რა მოხდა ამ დღეს
21 მაისი
1502 – ესპანელმა ზღვაოსანმა ხუან და-ნოვამ აღმოაჩინა წმინდა ელენეს კუნძული.
1809 – ასპერნის ბრძოლაში (ავსტრიელებთან, რომლებსაც კარლ ჰაბსბურგი სარდლობდა) ნაპოლეონ ბონაპარტემ განიცადა პირველი დამარცხება თავის კარიერაში.
1904 – დაარსდა მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია „ფიფა“.
22 მაისი
1455 – ინგლისში დაიწყო თეთრი და ალისფერი ვარდების ომი.
1908 – ძმებმა ორვილ და უილბერ რაიტებმა მიიღეს პატენტი მათ მიერ 1903 წელს გამოგონებულ თვითმფრინავზე.
1960 – ბენჯამინ დევისი გახდა პირველი ზანგი გენერალი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში.
1990 – ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ.
23 მაისი
1849 – აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პატენტი მის მიერ გამოგონებულ მცურავ დოკზე. შემდგომში ლინკოლნი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც აღებული ჰქონდა პატენტი.
1856 – მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის სურათების გალერეა.
1908 – ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი თავიანთ მფრინავ აპარატზე (თვითმფრინავზე).
24 მაისი
1904 – ვენაში გაიხსნა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
1934 – ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა მოკლეს ცნობილი განგსტერები: ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ.
1963 – ფიდელ კასტროს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
25 მაისი
1830 – შტატ მერილენდში ამუშავდა პირველი რკინიგზა ამერიკის კონტინენტზე.
1844 – სამუელ მორზეს თაოსნობით გაიხსნა პირველი სატელეგრაფო ხაზი – ვაშინგტონი-ბალტიმორი.
1899 – ბოსტონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ფასიანი ავტოფარეხი.
1985 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მხატვრული ფილმი „რემბო – პირველი სისხლი“.
1995 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მხატვრული ფილმი „მამაცი გული“ მელ გიბსონის მონაწილეობით.
26 მაისი
1895 – ოსკარ უაილდი ჩასვეს ციხეში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით.
1953 – ჰიუსტონში მაუწყებლობა დაიწყო პირველმა კომერციულმა განმანათლებელმა ტელეარხმა.
1977 – ეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავეთის ომების“ პირველი ფილმი – „ეპიზოდი IV”.
27 მაისი
1896 – მეფედ ეკურთხა რუსეთის უკანასკნელი მონარქი – ნიკოლოზ მეორე.
1928 – „ფიფას” სხდომაზე გადაწყდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.
1977 – „ადამიანი ბუზი“ – ჯონ უილინგი, დაზღვევის გარეშე ავიდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 110-სართულიან შენობაზე (რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტისას დაინგრა).