კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მოწმე გახდა ლიანა ასათიანი „გიორგი სააკაძის“ გადაღებებზე და რატომ გაიქცა მისი შვილი – ლექსო თორაძე საქართველოდან

 

„...ვცდილობ, ჩემი პრობლემები არავის მოვახვიო! მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო, დაღმართზე ჩავდიოდი. ვხედავ, ჩემკენ უცნობი ქალი მოდის. მივხვდი, თანაგრძნობა უნდა გამოხატოს. მე ისე შევხვდი, რომ სათქმელი პირზე შეაშრა. არ ვიცი, რა იფიქრა. ადამიანი ხომ დისკომფორტის დროს შეიცნობა. გაშლილ სუფრაზე ყველა მრავალჟამიერს ამბობს“... ეს ლიანა ასათიანის სიტყვებია ეთერ ავაზაშვილ-მაცხონაშვილის წიგნიდან „წუხილი სასწაულისა“. მასში მსახიობი თავის პირად გრძნობებზე, მეუღლესთან, შვილებთან და კინოსთან დამოკიდებულებაზე გვიამბობს.

 

თავგანწირვა

„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ მჯერა სიყვარულში თავდავიწყებისა და თავგანწირვის. მქონდა გატაცებები, მაგრამ ზღვარამდე. ამაზე არ ვდარდობ, შეიძლება, ასეთი რამ მართლა არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად არ მქონია. ყოველთვის ოჯახის სიყვარულში ვიყავი თავგანწირული. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად დადგეს. შეიძლება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ბავშვობამ მძიმე ნაკვალევი დამიტოვა. დედას სხვა შეუყვარდა და მშობლები დაშორდნენ. ამით შვილებს ცხოვრება აგვერია... როგორც ხედავთ, თავგადასავლები ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო: არავისთვის მიმიცია უფლება და არც არავის შევუწუხებივარ. როცა გუგული თორაძე გავიცანი, კიდეც დავუშვი, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო. მოდი, ნუ დავარქმევთ ამას სიყვარულს. საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა ქვეშეცნეულად ხდება“...

 

თეკლა

„გვერდით არაჩვეულებრივი გოგონები მედგნენ: გიორგი ლეონიძის ქალიშვილები – ნესტან და თინა ლეონიძეები, მანანა ქიქოძე, რუსუდან ბოკერია, მედეა იაშვილი (პაოლო იაშვილის ქალიშვილი). ჩემზე უკეთესი გოგონები გასინჯეს, ძალიან ლამაზები, ხორციელი სილამაზის მქონენი და მე ერთი გამხდარი, აქეთ-იქით პატარა კიკინებით (ასე გაიხსენებს ლიანა ასათიანი თავისი სიცოცხლის პირველ სასწაულს, როდესაც დედოფალ თეკლას როლზე დაამტკიცეს. სურვილი ჰქონდა, ვინმესთვის გაეზიარებინა გულში დაუტეველი სიხარული, ასეთი კი კუთხის ფანჯრის კედელი აღმოჩნდა, რომელზეც დანის წვერით ამოკაწრა 19.01.1941 წ. დამამტკიცეს თეკლაზე, – ავტორი). ჩავედი თუ არა, მაშინვე მომესმა, რაღაც საოცარი, ხავერდოვანი ხმა. ახლოს რომ მივედი, სპარტაკ ბაღაშვილი შემრჩა. იმ ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი, ვის სურათებსაც დიდის წვალებით ვაგროვებდი და რუდუნებით ვაკრავდი ალბომებში... როდესაც „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ, მაშინ ომისგან განადგურებული ქვეყანა შიმშილსა და სიღატაკეს განიცდიდა და თუ ვინმეს უჭირდა, უპირველესად, მსახიობს. ძნელი დრო იყო. ქვეყანა ჭრილობებს იშუშებდა... ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ გამოჩენილი მსახიობები მიშა ჭიაურელთან და როგორ სთხოვდნენ, „მასოვკაში“ მაინც დაგვაკავე, რომ პურის ფული გაგვიჩნდესო. ვიცოდი, რაც უნდა გამჭირვებოდა, რეჟისორებთან და არც სხვა ვინმესთან არ მივიდოდი სათხოვნელად – არიქა, მიშველეთო და გადავწყვიტე, ისეთ ფაკულტეტზე მესწავლა, რომელიც დამოუკიდებელს გამხდიდა, არსებობის საშუალებას მომცემდა. კინოსტუდიაში შტატში შემომთავაზეს ჩარიცხვა... ბევრი ფიქრის შემდეგ უარი ვუთხარი საკუთარ თავს. თუ გადაღებებზე დაკავებული ვიქნებოდი, ჰონორარს თავისთავად მივიღებდი; თუ არა და, არაფრის კეთებაში ფულის ასაღებად ვერ ავეყუდებოდი სალაროებს... თანაც, გაცდენისას, ჯერ 50 პროცენტს, შემდეგ 25 პროცენტს და ბოლოს სულ აღარაფერს გიხდიან“...

