კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისტორიებს ყვებოდნენ თბილისში ლომზე, რომელიც ოთხი წელი ადამიანების გვერდით ცხოვრობდა და როგორ გადაურჩა მის თავდასხმას ზურაბ ყიფშიძის ცოლი

  ამ ისტორიის შესახებ თბილისში წლების წინ ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ყველასთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ ცხოვრობდა საბურთალოზე ადამიანებთან ერთად ველური ცხოველი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი ლომი იყო. იყვნენ ისეთებიც, ვისაც საკუთარი თვალით ენახა კანდელაკის ქუჩაზე გავარდნილი ფაფარაშლილი ცხოველი, ანდა მანქანის წინა სავარძელზე პატრონის გვერდით მშვიდად გატრუნული ლომი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თურმანიძეების ოჯახში ლომი 4 წლის განმავლობაში ბინადრობდა. როგორ მოხვდა ის ამ ოჯახში და რა  ბედი ეწია შემდეგ, ამის შესახებ ქალბატონი რუსუდან თურმანიძე გვიამბობს, რომელიც  თურმანიძეების  საგვარეულო ხელობას დღემდე აგრძელებს.

 

რუსუდან თურმანიძე: ჩვენი გვარის ისტორია ძალიან შორეული წარსულიდან მოდის. ჩვენი გვარი ლევან გოთუას  „გმირთა ვარამში” მეთერთმეტე საუკუნის მოვლენებშიც აქვს ასახული.  მაიაკოვსკის რაიონში  იყო სოფლის ეკლესია, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, რადგან ეკლესიას ტყის მასივი ფარავდა. ერთხელ ძაღლი დადევნებია ირემს, რომელიც ფოთლებში გახლართულა, შემდეგ კი ამ ეკლესიაში ჩავარდნილა. მონადირეებმა სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ძველისძველი ეკლესია, რომელშიც ვინმე გულქან თურმანიძის სამარხი იყო. ბევრი მემატიანე და ისტორიული წიგნი აღწერს, როგორ ახლდა ხოლმე  მეფეს გვერდით თურმანიძე, აზნაურის წოდებაც ჩვენს წინაპრებს იმ დამსახურებისთვის მისცეს, რაც მათ მეფეთა წინაშე მიუძღოდათ. ყველა მეფეს თურმანიძე ჰყავდა როგორც მკურნალი. მათთან ერთად დადიოდა ომში, ლაშქარობაში, სანადიროდ. თურმანიძეებისთვის  ჭრილობების, მოტეხილობებისა და დაზიანებების მორჩენა ხელობად და პროფესიად სწორედ ადრეულ საუკუნეებში ქცეულა. როგორც ჩანს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ მალამოს საიდუმლო. ცნობილი ფაქტია, რომ გვარად თურმანიძე იყო იტალიაში ექიმი, რომელმაც ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და მას მოტეხილი ფეხი მოურჩინა. ეს დაზიანება ჯუზეპე გარიბალდის ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ მიეღო. ჩვენი მოგვარე ექიმი იტალიელებს პატივისცემისა და მადლიერების  ნიშნად  ხელში აყვანილი უტარებიათ. ამ ხელობას მისდევდა თითქმის ყველა ჩვენი წინაპარი, მამაჩემი ვახტანგ თურმანიძე  იყო ცნობილი ქირურგი, ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ჩხეიძის ქუჩაზე ცნობილი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო  დააარსა. მამას ძალიან უყვარდა თავისი პროფესია და ბოლომდე პირნათლად ემსახურა მას.    

– როგორც ვიცი, თქვენს ოჯახთან არის დაკავშირებული ერთი  არაორდინარული ისტორია. მოგვიყევით, რატომ და როგორ მოხვდა  თქვენს სახლში ლომი?  მამამ მოიყვანა სახლში?   

