კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

კვირა დილაა. ქმარი მიმართავს ცოლს.

– საწოლში ყავას დალევ?

– კი‚ ძვირფასო.

– მაშინ‚ მეც მომიდუღე!

***

თუ თქვენ ბოლო დროს შეამჩნიეთ‚ რომ ფული სადღაც ქრება, ესე იგი, ან ვიღაც გპარავთ‚ ან... ცოლი შეგირთავთ.

***

უნივერსალური რეკლამა:

„მას შემდეგ‚ რაც „ამ“ კბილის პასტის გამოყენება დავიწყე‚ დამავიწყდა, რა იყო კარიესი.

მეხსიერების აღდგენა კი „ამ“ წამლის საშუალებით შევძელი“...

***

ღამის 3 საათია. მანქანაში რადიოა ჩართული. ეთერშია გადაცემა მათთვის‚ ვისაც არ სძინავს... უკვეთენ სიმღერას:

– ვუძღვნი სიდედრს‚ რომელიც თავისი მანქანით დასავლეთში მიემგზავრება. გთხოვთ‚ გაუშვათ სიმღერა: „ვარსკვლავებს ეძინებათ‚ თვალები ეხუჭებათ...“

***

ნაწყვეტი მოთხრობიდან:

„ყრუ-მუნჯმა მყვინთავმა თეთრი ზვიგენის ტუჩებზე წაიკითხა‚ რომ ეს მისი უკანასკნელი წუთები იყო“.

***

ამონაწერი ძველი გაზეთიდან:

„ჩვენი კორესპონდენტი ეწვია მოწინავე კოლმეურნეობას‚ სადაც გაესაუბრა ახალგაზრდა კომბაინერს:

– თუ შეიძლება‚ გვიამბეთ‚ როგორ მოახერხეთ 100 ათასი ტონა ხორბლის აღება კარტოფილის მინდვრებზე?

***

„ქათმის გრიპის“ დროს ქათამი გაიაფდა‚ „ღორის გრიპმა“ ღორის ხორცზე დასცა ფასი. საინტერესოა‚ ორაგული და ზუთხი გრიპით არ ხდებიან ავად?

***

ლექცია ფილოსოფიაში. ლექტორი:

არც ერთ მეცნიერებას არ შეუძლია‚ ადამიანი ბედნიერი გახადოს.

– ქიმიის გარდა‚ რა თქმა უნდა! – გაისმა აუდიტორიაში.


скачать dle 11.3