კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემსტანდარტებს გადაფსკვნილები

ანუ ინფორმაციამოშიებულები

 

მართალია, თუ პარლამენტის თავმჯდომარეს ვერწმუნებით, ასე ახლოს „ნატოსთან“ არასდროს ვყოფილვართო (რაც, თავისთავად, გულისხმობს, რომ დემსტანდარტებს ვართ გადაფსკვნილი), მაგრამ, რეალურად, საქმე ცოტა სხვაგვარადაა. კერძოდ, ხელისუფლებას გუმანში აქვს თანამდებობის პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაცემის შეზღუდვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მის ამ ზრახვებს მძლავრად აპროტესტებენ, თუმცა სახელისუფლო ლოგიკით, რაკი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებს მაინც ავსებენ, ამით დაიოკეთ საინფორმაციო შიმშილიო. ხოლო, თუ თანამდებობის პირთა სამივლინებო და კომუნიკაციების ხარჯის გაგება მოგესურვილებათ, ბიუჯეტს ჩაუკირკიტდითო.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ბიუჯეტში კონკრეტული თანამდებობის პირების სამივლინებო და საკომუნიკაციო ხარჯი მოცემული არ არის, მთავრობამ ინსტრუქციას განმარტებაც მოაყოლა: ცალკეული მივლინებებისა თუ კონკრეტულ დროს თანამდებობის პირისთვის გაცემული პრემიის ოდენობა საზოგადოებას არ აინტერესებსო (არადა, ეს აინტერესებს თუ აინტერესებს!).

რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე ვიტყვი, რომ მივლინებები პატიოსან გვამთათვის შემოსავლის დამატებითი წყაროა და ამას მათ მიერვე შევსებული ფინანსური დეკლარაციებიც მოწმობს (თუმცა ისიცაა, რომ ყველა თანამდებობის პირი არ ავსებს ამ გრაფას). მაგალითად, 2010 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ სამივლინებო თანხიდან 16 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო.

არანაკლებ შთამბეჭდავია პრემიების ოდენობაც, თუმცა, თუ ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონეს გავიხსენებთ, შესაძლოა, სამთავრობო ინიციატივას საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის შესახებ დადებითი ეფექტიც ჰქონდეს: უმუშევარ მოქალაქეს დროზე ადრე არ შეუტევს გული ზემოთ მყოფთა ხელფას-პრემიებზე ნულიანების თვლაში!

 

скачать dle 11.3