კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 1 სექტემბერს, დილის 7 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი ნამდვილად არ არის, ის არც დიდი წარმატებების მომტანია, თუმცა, არც გეკრძალებათ და, შეგიძლიათ, გარკვეული დროით იქ მოსინჯოთ ძალები. თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანდასახული, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული; გამოავლინოთ მებრძოლი სულისკვეთება, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, თვისებების გამოვლენა, შუამავლის ფუნქციის შესრულება. ურთიერთობებში დაეყრდენით ცოდნის ბაზას და დიპლომატობას.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 14 აგვისტოს, საღამოს საათებში. რომელ სფეროში მივაღწევ წარმატებებს?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, საინჟინრო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 22 დეკემბერს, დღის 12 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ, მირჩიოთ, ასტროლოგიურად რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 4 მარტს, ღამის 1 საათიდან 2-ის ნახევრამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის სამომავლოდ წარმატებების მომტანი?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 13 ივლისს, შუადღის 3 საათზე. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი საქორწინო-სასიყვარულო ურთიერთობა?

პასუხი: თქვენთვის ქორწინება კარგია სასწორის, ტყუპების, ქალწულის, კუროს, თევზების ან მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ფრთხილად იყავით და ერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობას მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანთან.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 17 აპრილს. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე და რა მოვიმოქმედო, რომ წარმატებებს ადვილად მივაღწიო ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია და წარმატებების მომტანია, იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. ასევე, გამოიმუშავოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული ნიჭი. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, დაეყრდნოთ კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ასევე, უნდა შეძლოთ შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთსაც, ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაგეხმარებათ, სამშობლოში ადვილად მიაღწიოთ წარმატებას.

 

скачать dle 11.3