კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემპიონატებს შეთამაშებულები

საპონნაკლულები

 

მართალია, თავდაპირველად გვარწმუნებდნენ, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად აპირებენ 2020 წელს ფეხბურთში ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასო, მაგრამ, ვიდრე ფეხბურთის ჩვენებური გულშემატკივრები სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდნენ, ჩვენმა მეგობარ-მეზობელმა აზერბაიჯანმა ცივი წყალი გადაასხა როგორც ჩვენს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ისე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სიჭინავას (აზრადაც არ გვქონია არათუ საქართველოსთან ერთად, დამოუკიდებლადაც კი ჩემპიონატის მასპინძლობაო).

თუმცა, გასულ კვირას კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა ამჯერად ოდენ მინისტრ ვარძელაშვილის ბაგეებით (ციტატას მოვიხმობ): „გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ აზერბაიჯანს შეტანილი აქვს განაცხადი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და დაგეგმილია ძალზე სერიოზული კამპანია ოლიმპიური თამაშების უფლების მოპოვებაზე, საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებისათვის, ქართული მხარე კი აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლად „უეფაში“ შეიტანს განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და მაქსიმალურად იბრძოლებს ამ უფლების მოსაპოვებლად“.

უფრო მეტიც, ბ-ნი ვარძელაშვილი არანაკლებ ოპტიმისტურადაა განწყობილი თვით ქართული ფეხბურთის მომავლის მიმართაც და ჩვენც გვაიმედებს, რომ საქართველოში ფეხბურთის სამომავლო განვითარების კუთხით არაერთი მსხვილი პროექტი განხორციელდება.

მსხვილ პროექტებში იგულისხმება ბათუმში ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა და ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია (კერძოდ,  „ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვა რეგიონებსა და თბილისში მდებარე ყველა ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურა“).

რთული სათქმელია, დაიმკვიდრებს თუ არა მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე თავის ადგილს ლანჩხუთისა თუ ზესტაფონის სტადიონები, როგორც ის, მოხიბლავს თუ არა „უეფას“ მინისტრ ვარძელაშვილის შემართება, მაგრამ, საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია, გავაფრთხილო ჩემი მთავრობა: ნუ შეიყვანენ ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებს თბილისურ საავადმყოფოებში, რადგან იქ თვით რეანიმაციული განყოფილებების ფეხსალაგებშიც კი, არც საპონია და არც სველი წერტილისთვის ბუნებრივი ატრიბუტები (თორემ, ხომ მოგვეჭრება თავი ევროპის მასშტაბით?!).

 

скачать dle 11.3