რაჭველი ძილის წინ შვილს ზღაპარს უყვება: – იყო და არა იყო რა... ღვთის უკეთესი რა იქნებოდა... ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ცხოვრობდა ერთი მეფე... ადექი‚ შვილო‚ ბაღში არ დაგაგვიანდეს!
***
ეკა ქმარმა მიატოვა და მისი მეზობელი მაკა შეირთო. ეკამ სასტიკად იძია შური მეტოქეზე: მაკას მამას გაჰყვა ცოლად და თავისი ყოფილი ქმრის სიდედრი გახდა.
***
მოდის სიახლეები:
გუშინ ნუდისტთა პლაჟზე გრანდიოზული „ფეშენ-შოუ” გაიმართა.
***
ტიპი შედის ელექტროსაქონლის მაღაზიაში.
– მე უთო მინდა.
– როგორი: ძლიერი‚ უფრო სუსტი‚ ტეფლონის საფარით თუ ლითონის‚ დანამვით თუ მშრალი რეჟიმის?
– რომელი უფრო მტკივნეულია?
***
მგელს კურდღელი ერთი შეხედვითვე მოეწონა...
***
უჩინარი კაცი ეძებს გამჭვირვალე ქალს თვალით უნახავი იდეების განსახორციელებლად.
***
ბიჭმა გოგონა ბარში გაიცნო, მეორე დღეს კი...
ბიჭის ვერსია:
– გუშინ მაგარი გოგო გავიცანი ბარში.
– აუ‚ მერე?
– ავიყვანე სახლში‚ დავლიეთ‚ მოფერება დავუწყე... მეუბნება‚ გამხადეო. მეც გავხადე ტრუსიკი და პირდაპირ ლეპტოპზე დავდე...
– ვა‚ ლეპტოპი იყიდე?! როგორია? ძლიერია?
გოგოს ვერსია:
– გუშინ ბიჭი გავიცანი‚ მაგარი სიმპათიური.
– აუ‚ მერე?
– სახლში ამიყვანა‚ დავლიეთ‚ მოფერება დამიწყო... გამხადე-მეთქი და, იმანაც, ტრუსიკი გამხადა...
– აუ‚ რა ბანძი ხარ‚ შენ რა, ტრუსიკით დადიხარ?!
***
კაცმა შუაღამის სამ საათზე ცუდად იგრძნო თავი და ექიმი გამოიძახა. ექიმმა ყურადღებით გასინჯა‚ ამოიოხრა და ეუბნება:
– დაუძახე შენს შვილებს‚ ახლობლებს‚ მეზობლებს...
– ექიმო‚ ასე ცუდადაა საქმე? – იკითხა შეშინებულმა კაცმა.
– არა‚ მაგრამ, არ მინდა, მე ვიყო იდიოტი‚ რომელსაც ღამის სამ საათზე არაფრის გამო აღვიძებენ...
***
გოგო და ბიჭი‚ როგორღაც, ბინაში მარტო დარჩნენ.
– მოდი‚ მეგობრებად დავრჩეთ... – მაშინვე გააფრთხილა გოგომ.
– კარგი‚ შენ ლუდზე ჩადი‚ მე გოგოებს ამოვიყვან.
***
რუსი ცოლთან ერთად სასტუმროში დაბინავდა‚ სადაც მეზობლად ფრანგი ცხოვრობდა. მეორე დღეს რუსი ურეკავს მეზობელს:
– მესამე იქნები?
– სიამოვნებით‚ შენი ცოლი შემოსვლისთანავე მომეწონა.
***
მოსამართლე სხდომათა დარბაზს მიმართავს:
– სიჩუმე! თუ კიდევ ვინმე წამოიძახებს მოსამართლეზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს‚ მაშინვე ქუჩაში აღმოჩნდება!
ცოტა ხნის შემდეგ ისმის ხმა:
– მოსამართლე მექრთამე! მოსამართლე გამყიდველი!
– ბრალდებულო‚ ეს თქვენ არ გეხებათ...
