვნილი ფილმების ყურება, დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა, ცოლი არ სცემს ქმარს პატივს, ქმარი ისევ ლოთობს, ბილწსიტყვაობს, შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს, არ არის სიყვარული, ბედნიერება, ბუნებრივია‚ ის მადლი იქ აღარ დარჩება. შემთხვევით ვისარგებლებ და გავიმეორებ პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან აღნიშნა, რომ კარგი იქნება‚ თუ ცოლები ქმრებს ფეხებს დაბანენო.
– ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია და კრიტიკის საგანი გახდა.
– პატრიარქს რაღაც ახალი არ უთქვამს. ეს ოჯახური იდილია პირდაპირი გაგებით კი არ უნდა გავიგოთ, აქ საუბარია ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე. კაცს სახლში მოსვლა უნდა უხაროდეს. ყველა მამაკაცს არ აქვს საშუალება‚ ოჯახი ისე არჩინოს, როგორც მის ოჯახს სურს. აქედან გამომდინარე‚ თუ ოჯახში იქნება ჩხუბი, წყევლა-კრულვა, ლოთობა, ბილწსიტყვაობა, ის ოჯახი დაინგრევა. ოჯახიც პატარა სამეფოა, ჩვენ ხომ გვირგვინები დაგადგით, როცა ჯვარი დაგწერეთ. თუ ცოლი სახლში მისულ ქმარს მშვიდად დახვდება, არ ეჩხუბება, – ეს ნიშნავს იგივე ფეხთბანვას. თვითონ კაცობრიობის შემოქმედმა, მესიამ მოციქულებს დაბანა ფეხები და ეს არის სახე პატივისცემის, მორჩილების, უბრალოების. იმდენად გადაგვარებული, გაამპარტავნებული და დაშორებულია თანამედროვე  ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რომ ამან მათი აღშფოთება, გაღიზიანება  გამოიწვია. ჩვენ გვიხარია: ივერია გაბრწყინდება, პატრიარქი ჩვენი შვილის ნათლია გახდა, ეკლესიის რეიტინგი 83 პროცენტიაო. მაგრამ, როდესაც პატრიარქი ღვთაებრივ სწავლებას აცხადებს‚ ქვეყანა შფოთში, აყალ-მაყალში ვარდება. ეს ხალხი ძალიან დაშორდა ჭეშმარიტებას, უფალს, ერთმანეთის სიყვარულს და მხოლოდ გარეგნულად არიან ქრისტიანები.
– დღეს ხშირად აკურთხებენ ავტომობილებსაც.
– ადამიანები, სადაც ცხოვრობენ, რითაც გადაადგილდებიან, ეს იქნება ნავი, ავტომობილი, მატარებელი თუ თვითმფრინავი, ყველაფერი უნდა დაილოცოს, რომ მან მშვიდობით ატაროს ხალხი. ადრე იყო ნავის, ურმის კურთხევა. როდესაც „კურთხევანი” შედგა, მაშინ არ იყო ავტომობილები, მაღაზიები, აფთიაქები და შემდეგში თანამედროვე მოძღვრებმა გარკვეული სიტყვები შევცვალეთ. ასე რომ, ნავი ეკურთხება, ურემი თუ მანქანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კედლები კი არ იკურთხება, არამედ ჩვენი მრწამსი იქნება უფლის თვალში შეწირული. დღეს მღვდლის მისვლა და სახლის კურთხევა იმიტომ უხარია ადამიანს, რომ ნოყიერ სუფრას მიუჯდეს, დაპატიჟოს სტუმრები, დათვრეს უგონოდ და შეიძლება ის ანგელოზი, რომელიც მოიწვიეს, იმ დღესვე გავიდეს იქიდან.  დღეს ვინმემ რომ თქვას, სახლი არ მაქვს ნაკურთხი, არ მყავს ბავშვი მონათლულიო, მას შეიძლება, შეურაცხყოფაც მიაყენონ. მაპატიეთ და‚ ეს ყველაფერი კომუნისტური პარტიასავით გახდა: აუცილებლად უნდა ყოფილიყავი კომკავშირელი, ბავშვი – პიონერი. ასე გახდა დღეს ქრისტიანობა ბევრი ადამიანის ცნობიერებაში: რადგან ისინი დადიან ეკლესიაში, მეც უნდა ვიარო; რადგან ისინი აკურთხებენ სახლს, მოდი, მეც ვაკურთხო, რადგან ის ამ მოძღვრის სულიერი შვილია, მეც უნდა გავხდე – ეს ყველაფერი ხანდახან ფაქტობრივად ხდება და არა შინაგანად გააზრებული. საბოლოოდ, ჩვენც მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაც ფარისევლებმა მიიღეს. მათ საკუთარი თავი მართლები ეგონათ, მაგრამ როდესაც უფალი მოვიდა, ვერ იცნეს. შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ჩვენც ბევრი ერის უკან დავდგეთ.
