კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აცეკვებდა ანთებული ასმანეთიანების შუქზე შიშველ გოგონებს გამოქვაბულში

 

„პერესტროიკა“ რომ დაიწყო, მე უკვე დიდი ხნის გადასული ვიყავი მოსკოვში და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი. ერთხელ გენპროკურორმა გამომიძახა და მითხრა:

– გორბაჩოვის პირადი მითითებაა, შენ და შენი ბიჭები ტაშკენტში უნდა გადაფრინდეთ ამაღამვე და მარატ სიმბაევი „დაბერტყოთ“.

„დაბერტყვა“ ჩვენებურად ქონების ჩამორთმევას ნიშნავდა და, კონფისკაციასთან ერთად დაპატიმრებასაც. ამიტომ, ჩემს უფროსს ვკითხე:

– ეგ სიმბაევი ვინ არის?

– ვინ და, ბამბეულის დირექტორი. მაგრამ, როგორც „კაგებედან“ გვაცნობეს, თურმე, ისეთი მშენებლობა გაუჩაღებია ტაშკენტის მახლობლად, რომ ამერიკულმა თანამგზავრმა ფოტოები გადაუღო და „ცეერუში“ გაგზავნა. იქიდან კი „კაგებეში“ საპროტესტო ნოტა გამოგზავნეს.

– რა ნოტა? – ვერ მივხვდი და მხრები ავიჩეჩე.

– რა და, ჩვენი და ამერიკელების ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, უფლება არ გვაქვს, რომ მსხვილი ბირთვული სამხედრო ობიექტები ავაშენოთ, რასაც კოსმოსური თანამგზავრები აკონტროლებენ. ის კრეტინი სიმბაევი კი, თურმე ისეთ აგარაკს იშენებს ტაშკენტის მახლობლად, რომ ამ მშენებლობაში ჩართული ტექნიკა სუპერმძლავრებს უტოლდება და ამერიკული თანამგზავრი ამან მოატყუა. ამიტომ, გორბაჩოვმა პირადად გასცა ბრძანება, ეს კრეტინი „დაბერტყეთო“. აბა, თქვენ იცით!

გენერალური პროკურატურიდან რომ გამოვედი, ჩემები შევკრიბე, საქმის კურსში ჩავაყენე და ერთი საათის შემდეგ უკვე „კაგებეს“ თვითმფრინავით ტაშკენტში მოვფრინავდით. უზბეკეთის დედაქალაქს დღის 4 საათზე ვესტუმრეთ და მაშინვე სიმბაევის აგარაკისკენ გავემართეთ ექვსი მანქანით. მივედით, ორდერები ვუჩვენეთ და მშენებარე აგარაკის ტერიტორიაზე შევედით, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ უზარმაზარ აეროპორტს წააგავდა.

ჩვენთან ერთად „კაგებეს“ სპეცდანაყოფის ბიჭებიც იმყოფებოდნენ. მათ „ხუთიანზე” იცოდნენ თავიანთი საქმე. მათ მარატ სიმბაევის მრავალრიცხოვანი კბილებამდე შეიარაღებული დაცვა განაიარაღეს, ყველა მიწაზე დაყარეს და ჰკითხეს:

– თქვენი შეფი სადღაა?

– ჰარამხანაში, უფროსო, – მიგვასწავლეს მიწაზე გართხმულმა მცველებმა.

ჰარამხანა კლდეში იყო გამოკვეთილი. როდესაც იქ შევედით, დაუჯერებელი სანახაობა გადაიშალა ჩვენ წინ: გამოქვაბული ორმოცდაათი ჩირაღდნით იყო განათებული, სიმბაევი ტახტრევანზე იჯდა შაჰივით, ცენტრში კი თორმეტი შიშველი გოგონა ცეკვავდა.

ერთი სიტყვით, ამ ორგიას იქვე მოვუღეთ ბოლო, მარატ სიმბაევს ხელბორკილები დავადეთ, შიშველ გოგონებს კი ჩაცმა ვუბრძანეთ და, იქაურობა რომ გავანათეთ და დავათვალიერეთ, საკუთარ თვალებს აღარ ვუჯერებდით. გუდრონიან ჯოხებზე ასმანეთიანების კუპიურები იყო შემოხვეული და ტაშკენტელი დირექტორი მათი ალის შუქზე აცეკვებდა შიშველ გოგონებს. გვერდით სათავსოებში კი ბანკის საცავის მსგავსი ოთახი აღმოვაჩინეთ, სადაც ასმანეთიანების დასტები ელაგა. ერთი სიტყვით, იქ იმდენი ფული იყო, რომ დათვლა ძალიან გაგვიჭირდა და ფული წონით წამოვიღეთ – ის 11 ტონა გამოვიდა.

ასეთი რამ მეტი არსად მინახავს, ჯოჯოხეთური ცეცხლის ალზე მოცეკვავე შიშველი გოგონები კი ახლაც ხშირად მახსენდება. ხოლო ის ჯოჯოხეთის მაშხალა მარატ სიმბაევი დღესაც ცოცხალია და ისევ უზბეკეთში ცხოვრობს...

პოლკოვნიკ პეტრე მაისურაძის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

 

 

скачать dle 11.3