კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანონმცხობლები

„ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ…“

ჩვენი კანონმდებლები ისეთ მუზაზე არიან, კანონს კანონზე აცხობენ (თუ ასეთი ტემპი შენარჩუნდა, ვშიშობ, ჩვენს მეორემშობლიურენოვან შექსპირს არ გაეჯიბრონ სონეტების წერაში), იმას გარდა, რომ შიგადაშიგ ხელს არც ცვლილებებს აკლებენ. ჰოდა, რაკი არ აკლებენ, საუბრობენ სავარაუდო ცვლილებებზე, რომლებიც „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონში“ უნდა შევიდეს. სახელდობრ, კანონპროექტი გვეუბნება, რომ „აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განახორციელოს საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით (დაახლოებით ისე, შექსპირი რომ იტყოდა: „მე უშენობით დაკოდილი გული დამწყდება და მომავალი ყველა დარდი გამიქარწყლდება).“
იმ მარტივი მიზეზით, რომ არ არის დაკონკრეტებული, კერძოდ რა ტიპის საქმიანობაზეა ლაპარაკი, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში (ქართულ კანონთა მთავარ სამჭედლოში) განუმარტავთ, რომ ამ ცვლილებით „აღსრულების ბიუროს სესხების, იპოთეკებისა და გირავნობების რეგისტრაციისა და კონტროლის შესაძლებლობა ემატება.“ მეტიც, კანონთსამჭედლოში იმასაც ამატებენ, რომ საბოლოო განმარტებებს მას შემდეგ მოგვცემენ (პათოსით: ბევრის ცოდნა მავნებელიაო), როდესაც პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცესი დაიწყება (სიურპრიზად გვიტოვებენ).
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რით გაგვაკვირვებს ამ პროცესში პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, თუმცა, მანამდე შეგვიძლია, გასაქანი მივცეთ ფანტაზიას: იქნებ, მომავალი თაობის ქმნის კონკრეტული თარიღიც მინისტრის ბრძანებითვე განგვისაზღვრონ (ანუ, „ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ, ახლავ მომიზღე შხამი, ჩემი დასატანჯავი“)?!

скачать dle 11.3