კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიმპათიური“ ასპირანტები

არც ორშაბათს, არც სამშაბათს, არც ოთხშაბათს…

 

„ნატოს“ მორიგი სამიტიც ჩამთავრდა, ჩვენი წილი ეპითეტებიც მივიღეთ და მომავლის ნათელი იმედითაც ერთხელ კიდევ აღვივსეთ. ჩრდილოატლანტიკელებს ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატიათ და, როგორც ჩვენმა მარად ნეტარმა ელმედიამ გვაუწყა, ჩანაწერებში საქართველოს თავებიც კი დაუთმეს. თავებს ვამბობთ, თორემ, ლაიტმოტივი ერთ წინადადებაში ითქმის: ერთ დღესაც, საქართველო „ნატოს“ წევრი გახდებაო. თავის მხრივ, ოპტიმიზმი და ნეტარება არც ჩვენებურ მაღალჩინოსნებს დაუკლიათ, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ბაქრაძემ ბრძანა, ასე ახლოს „ნატოსთან“ არასდროს ვყოფილვართო. სახელდობრ, უპორტფელო მინისტრ ბარამიძის ოპტიმიზმი კი ჩიკაგოს სამიტამდეც ვიცოდით, ასპირანტის სტატუსს მოგვანიჭებენო (დაახლოებით, ასე: „ვინ არის სიმპათიური?!“). მისი პათოსი პრემიერ-მინისტრმაც გაიზიარა. კერძოდ, ბ-ნმა გილაურმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალკანეთის სამ ქვეყანასთან ერთად ამ სამიტის მიხედვით საქართველო ასპირანტი წევრი გახდა. …ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ, მისი აზრით, ეს იქნება ბოლო „ნატოს“ სამიტი, სადაც წევრების რაოდენობა არ გაიზრდება.“ მეტიც, „ნატოს“ გენმდივნის განცხადებამ ბ-ნი გილაური ოპტიმისტური წინასწარმეტყველების ხასიათზეც მოიყვანა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ნატოს“ შემდეგი სამიტისთვის „ნატოს“ წევრთა რაოდენობა გაიზრდება და, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება იმ ასპირანტ ქვეყნებზე, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველო არის“.

ჩვენ არ ვიცით, აგვიხდება თუ არა კეთილად ბ-ნი გილაურის წინასწარმეტყველება, თუმცა, თუ ჩიკაგოს სამიტის ჩანაწერს გავიხსენებთ – ერთ დღესაც, ასპირანტი საქართველო „ნატოს“ წევრი გახდებაო, ზედაც, წინა სამიტებზე გაკეთებულ ჩანაწერებს დავამატებთ, არ არის გამორიცხული, „ერთ დღეში“ უშაბათო კვირაც იგულისხმებოდეს (ან, სულაც, დღე, როცა ყვავს მოვხარშავთ უცეცხლოდ).

 

скачать dle 11.3