კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წვრთნიდა წლების განმავლობაში საკუთარ თავს გოდერძი შარაშია და რატომ ასოცირდება ის ნავიან მასწავლებელთან

„ძალიან მიყვარს ჩემი გმირები, ყველასთან ვმეგობრობ, მეგობრობაც განსხვავებული იციან. ესენი მიწიერი ადამიანები არიან. საოცრად სუფთა ურთიერთობები იციან. ამბები, ძირითადად, რეგიონებში ხდება და იქ ხშირად რომ იარო, მიხვდები: სულ სხვა სამყაროა, სხვანაირად უხდიან ერთმანეთს მადლობას, უყვართ, ცდილობენ, სხვას დაეხმარონ. მათი შემყურე მივხვდი, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა მოითმინოს: ბედნიერებაც, უბედურებაც, სიხარულიც, ტკივილიც. დღეს თუ არა, ხვალ ამას აუცილებლად შეძლებ, მთავარია, მოინდომო“, – ეს სიტყვები ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას ეკუთვნის, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტია, გადაცემა „იმედის გმირებისთვის“ თავის კოლეგებთან ერთად, არაჩვეულებრივი ადამიანების, ჩვენი დროის ცოცხალი გმირების შესახებ ფილმებს იღებს.

 

გოდერძი შარაშია: სამი ტელევიზია გამოვიცვალე, ბევრ გადაცემაზე, თითქმის ყველა თემაზე ვმუშაობდი და ნელ-ნელა ვწვრთნიდი საკუთარ თავს. პროფესიით არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ თუკი რამე ტელეკომპანია, სააგენტო არსებობს, რომლებიც ამ სფეროში ამინდს ქმნიან, აბსოლუტურად, ყველგან მაქვს გავლილი სტაჟირება. მომწონს, როცა ქუჩაში მცნობენ, მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ხიბლში ვვარდები, უბრალოდ, ამით ვხვდები ადამიანების რეაქციებს, არიან თუ არა ისინი კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ. „ჟურნალისტის დღიურში“ გავაკეთე გადაცემა დაკარგულებთან დაკავშირებით. ამ გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, სამარშრუტო ტაქსიში ავედი და ორმა ასაკოვანმა ქალბატონმა ერთმანეთს უთხრა: ამის ფულს მე გადავიხდიო, თან, გადაცემაზე საუბრობდნენ. ტელეკომპანიასთან რომ მივედი, ორივეს ფული გადავიხადე, შოკში ჩავარდნენ. ის, რომ ადამიანები ჩემს გადაცემას უყურებენ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გადაცემა „იმედის გმირები“, რომელზეც დღეს მე ვმუშაობ, ერთ-ერთი რეიტინგული და საინტერესოა. „ჟურნალისტის დღიური“ ყველაზე მეტად მიყვარდა, მაგრამ დღეს, როდესაც რეგიონებში ჩავდივარ, მეუბნებიან: თქვენ ის არ ხართ, ნავიანი მასწავლებელი რომ გადაიღეთო. ნავიანი მასწავლებელი ამ გადაცემასთან ასოცირდება. ხალხს გადაცემის მიმართ დიდი სიყვარული აქვს, რადგან ეს ადამიანები მათი საზოგადოების წევრები არიან და არა ისინი, რომლებიც სულ ეკრანზე, ყველა გადაცემაში ჩანან. როდესაც უცნობი ადამიანის გმირობაზე ყვები, რის გაკეთებაც საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია, ეს ხალხს მოსწონს. ეს არის გადაცემა, სადაც ერთი ადამიანი მეორეს კი არ კლავს, არამედ მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის. ამ ადამიანებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მე, ავტორი, ვერაფრით ვხსნი, რატომ აკეთებს ის ამას. თავად გმირმაც არათუ არ იცის, ამას რატომ აკეთებს, არამედ, როცა უთანხმდები და იღებ, გეკითხება: რა საჭიროა, მე ხომ არაფერი გამიკეთებიაო. ნავიან მასწავლებელს სამი-ოთხი დღე ვიღებდი. წამოსვლისას მითხრა: კი მაგრამ, რატომ გადამიღეო. წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ და ახლაც უკვირს, რატომ გადავიღე, რატომ არის გმირი. შეუძლებელს აკეთებს ძალიან გამხდარი, სუსტი ქალი. მისი სიძლიერე მკლავებში კი არა, მის სულში, სხეულშია. არ გეგონოთ, რომ მაღალი ხელფასი აქვს, ან ნავით ბავშვების გადაყვანაში ვინმე უხდის ფულს. როდესაც პრივატული საღამო გვქონდა, პერფორმანსი დავდგით: ხალხის წინაშე „ივენთ ჰოლში” თოკით გამოვიყვანე ნავი, რომელზეც მარიამ მასწავლებელი იჯდა. მას რამაზ ნიკოლეიშვილმა გადაცემის გასვლის შემდეგ „ნივა“ აჩუქა. როდესაც მან ეს თქვა, მე უცებ აზრად მომივიდა მეკითხა: ახლა „ნივით“ დადიხართ? მიპასუხა: ნურას უკაცრავად, ზამთარში „ნივით“ დავდივარ და როგორც კი მდინარე გალღვება, ისევ ნავით ვივლიო... ფილმს ოთხი დღე ვიღებდი და მხოლოდ მეოთხე დღეს გავიგე, რომ ცურვა არ იცოდა. ერთ-ერთი გადაღებისას, ბავშვებთან ერთად მდინარეზე ნავით გადადიოდა, ნავი ოდნავ ამოყირავდა. ნაპირზე რომ გადავედით, ვუთხარი: კინაღამ წყალში ჩავარდით-მეთქი. და მაშინ მითხრა: რა მეშველებოდა, ცურვა არ ვიციო. სამსახურში რომ დავბრუნდი, დიდი ბჭობა იყო იმაზე, გადაცემაში ეს უნდა ჩამესვა თუ არა. ბოლოს მაინც ჩავსვი. ასეთი ისტორია იყო: ერთხელ, როდესაც ნავით გადადიოდა, ქარი ამოვარდნილა. მეზობელი ბიჭი ყვებოდა, ვერავინ გავბედეთ წყალში შესვლა და ვფიქრობდით, რას იზამს მარიამ მასწავლებელიო. ტალღებმა ხან იქით მიახეთქა, ხან – აქეთ, მაგრამ ნავი დაიმორჩილა და გამოიყვანა. ყველანი ტაშს ვუკრავდით. ეს გადაცემა ეთერში რომ გავიდა, მამუკა არეშიძემ, რომლის აზრს დიდ პატივს ვცემ, დამირეკა და მითხრა: ბოლოს რომ თქვა, ცურვა არ ვიცი, ამას ვერასდროს გაპატიებო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უნდა ყოფილიყო ეს ფრაზა. ასეთი საინტერესო ისტორია ბევრია ჩვენს გადაცემაში. მარიკა ბაკურაძის ველოსიპედიანი ექთანი გოგონა, რომელსაც არავინ ეხვეწება, ხელფასს არ იღებს ამაში, მაგრამ შინ ჯდომას, ურჩევნია, სოფელს მოემსახუროს. მზე და მთვარე ამოსდით მასზე. ვინმეს რამე სჭირს თუ არ სჭირს, ყველას ეკითხება: რამე ხომ არ გაწუხებს, მოვალ, მოგეხმარებიო.