–  მამას არ მოუყვანია. ჩვენ ოთხი წელი  ვიცხოვრეთ ლომთან ერთად. მაშინ კანდელაკის ქუჩაზე,  ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. ჩვენს სახლს დიდი ეზო ჰქონდა,  დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი.  ჩემმა ძმამ, მერაბმა  ეზოში  ზოოპარკი მოაწყო. მას  ძალიან უყვარდა ცხოველები,  ჯერ  მოიყვანა  ძაღლები, მათ შორის „ავჩარკები” და „მეცხვარეები.” კატებიც გვყავდა. ერთ დღეს მერაბს  ვიღაც მილიციელმა პატარა ლომი აჩუქა,  მშობლებმა ლომის სახლში მოყვანა კი გააპროტესტეს, მაგრამ მერაბმა მაინც თავისი გაიტანა. სახლში ბევრნი ვიყავით – მე, ჩემი და, მისი ბავშვები, ლომის  ყველას გვეშინოდა, მაგრამ მერაბს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. მან ლომს  ინგა დაარქვა და, ისე უვლიდა, როგორც პატარა ბავშვს. ხორცს და თევზს საკუთარი ხელით აჭმევდა. ლომი თავიდან უწყინარი იყო, ბინაში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ღამე მერაბთან, მის ოთახში ეძინა. მერე, ცოტა რომ წამოიზარდა, სახლში ავეჯის გაფუჭება დაიწყო. ეზოში გავიყვანეთ. კიდევ რომ წამოიზარდა და უკვე  სახიფათო  გახდა, გალიაში მოათავსეს, ორი გალია გვქონდა ეზოში. საბოლოო ჯამში, ოთხი წელი იმ  ლომთან ერთად ვიცხოვრეთ, ჭკუიდან ვიყავით გადასულები. ოთხი წელი არ მძინებია. ბოლოს ისე გაიზარდა, მისი დანახვაც კი საშინელება იყო. როცა ლომს სექსუალური ჟინი მოუვლიდა,  ატყდებოდა ხოლმე და  საშინელ ხმაზე  ღმუოდა.        

– არ გეშინოდათ  ლომთან ერთად ცხოვრება? არ გერჩოდათ ლომი ადამიანებს? 

– გვეშინოდა, მაგრამ რა გვექნა, ჩემი  ძმა არ გვაძლევდა ნებას, ლომი სადმე წაგვეყვანა. ან სად უნდა წაგვეყვანა? ტყეში ვერ გავუშვებდით, შეჭამდა ადამიანებს. 90-იანი წლები იყო, დედაჩემი სად არ მივიდა თხოვნით, ლომი ჩაიბარეთო, მაგრამ ყველგან უარს ეუბნებოდნენ. ზოოპარკში  უთხრეს, ჩვენი ლომებისთვის ვერ მოგვივლია, მაგ ლომს რა ვუყოთო. მერე დედამ ბაქოში მიაგნო ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ლომთან ერთად ცხოვრობდა. სულ ორი პრეცედენტი იყო ლომის ადამიანებთან ერთად ცხოვრების. ერთი ჩვენი და მეორეც, ბაქოს შემთხვევა.  დედამ ბაქოში  იმ მამაკაცის ძებნა დაიწყო. ფიქრობდა, მისთვის  მიეცა ჩვენი ლომი, მაგრამ ის კაცი გარდაცვლილი დახვდა – თავის ლომს შეეჭამა. დედა  მილიციაშიც რეკავდა ხოლმე, წაიყვანეთ ეს ლომი და მოგვაშორეთო. მაგრამ, მილიციელები რას გააკეთებდნენ, ზოოპარკი არ იბარებდა ლომს და სახლში ხომ არ წაიყვანდნენ? ერთი-ორჯერ მოვიდნენ ჩვენს სახლში. ერთხელ ისე შეაშინა იმ ლომმა, იარაღი დატენეს და ისე გავიდნენ  ეზოდან. ერთხელ ჩვენთან  სახლში მოვიდა  მამაკაცი, რომელიც დიღომში ცხოვრობდა.  მან გვითხრა: მე ვეფხვი მყავს სახლში და ეგებ თქვენი ლომიც გამატანოთო. იმ მამაკაცს თან ახლდა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც გახსნა გალიის კარი და ლომს ხორცი შეუგდო. ლომი  მივარდა იმ პატარა ბიჭს, კისრიდან სისხლის წოვა დაუწყო და სკალპი ახადა. ბედზე,  მერაბი სახლში იყო,  სასწრაფოდ შევარდა გალიაში და ლომს ბიჭი ფიცრით ძლივს  დააგდებინა. საბედნიეროდ, ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ თმა აღარ გაეზრდებოდა.    

