კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი ყოფილმა მეუღლეებმა და ვის ეძებენ წეროვანში


50 წლის ტანია ხასეინის ასული მანისოვა ეძებს 45 წლის ამირან არჩილის ძე ჩიგოშვილს

ისტორია: მე და ჩემი შვილი, ზარინა ვეძებთ 45 წლის ამირან არჩილის ძე ჩიგოშვილს. მე და ამირანი ერთად ვცხოვრობდით საქართველოში 1986-1993 წლებში. მან აღზარდა ჩემი შვილი ზარინა. დღემდე მისი მადლობლები ვართ. მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. წლებია, მის შესახებ არაფერი ვიცით. ზარინა წელს გათხოვდა. მას ნატვრად აქვს ქცეული, იპოვოს თავისი მამობილი და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახოს ის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მის აღზრდაში. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და თქვენმა ყოფილმა მეუღლემ, გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მე და ამირანმა ერთმანეთი ვოლგოგრადის მხარის ქალაქ კამიშინში გავიცანით. მე იქ ვმუშაობდი „მაუდკამვოლის“ ქარხანაში, ამირანსაც იქ მოუწია ყოფნა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. იმ დროისთვის მე უკვე მყავდა შვილი, ზარინა, რომლის გაზრდაშიც ამირანი დამეხმარა. ჩვენ დავქორწინდით და შემდეგ ის წამოვიდა თავის მშობლებთან საქართველოში. მაგრამ დროებით, მალე დაბრუნდა და მეც თან წამიყვანა თავის სამშობლოში. საქართველოში 1986-1993 წლებში ვცხოვრობდით ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ და დაშორება გადავწყვიტეთ. ამჟამად, სრულად შესაძლებელია, რომ ამირანს თავისი ოჯახი და ცოლ-შვილიც ჰყავს, მაგრამ მაინც ძალიან გვინდა მისი ნახვა.

– როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება ამირანს, როდესაც გაიგებს, რომ მას ყოფილი მეუღლე ეძებს, ან თვითონ თუ უცდია თქვენი მოძებნა?

– მე და ზარინამ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და არ არის გამორიცხული, ამის გამოც ვერ დაგვიკავშირდა. მე არ ვაპირებ, რაიმე უსიამოვნება შევიტანო მის ცხოვრებაში, ჩვენ დაშორებულები ვართ და მე ეს კარგად მესმის, მაგრამ ზარინას ძალიან უნდა მამობილის მოძებნა, მან მოიწადინა, რომ ამირანი ასე აქტიურად მეძებნა. წელს ზარინა გათხოვდა და ყველას ეუბნებოდა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ამირანთან სატელეფონო კავშირი მაინც რომ მქონდესო. დღემდე ძალიან განიცდის, რომ არაფერი იცის ამირანის ამჟამინდელ ცხოვრებაზე. მეც და ზარინასაც ძალიან გაგვიხარდება და, ამას მთელი გულით გეუბნებით, თუ გავიგებთ, რომ ამირანს აქვს ოჯახი და კარგადაა. არ მგონია, მისმა ოჯახის წევრებმა ვერ გაუგონ ზარინას. იქნებ, ამირანის შვილები და ჩემი გოგონა დაახლოვდნენ კიდეც. არც ეს არის გამორიცხული და ჩვენი მხრიდან სანატრელიც კია.

– კიდევ რა იცით ამირანის შესახებ, ჰყავდა თუ არა მას და ან ძმა?

– ამირანს ჰყავს ორი ძმა, უფროს ძმას ბადრი ჰქვია, უმცროსს – დავითი. ისინიც წეროვანში ცხოვრობდნენ. ძალიან მინდა მათი პოვნაც. საქართველოში ცხოვრებიდან, ცუდად არც ერთი დღე არ მახსენდება.

– თქვენ თუ შექმენით ოჯახი მის შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდით?

– არა, ოჯახი არ შემიქმნია. არც ვაპირებ, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ამჟამად ზარინა და მისი მომავალია. იმედია, მალე ბებია გავხდები. მანამდე კი ძალიან მინდა, ავუხდინო შვილს ყველაზე სანატრელი ოცნება და მამობილი მოვუძებნო.

– თვითონ ზარინა რატომ არ ეძებს მამობილს?

– მისი აზრით, რადგან საქართველოში, ვცხოვრობდი რამდენიმე წელი, მე უკეთ მოვახერხებ მის პოვნას. ამჟამად ასტრახანში ვიმყოფები. დიდი მადლობელი ვარ თქვენი რუბრიკის საშუალებით, რომ მომეცით განმეცხადებინა ჩემი დაკარგული ახლობლის შესახებ.

– თუ ამირანს ვიპოვით, რა რეაქცია გექნებათ თქვენ ან ზარინას?

– რა თქმა უნდა, უსაზღვროდ გაგვიხარდება ორივეს, მაგრამ ზარინას – უფრო. ამირანი მისთვის მამაზე მეტი იყო. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შვილის აღზრდაში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ისტორიას გულთან ახლოს მიიტანენ მცხეთის რაიონის, სოფელ წეროვანის მცხოვრებლები, ვინც რაიმე მაინც იცის ამირანის შესახებ და დაგვიკავშირდებიან.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ამირანმა არ მოინდომოს თქვენთან დაკავშირება რაიმე მიზეზის გამო?

– თუკი მას ჰყავს ცოლ-შვილი, რომლებმაც არაფერი იციან მისი წარსული ცხოვრების შესახებ და არც სურს რომ მათ გაიგონ, მაშინ შეიძლება. მაგრამ, არ მგონია, ასე მოხდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ მხოლოდ მისი პოვნა გვინდა და იმის გაგება, რომ ის კარგადაა და ჯანმრთელად, სხვა არაფერი. იმედი მაქვს, მისი ოჯახის წევრები გაგვიგებენ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3