კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინურად გამსხვლელები

„ისე უნდა ისწავლოთ, როგორც გითხარით“!

 

ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, ამ ჩვენს ქვეყანას სულ მალე ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები ეწვევიან (ვითომ ინგლისურს უკვე ასე საფუძვლიანად ვსხლავთ?!). მართალია, არ დაკონკრეტებულა, სახელდობრ, რომელ ჩინურ დიალექტს უნდა დავეწაფოთ და არც ის, წერა-კითხვაც უნდა ვისწავლოთ თუ ოდენ საყველპურო დიალოგებს დავჯერდეთ, მაგრამ, ეს ამბავი რომ არ აგვცდება, ცხადზე უცხადესია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინურად ამ შვიდმილიარდიან დედამიწაზე, სულ მცირე, მილიარდ-ნახევარზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება, თავისი სამწყსო ჩინურად გაანათლოს, არც იყოს საფუძველმოკლებული, იმის გარდა, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო (ბოლოს და ბოლოს, ჩვენი რუკის პატრონები ენებში მაინც გამოვიჩენთ კაცობას?!), ოღონდ, ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა; მეორე, რადგან, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ამ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის პრობლემა გვაქვს (აღარაფერს ვიტყვი, მოსმენილ-წაკითხულის გააზრებაზე).

შესაბამისად, მე ვერ გეტყვით, რა მიზანს ისახავს ხელისუფლების ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა, თუ ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულ ჩინელებს გავიხსენებთ (ზედაც, ჩინეთის მცირემიწიანობას დავამატებთ), არ არის გამორიცხული, იქ, ზემოთ, ცდილობდნენ, ახალ ბინადრებს ხვედრი შეუმსუბუქონ (მათ რატომ უნდა შეიწუხონ თავი ქართულის სწავლით?!) და სრულიად საქართველოს მოსახლეობა ჩინურად ამეტყველებული დაახვედრონ.

„– ხოლო მომძღვნელმან ჩვენისა პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელი არს არქიფო… მიუმატეთ მაგას: ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და ვალენიკე…

– სმენა იყოს, მე რომ ჩამოვთვალე, ის სახელები ნიშნავს: გულკეთილს, მზრუნველს, დიდად სასურველს, დამწყნარებელს, მამას მშვიდობისას, ბედნიერების მომტანს და ბრწყინვალედ გამარჯვებულს. გაიგეთ?

– მასე ვისწავლოთ, კაკო-ბატონო, ქართულია ეგ და უფრო გვეხერხება ჩვენ.

– არ გამაგონოთ! ლაპარაკი ახლა! ისე უნდა ისწავლოთ, როგორც გითხარით!..“

 

скачать dle 11.3