კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთ არ გვაქვს ისეთი ბედნიერება და კეთილდღეობა, როგორიც მის მშვენიერ ბუნებას შეეფერება, ამის მიზეზი ჩვენი ცუდი თვისებებია, კერძოდ ის, რომ არ გვაქვს კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენს საქმეებში არ სუფევს სიმართლე, ერთმანეთს სიძულვილით, შურითა და მძლავრობით ვაწუხებთ და, არა ღმერთის სასუფეველსა და სიმაღლეს, არამედ, ბოროტებას ვეძიებთ. ქვეყნის საერთო კეთილდღეობის საფუძველი ისაა, რომ საზოგადოების წევრებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ. ჩვენთან კი თითქმის ყოველი კაცი ასე ფიქრობს, არც მე მქონდეს და არც სხვასო. ეს საშინელი ჩვეულება უნდა დავივიწყოთ და მტკიცედ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, თუ პირველ ყოვლისა ღმერთის სასუფევლისა და სიმართლის მოპოვებისთვის ვიზრუნებთ, ყოველივე შეგვეძინება.
წმიდა სილუანი: ბოროტება  ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და, ამიტომ, იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშინელებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ასე შემდეგ), იწყება ქრისტესმიერი სულისთვის უცხო მხარე. სიკეთე ბოროტი საშუალებებით არ მიიღწევა და მიზანი არ ამართლებს საშუალებას. სიკეთე, გაკეთებული არაკეთილი გზით, არ არის სიკეთე – ეს აღთქმა ჩვენ მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან გვაქვს მიღებული. თუ ხშირად იმარჯვებს კეთილი და თავისი გამოჩენით ასწორებს ბოროტებას, არასწორი იქნება, ვიფიქროთ, რომ ამ სიკეთესთან მიგვიყვანა ბოროტებამ, რომ სიკეთე გამოჩნდა ბოროტების შედეგად. ეს შეუძლებელია, მაგრამ, ღვთიური ძალა ისეთია, რომ, იქ, სადაც გამოჩნდება, ყველაფერს კურნავს ზარალის მიუყენებლად, რამეთუ ღმერთი სისრულეა ცხოვრებისა და ქმნის ცხოვრებას არაფრისგან.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან დაიწყება ჩვენი გადარჩენა. მნიშვნელოვანია, შემდგომში რას მიუძღვნის ადამიანი თავის ცხოვრებას და როგორ დაასრულებს მას. თითოეულმა ადამიანმა ღმერთთან თავისი დაბრუნება რაღაცით უნდა დაიწყოს: ერთნი მოექცევიან ეკონომიკური კატასტროფის შემდეგ, მეორენი – ვიღაცის სიკვდილის გამო, მესამენი – ქადაგებათა მოსმენით, მეოთხენი – სტიქიური უბედურების გადატანის მერე, მეხუთენი – ავადმყოფობის შემდეგ. ადამიანის მოსაქცევად ღმერთი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს.
კირილე ალექსანდრიელი: კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისთვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობით აღვსილი ადამიანების მათთვის ძვირფასი ცხოვრებისა და მოქცევის გზიდან გადაცდენას და თავის ნებაზე დაყოლიებას, სხვაგვარად ცდილობს მათ დამარცხებას: აქებს მათ, როგორც სრულყოფილებას მიღწეულ ქმნილებებს, განადიდებს როგორც წმიდანებს, ეთაყვანება, როგორც უკვე უფლის მეგობრებად ქცეულებს და ყოველგვარი სათნოების ზღვარს მიღწეულებს. ამ ხერხით ბადებს მათში ამპარტავნების ვნებას, აღუგზნებს უფლის მიმართ მტრობას ბოლოს და ბოლოს, აღმოფხვრის კიდევაც მათ ბალახივით ძირფესვიანად. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვი, უნდა განვშორდეთ ჩვენი გულისა და გონებისთვის სანეტარო ზრახვებსა და აზრებს.

скачать dle 11.3