კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა რუსეთში მცხოვრებმა დამ თავისი დედმამიშვილი აბაშაში და რა მიზეზის გამო ვერ უკავშირდება იგი ნაპოვნ დას


50 წლის ლუდმილა ვასილის ასული ილუნინა ეძებდა 52 წლის ვალენტინა ვასილის ასულ ჩოჩიას.

ისტორია: ვეძებთ 52 წლის ვალენტინა ვასილის ასულ ჩოჩიას (ქალიშვილობის გვარი – ილუნინა). ოჯახში ხუთი დედმამიშვილი ვიზრდებოდით. ვალია ჩვენში ყველაზე უფროსი იყო. 1975 წელს იგი საცხოვრებლად საქართველოში, აბაშაში გადავიდა, რის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ ვნახეთ. ძალიან გვინდა მისი ნახვა. წლებია გასული, რაც მასთან ბოლოს ვისაუბრეთ. თქვენი მკითხველისა და პირადად თქვენი დიდი იმედი გვაქვს, იქნებ გვაპოვნინოთ და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა აღდგეს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენ მკითხველს 2 ნოემბრის „თბილისელებში“ გავაცანით. საბედნიეროდ, ვალენტინა ჩოჩიას და მის მეუღლეს, ვაჟა ჩოჩიას მივაგენით. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ვალენტინას და ლუდმილა, რომელიც თვითონ მოუყვება მკითხველს თავისი სიხარულის შესახებ.

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი და ნაპოვნია და თქვენს ზარს ელოდება?

– სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება, სიტყვებით აღვწერო ეს ბედნიერება, მაგრამ ვეცდები (იღიმება). თავიდან ვერც ვიჯერებდი, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვალიას ვეძებთ და რა ხერხს არ მივმართეთ. „ჟდი მენიას“ საიტზე ჩვენი განაცხადი თვეზე მეტია, რაც განთავსებულია, მაგრამ ვერაფერს გავხდით. შემდეგ თქვენთან დაკავშირება მირჩიეს. პრესაზე დიდ იმედს არ ვამყარებდი, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე დამეხმარებოდა თქვენი ჟურნალი, მართლა სასწაულია. როდესაც გავიგე, რომ ვალიას მიაგენით, მთელი ღამე ვერ დავიძინე სიხარულით, ერთი სული მქონდა, დამერეკა. ელვის სისწრაფით მოედო ეს სასიხარულო ამბავი მთელ ჩვენს სანათესაოს. ყველა გაოგნებული, გახარებული და მადლიერია. ვერ წარმოგვედგინა, რომ მას ასე უცებ მოგვაძებნინებდით. იცით, სულ ვფიქრობდი: არ არსებობს, ნუთუ ეს მართლა მოხდა!

– როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენი პირველი საუბარი დასთან ამდენი წლის შემდეგ?

– ვფიქრობ, ჩვენი საუბარი ტირილით დაიწყება. როგორია, ამდენი წლის ძებნის შემდეგ გაიგო შენი დის ხმა ტელეფონით, ძალიან ემოციური იქნება. მე ხშირად ვფიქრობდი ამ ბოლო დროს ვალიაზე. გული მიგრძნობდა, თითქოს ის ცუდად არის ან გასაჭირშია. როგორც გავიგე, მართლაც არ ყოფილა კარგად, ვიმედოვნებ, ერთმანეთის გვერდში დადგომით, ყველაფერი გამოსწორდება.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას და როგორი წარმოგიდგენიათ, თქვენი სატელეფონო საუბარი ამდენი წლის შემდეგ.

– ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთს შევხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ. ღვთის წყალობით, ვფიქრობ, ახლო მომავალში რამე გამოგვივა. შეიძლება, ჩამოვიდეთ კიდეც საქართველოში და მანდ შევხვდეთ.

– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც დღემდე ეძებს – ნათესავს, ახლობელს, სიყვარულს... რას უსურვებდით მათ?

– ყველას ვუსურვებ, იმედი არ დაეკარგოთ, სჯეროდეთ სასწაულის და გამოიყენონ ყველა ვარიანტი, რაც მათ ახლობლების პოვნაში შეიძლება დაეხმაროს. შეიძლება, ერთი შეხედვით, ყველაზე რთული და წარმოუდგენელი ვარიანტი გამოდგეს შემდგომში სწორედ ის ერთადერთი გზა, რომელიც მათ ერთმანეთთან დააკავშირებთ. ყველაზე მთავარა, დაიჯერო და იწამო, რომ ღმერთი გიშველის და დაგეხმარება. აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი გულისხმიერი ადამიანები, ვინც მათ დაეხმარება. დიდი მადლობა თქვენ, ამ სასიკეთო საქმიანობისთვის.

ლუდმილა, მოხდა ისე, რომ თქვენ დასთან დაკავშირება მხოლოდ მისი მეზობლის საშუალებით თუ მოხერხდება, რადგან, როგორც გავიგე, მას არ აქვს ტელეფონი. ეს ბოლო კვირაა, რაც თქვენ მის მეზობელს ვერ უკავშირდებით. რას გრძნობთ?

– ძალიან რთულია, როდესაც ეძებ შენს ახლობელს წლების განმავლობაში და უცებ აღმოჩნდება, რომ რაღაც ელემენტარული მიზეზის გამო, ვერ უკავშირდები. მიძნელდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვიცი და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩემი დის ხმას გავიგებ. უბრალოდ, მოთმინება და ნებისყოფაა საჭირო. როდესაც პირველად ავკრიფეთ მისი მეზობლის ნომერი და ვერ გავედით, მე ძალიან განვიცადე. მთელ ოჯახი მამშვიდებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვერასდროს დავუკავშირდებოდი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ხანდახან გული მეუბნება, თითქოს ჩემი და განსაცდელშია. ჩემი ოჯახის წევრები და დანარჩენი დედმამიშვილები რომ არა, ალბათ, ამას ვერ გავუძლებდი. იმედი მაქვს, სატელეფონო კავშირი მალე დამყარდება და ჩვენ დაველაპარაკებით ერთმანეთს. მთავარია, რომ ის ვიპოვეთ და ცოცხალია. მთელი ჩვენი ოჯახის სახელით გიხდით დიდ მადლობას, რომ და მაპოვნინეთ.


скачать dle 11.3