– ამ ადამიანების პოვნა რთულია?

– პროდიუსერები მუშაობენ თემებზე, მეც ყველანაირი სოციალური ქსელი ღია მაქვს. საღამოს, როდესაც „ფეისბუქზე“ შევდივარ, უცნობი ადამიანების მიერ დაწერილი დაახლოებით 4-5 ისტორია მხვდება. ამას წინათ გამომიგზავნეს 90 წლის ქალბატონის ისტორია. მას არაჩვეულებრივი ბიოგრაფია ჰქონდა. სანიმუშო ქალბატონია, კარგი ისტორია აქვს, მაგრამ არა – საგმირო. ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ. მაგალითად, გურული მეხანძრე. ოზურგეთში უნდა აფეთქებულიყო ბენზინის ავზები. გაიყვანეს მოსახლეობა, მთელ რაიონს გადაწვა ემუქრებოდა. ელოდებოდნენ, როდის აფეთქდებოდა. უცებ, ხედავენ ცეცხლმოკიდებული ავზებიდან გამოდის კაცი, რომელიც აეფარა ავზს, საიდანაც ბენზინი გამოდიოდა და გადაკეტა. ეს არ არის გმირობა? ასეთ ადამიანებს ვიღებთ ჩვენ. თან, ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. ფილმში მას ვერაფერს მოვაკლებთ და ვერც დავამატებთ, მერე ვინმემ რომ არ თქვას: ეს ასე იყო, ან ისეო. რაჭაში, სოფელ სომიწოში, 15 კომლიდან მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, შემოდგომაზე იქიდან 14 მოდის და რჩება მხოლოდ ფირუზ კობერიძის ოჯახი: მეუღლე, შვილი და პოლონელი რძალი. თოვლი რომ მოდის, გზა იკეტება. ფირუზი ურეკავს ყველას: რამე ხომ არ გინდათო. შემდეგ შეაბამს ხარებს, დატვირთავს ურემს პროდუქტით, ჩააქვს ონამდე და იქიდან „მარშრუტკებით“ უგზავნის ამ ხალხს. გაზაფხულზე ყველას დათესილი ხვდება კარტოფილი, სიმინდი, ლობიო... ანიავებს მათ სახლებს, ყველა სახურავს წმენდს თოვლისგან. ამას რატომ აკეთებს? ისედაც ზამთარში მარტოა და რომელიმე სახლის სახურავი რომ ჩაიმტვრეს, ზაფხულშიც აღარ ამოვლენ. მაშინ მის ცხოვრებას რაღა აზრი ექნება. მთელ სოფელს უვლის ერთი კაცი. თან, რომ ამოდიან, თითო კვირის სამყოფი ყველი აქვს ყველას, რძე, დაკონსერვებული საჭმელი, კარტოფილი, სიმინდი ხომ ისედაც აქვთ. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ადამიანი გმირი არ არის, მასზე უკეთეს რამეს აკეთებს, მომწეროს და გადავიღებ. თუ არადა, საზოგადოებამ მადლობა მაინც უნდა უთხრას მას იმისთვის, რომ არსებობს და ამაგრებს იმ სოფელს, საქართველოს. საინტერესოა 74 წლის ექთანი ქალის ისტორია, რომელიც ცხენით დადის ომალოში, ორი მთის იქით. როგორ შეიძლება, ამ ადამიანისგან რამე არ ისწავლო? თუ არ სწავლობ, ესე იგი, შენგან არაფერი გამოვა.

