კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიის აზნაურები

„მე იგივე ვარ მარად და მარად!“

იმას, რომ თვალი ჭამს და თვალი სვამს, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე მომაბეზრებლადაც კი ადასტურებს. ჰოდა, რაკი ადასტურებს, მოვალეთა რეესტრი ისეა გადავსებული, რომ, კომპეტენტური ადამიანების ცნობით, უახლოეს მომავალში საქართველოს 67 000 მოქალაქე დაკარგავს უძრავ ქონებას. ამის მიუხედავადაც, უცხოური ავტომანქანებიც უხვად მოძრაობს ჩვენს დედაქალაქში (და მერე რა, რომ 90 პროცენტი ევროპელ-ამერიკელთა გამონაცვალია) და, მაინცდამაინც, არც Sekond hend-ის მაღაზიები უჩივიან მუშტრის ნაკლებობას. შესაბამისად, ჩვენთვის უცხო არც ტექნიკის  თანამედროვე მიღწევებია, მათ შორის, არც მობილური ტელეფონი, რომელიც ამ ჩვენმა განვითარებსტატუსიანმა ქვეყანამ ისე შეისისხლხორცა, თითქოს ნახევარ მილიონ ოჯახს (სულ, ქვეყანაში, პლუს-მინუს, მილიონი ოჯახია) უმწეოთა პროგრამაში არ სჭირდებოდეს ჩართვა.
ასეა თუ ისე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ „ეისითის“ გასულ თვეში იმის დასადგენად, თუ რომელი ფირმის მობილურ ტელეფონებს ანიჭებენ უპირატესობას, თბილისელები გამოუკითხავთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ხარისხის შეფასება ადეკვატური გამოდგა (გემოვნებას სათანადო სიმაღლეზე ვინარჩუნებთ): გამოკითხულ თბილისელთა 51 პროცენტს გული „ნოკიისკენ“ მიუწევს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, მობილური კავშირგაბმულობის ღირებულება საქართველოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული სერვისია (მაშინ, როდესაც დიდიან-პატარიანად მობილურით ვბაასობთ) და დავამატებთ, რომ, ხშირად, უძვირფასესი მოდელის მობილური ტელეფონის პატრონი, ისიც, საუკეთესო შემთხვევაში, ანგარიშზე ერთ ლარს ირიცხავს (და ასეთთა რიცხვი არცთუ მცირეა), ეს კონკრეტული კვლევა კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ისევ იმ „შემოდგომის აზნაურებად“ დავრჩენილვართ?!

скачать dle 11.3