***

შემთხვევითობა, რამაც „კინკილა გოგო“ კინოს ხელოვნებას აზიარა და მაყურებელმა უმალ აიტაცა მისი ბავშვური, მაგრამ დედოფლური სილამაზე, არც აქ და არც ამით არ დამთავრებულა. „ჭირვეული მეზობლები“, „ეთერის სიმღერა“, „გაზაფხული საკენში“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ჭრიჭინა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მაცი ხვიტია“, „ჭერი“, „ბედი ქართლისა...“ და სხვა მრავალი.

ჩემი ლექსო

„ნიუ-იორკში ლექსო ისეთ სახლში ცხოვრობდა, ბუზი ვერ შეფრინდებოდა. ორმეტრიანი ზანგი მიღებდა ხოლმე კარს და – ოო, ლამაზო ქალბატონო, – ასე მომმართავდა. ერთხელ ვზივარ ვესტიბიულში და ვუცდი ჩემს შვილს. ამ დროს ჩამოვიდა მოხუცებული ქალბატონი. ზანგმა მასაც იმავე სიტყვებით მიმართა. ცხადია, ეს ზრდილობის ნიშანი იყო. ყველაფერი რომ სერიოზულად მიიღო და დაიჯერო, როგორ შეიძლება“...

***

1983 წლის აგვისტოს ბოლოს, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა: ლექსო თორაძე ამერიკაში გადავიდა!.. ასეთი სიყვარულითა და ნიჭიერებით სახელგანთქმული ოჯახის, საქვეყნოდ აღიარებული მუსიკოსის შვილს, რა მიზეზმა, რა სურვილმა მიატოვებინა სამშობლო, მშობლიური კერა?.. არცთუ დიდი ხნის შემდეგ ასათიან-თორაძეების ოჯახში ჩნდება წერილი, როგორც სულიერი სიკვდილიდან გადარჩენის ერთადერთი ხსნა (ამონარიდი წერილიდან: „ადვილი შესაძლებელია, შენი დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, დედა, მე დავუკრა ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზ „ევრო ფიშერ-ჰოლში“, ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში. შენი ადგილი თავისუფალი იქნება და შენ დაგელოდება. კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს, შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, შენი სახელით, გადავცემ ქალთა რომელიმე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას. თუ მე დაკვრას შევძლებ და სანამ ჯერ კიდევ ვუკრავ, საკონცერტო დარბაზში შენი ადგილი ყოველთვის შენ დაგელოდება... გულს ნუ გაიტეხთ – პანაშვიდებს ნუ გამართავთ. თქვენ არ გჭირდებათ თანადგომა – თქვენი ნაწილი მე ვარ, ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე. მე თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ დამნაშავე – რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს...“)

***

მშობლებში იღვიძებს შვილთან შეხვედრის იმედი და ასეთი დიდი დარტყმის შემდეგ, დედის ცხოვრებაში ბედნიერზე უბედნიერესი დღეები დგება – წუთი, როდესაც დედა 5 წლის უნახავ შვილს უნდა შეხვდეს. ქალბატონი ლიანა პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ სამშობლოდან გასვლის უფლება მისცა... ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ დიდი ადგილი დაუთმო ამ ფაქტს. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო და კინოკამერებით. ადგილობრივმა ყველაზე პოპულარულმა, „სახალხო ჟურნალმა“  („პიპილ მაგაზინ“), რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოდის და ამერიკელების სამაგიდო ჟურნალია, 6 გვერდი დაუთმო მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას... დედის ჩამოსვლის დღეს ლექსო მთლად არეულია. მისი ინგლისურიც შესატყვისად უარესდება... ბინა სავსეა ყვავილებით, რომლებიც საკმარისი იქნებოდა ბრეჟნევის გასვენებისთვისაც. „ეს, ეს და ეს ყვავილები ვან კლიბერნისგანაა“, – აცხადებს ლექსო და მიუთითებს ვარდებზე, მიხაკებზე... და ეს არმაკოსტებისგან არის...“ „... იცით, რას გეტყვით... არ ყოფილიყო ლიანა, არ იქნებოდა ლექსო. ეს აღზრდის შედეგია!“ – ეს დედის თამამი განაცხადია, იმ დედის, რომელმაც მთელი თავისი წარმატებული ცხოვრება შვილის დიდების სამსხვერპლოზე დადო.

 

 

скачать dle 11.3