***
ქალი ბუმერანგივითაა‚ თუ სწორად მოისვრი‚ აუცილებლად დაგიბრუნდება.
***
– მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა...
– ყოველთვის არა... გააჩნია, რა შემთხვევაში.
– მათემატიკა ყველა შემთხვევაში ზუსტი მეცნიერებაა...
– არა-მეთქი... მაგალითად‚ შენ გაქვს სამი ვაშლი ჯიბეში‚ მე – ერთი ლიმონი... რომელს უფრო მეტი აქვს?
– რა თქმა უნდა‚ მე.
– ჰოდა‚ შენ რომ ჯიბიდან წითელლოყება ვაშლებს ამოიღებ‚ მე კი ამ მწვანე კუპიურებს, მერე მიმტკიცე‚ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებააო...
***
ჭიჭიკია ისე გაბრაზდა ხალხზე‚ რომ მესაფლავედ დაიწყო მუშაობა.
***
ადამიანი‚ რომელიც ყველა მხარეს იხედება‚ სულაც არ არის მშიშარა ან პესიმისტი – ის ქართველია და თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადადის.
***
პროგრამისტების ოჯახში ტყუპები დაიბადნენ. ბავშვებს „ვაი” და „ფაი” დაარქვეს.
***
მუდამ ახალგაზრდა დავრჩები – ფოტოშოპს დავუმეგობრდი.
***
– უკაცრავად, ეს გზა ზღვისკენ მიდის?
– დიახ.
– ეს გზა?
– ესეც.
– და, ეს?
– კი‚ კი... კუნძულია‚ კუნძული...
***
– საყვარელო‚ კრივზე რატომ ჩაეწერე?
– მერე გაიგებ...
***
– ვანუა‚ გაიგე? ჩვენ აფთიაქებში „ვიაგრა“ შემოუტანიათ...
– ეგ რაღა ჩემი ფეხებია?
– აი‚ ღამეში ორ-სამჯერ რომ მოახერხებ...
– დამაწყნარებელია‚ ჯო?!
***
მიტო ჩაფიქრებული მოვიდა სკოლიდან.
– რა დარდი შამოგწოლია‚ შვილო‚ გაწყენინა ვინმემ? – ეკითხება მიხო.
– არა, ისე... ვფიქრობ‚ რამე სიმღერა დავწერო და დავარქვა „კლიზმა“...
– „კლიზმა“ რატომ?..
– მერე შევუკვეთავ რადიოზე: „ვუძღვნი მაყვალა მასწავლებელს“...
***
მათემატიკის გაკვეთილზე:
– აბა‚ ბავშვებო, რას მივიღებთ 8 რომ 2-ზე გავყოთ?
სანდრო: თუ სიგრძეზე‚ მაშინ, ორ სამიანს‚ თუ გვერდულად – ორ ნულიანს.
***
ქმარი სახლში სამსახურიდან გაბრაზებული დაბრუნდა. ცოლი ცდილობს, მდგომარეობიდან გამოიყვანოს‚ აგრძნობინოს‚ რომ მის გვერდით არის‚ მის დარდს იზიარებს...
– რაო‚ საყვარელო‚ დირექტორი შემოგიჩნდა და ის არ გაძლევს საშუალებას, მშვიდად იმუშაო?
– არა.
– ალბათ‚ მისი მოადგილე გადაგეკიდა და მუშაობის საშუალებას არ გაძლევს...
– არა.
– აჰა‚ მენეჯერი არ გიწყობს ხელს და ალბათ‚ ის არ გაძლევს მუშაობის საშუალებას...
– ჰო‚ არ მაძლევს‚ არ მაძლევს...
***
ორი კარგა ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს‚ ჩაუსხდნენ‚ სვამენ და ყვებიან ამ მთისას‚ იმ ბარისას...
– შენ ოდესმე დაწოლილხარ მახინჯ ქალთან?
– აჰ‚ არასდროს... დაძინებით არა‚ მაგრამ მახინჯის გვერდით კი ხშირად ვიღვიძებ.