– მეზობლები არ ითხოვდნენ ლომის „გასახლებას”, თქვენთან სტუმრობა არ იქნებოდა იოლი საქმე. 

– ყველას ეშინოდა. მართალია, ლომი გალიაში იყო გამოკეტილი, მაგრამ როგორი სანახავია, სახლში რომ მიხვალ სტუმრად და იქ ლომი დაგხვდება?! სტუმრებს არ ერჩოდა, არც არავინ  ეკარებოდა, მარტო დედა უყრიდა საჭმელს გალიაში. მერაბის გარდა მასთან გალიაში  შესვლას ვერავინ ბედავდა. მერაბი უყვარდა ძალიან, თან ეშინოდა კიდეც. თუ არ „დაუჯერებდა”, სცემდა ხოლმე. ერთხელ  ზურაბ ყიფშიძე მოვიდა სტუმრად. მისი მეუღლე, ლელა ჩვენი ნათესავია.  ლელა გალიის გისოსებთან ახლოს მივიდა და ხელი შეყო შიგ, ლომს გაეთამაშა.  უცებ ლომი ხელში ჩააფრინდა, დუბლიონკა ეცვა ლელას,  ტანიდან გაგლიჯა, გალიაში შეითრია და ნაკუწებად აქცია.   

– ლომის ისტორია დღემდე ახსოვთ თბილისში. ამბობენ, თითქოს,  ქუჩაშიც მასთან ერთად სეირნობდა თქვენი ძმა.

– ჩაისვამდა ხოლმე მერაბი ლომს მანქანაში და ისე დაჰყავდა, ასეირნებდა თბილისთან ახლოს, ლისის ტბაზე. ქორწილებშიც მიჰყავდა ხოლმე თავისი „ინგა”. მახსოვს, ერთხელ ქორწილში წაიყვანა ლომი, შეშინებული სიძე თურმე ისე გარბოდა, პატარძალი სულ დაავიწყდა. ბოლოს ლომი  ისე გაიზარდა,  რომ  გადაახტა ჩვენი სახლის ორმეტრიან ჭიშკარს და კანდელაკის ქუჩაზე გავარდა. ჩემი ძმა გამოეკიდა ლომს. წარმოიდგინეთ, ხალხი როგორ შეშინდებოდა, კანდელაკზე, ავტობუსის გაჩერებასთან ლომს რომ დაინახავდნენ? ზოგი საით გარბოდა, ზოგი – საით. ჩემი ძმა გამოეკიდა გაქცეულ ლომს, მარტო მან შეძლო კანდელაკის ქუჩაზე ლომის გაჩერება.  მერე კი ინებეს და მილიციის დახმარებით, გამოძებნეს ლომის ადგილი ზოოპარკში. სპეციალური მანქანით მოვიდნენ მის გადასაყვანად.  მერაბი ხშირად დადიოდა ხოლმე ზოოპარკში თავის ლომთან. ისიც ცნობდა ჩემს ძმას, როგორც კი მერაბს დაინახავდა, ლომი  ტიროდა. დიდი ხანი არც გასულა და მოკვდა კიდეც.   

 

 

скачать dle 11.3