– როდესაც „იმედის გმირების“ გამარჯვებული გამოავლინეს, 11-იდან 5 შენი გმირი იყო.

– არაჩვეულებრივი ჟიური გვყავდა, საზოგადოების მიერ გამორჩეული 11 კაცი. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, გვეკითხებოდნენ: ეს ისეთი საპასუხისმგებლოა, მართლა შეგვიძლია, ჩვენ გამოვავლინოთ გამარჯვებულიო... ყველას გავუგზავნეთ 40 ისტორია და თავიდან უყურეს. შემდეგ კინო „რუსთაველის“ დარბაზში ქულების საჯაროდ დაწერა იყო. ჩემი გმირები ძალიან მიყვარს, 11-დან 5 ჩემი გმირი იყო, მაგრამ მინდოდა, თერთმეტივე ჩემი ყოფილიყო. ისევე, როგორც მარიკა ბაკურაძესა და ნინია ახვლედიანს უნდოდათ. ძალიან დამწყდა გულში, რომ 11-ში არ მოხვდა ნინია ახვლედიანის გადაღებული გურული მეხანძრე, მარიკას ველოსიპედიანი ექთანი, მაგრამ ჟიურიმ ასე გადაწყვიტა. თუმცა, ძალიან გამიხარდა, რომ გაიმარჯვა მადინა შიუკაევამ, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სოფელი კნოლევი გადაწვას გადაარჩინა. ჩემი მხრიდან იყო წარდგენილი გეორქ საგოიანი. ორივე ომის გმირი იყო, მაგრამ ეს არის კაცი, თან პატრულის სხვა ეკიპაჟის წევრებთან ერთად იყო. ის კი მაინც ქალია, ეროვნებით ოსი, დონაძეების დედა. როდესაც ყველამ დატოვა სოფელი, ის მოხუცებს ინახავდა სარდაფში, რომელსაც ზემოდან ლეიბები და საწოლები დაადგა. პურს ისე აცხობდა, კვამლი არ ამოსულიყო. შეუძლებელი გააკეთა. გარანტია არ ჰქონდა, რომ ოსები მას არ მოკლავდნენ. როგორც თავად ყვებოდა: როდესაც სახლების გადაწვა დაიწყეს, მიხვდა, რომ მათ უბნამდეც მივიდოდნენ და მათთან მოუწევდა შეხვედრა. კართან დახვდა, უცებ ორი სახე ეცნო, რომლებიც მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. არც იმათ შეიმჩნიეს და არც ამან, რადგან იქ რუსებიც იყვნენ. მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა ოსურად: ოსი ვარ და თუ უნდა გადაწვათ, ჩემი სახლიდან დაიწყეთ და მე დაგელოდებითო. ყველანი შეტრიალდნენ, ჩასხდნენ და გაბრუნდნენ. იმდენად მნიშვნელოვანი ფრაზა უთხრა: ჩემი სახლიდან დაიწყეთო. შემდეგ იხსენებდა: როდესაც პირველად მოხუცებთან მივედი და ვუთხარი: ისინი წავიდნენ, ჩვენ გადავრჩით-მეთქი, მხოლოდ მაშინ არ მაკანკალებდა, სამი თვე, ამ ემოციამ არ გამიარა. ყველაფერზე შიში მეუფლებოდა და სამი თვე მაკანკალებდაო. დაუფასებელია იმ ადამიანების გმირობაც, ვინც სამშობლოს შესწირა თავი. ჩემი აზრით, წიგნი „გმირები“ სკოლებში დამატებით წასაკითხი უნდა იყოს, ამ სახეებს უნდა იცნობდეს ქართული საზოგადოება. მიხარია, რომ ცოცხალთა შორისაც არსებობენ გმირები და იმედი მაქვს, ეს გადაცემა კიდევ გაგრძელდება.

 

 

скачать dle 11.3