კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“თბილისის მოდის კვირეულის” ამ სეზონის “ნიუქამერები”

 

 

 საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა „თბილისის მოდის კვირეულმა”, რომლის ძირითად პროგრამაში ცნობილი დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც, ახალბედა, დამწყებ დიზაინერებს მთლიანად დაუთმეს ერთი დღე, როცა მათ არასრული კოლექცია წარმოადგინეს, მაგრამ, მათი პროფესიული ხედვა უკვე კარგად გამოჩნდა. 18 მაისი სწორედ ეს დღე იყო. ბუდაბარი ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს მასპინძლობდა, რომელთა შეფასებაც საკმაოდ კომპეტენტურმა ჟიურიმ აიღო საკუთარ თავზე: გიორგი შაღაშვილი, მაკა ბახტაძე, თინა კლდიაშვილი, ნატუკა ქარქაშაძე, ლენკა ციციშვილი და ერთი უცხოელი კრიტიკოსი – ეს ჟიურის შემადგენლობაა. „ნიუქამერებში” ოცი დამწყები დიზაინერი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან, მინდა, გამოვყო ნენე დავლიანიძე, რომელმაც, მართალია, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ, ძალიან საინტერესო კოლექციით, საკმაოდ წარმატებული დებიუტი ჰქონდა მოდის სფეროში. რაც შეეხება გამარჯვებულს, კრისტი კახაძეს, ის შვიდი თვის ფეხმძიმე წარდგა მაყურებლის წინაშე. მისი კოლექცია შავ ფერში იყო გადაწყვეტილი და მთლიანად ქართულ თემატიკაზე იყო დამყარებული: სხვადასხვა კუთხის კოსტიუმები, სამკაულების ნაცვლად ყანწებითა და სხვა ტრადიციული დეტალებით იყო გაფორმებული. მან სამხატვრო აკადემიისგან პრიზად 1 000 ლარი მიიღო, კომპანია „ბერნინამ” კი საკმაოდ ძვირად ღირებული საკერავი მანქანა გადასცა. 

 

скачать dle 11.3