– როგორც ცნობილია, ზოგჯერ სახლის კურთხევისას იკითხება ეშმაკის განსხმის ლოცვები.
– სახლის კურთხევის დროს მოძღვარი ასხურებს კედლებზე ნაკურთხ წყალს, ზეთს ცხებს ოთხივე კედელზე, ზღურბლზე გამოსახავს მაცხოვნებელ ჯვრებს, იკითხება სახარება, კვერექსი და ეშმაკის განსხმის ლოცვა, რომელსაც ზოგჯერ კითხულობს მოძღვარი, ზოგჯერ – არა. ამ ლოცვას ჰქვია „სახლსა შეგრძნებულისა” და თუ ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მათთან დაბუდებულია არაწმიდა სული, უნდა სთხოვონ მღვდელს, რომ მან წაიკითხოს ეს ლოცვა. თუ უფრო მძიმე სიტუაციაა, სასურველია, მოძღვარმა მცირე აიაზმა, მცირე წყლის კურთხევა აღასრულოს. ასევე, ძალიან მტკივნეული თემაა, თუ რამდენი უნდა გადაუხადონ მოძღვარს სახლის კურთხევაში, პანაშვიდის, პარაკლისის გადახდაში. სახარებაში წერია, რომ მუშაკი ღირსია თავისი საზღაურის. მოვიდა მოძღვარი, სულიწმიდის მადლი მოგემსახურა, გადაუხადე გულით, რამდენიც შეგიძლია, რომ მერე არ თქვა: რა ცოტა მივეცი, ან ბევრიო. მოძღვარს არ აქვს უფლება, თქვენ გარკვეული „სტავკა” დაგისახელოთ. ჩვენ ყველანი‚ ვისაც სამსახური გვაქვს, ვიხდით გაზის, დენის გადასახადს, გვყავს შვილები და მოძღვარსაც სჭირდება შემოსავალი, რომ თავისი ოჯახი არჩინოს. სწორედ იმ შემოწირულობებით, რომელსაც მას მრევლი შემოსწირავს. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოძღვარი ისეთ თანხას ითხოვს, მისი წასვლის შემდეგ ოჯახში სიხარული კი არა ტრაგედია რჩება – ამხელა თანხა გამოგვართვაო. იმის მაგივრად, რომ ნათლიას ნათლისღებაში, ქორწინებაში მონაწილეობა უხაროდეს, პირიქით დადარდიანებულია: იმდენ თანხას მომთხოვენო. ეს ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია. უფალს არ დაუდგენია გარკვეული თანხის გადახდა, თქვენ გულით უნდა შესწიროთ, მაგრამ არა ისე, რომ 2 თეთრი ჩააგდოთ ყუთში. თუ რომელიმე მოძღვარი ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდება, ამის მიზეზი ხანდახან შეიძლება, მრევლის უსულგულობა და ვერცხლისმოყვარეობა იყოს.

скачать dle 11.3