კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ანა ჯაკი საფრანგეთში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და რა პრობლემების გადატანა მოუხდა მას

ალბათ‚ ყველას ახსოვს მხიარული, ენერგიული, ხალისიანი და მუდამ ფორმაში მყოფი, მომღერალი – ანა ჯაკი, რომელიც უკვე 5 წელია‚ საფრანგეთში ცხოვრობს. ის საქართველოდან საფრანგეთში შვილთან და ფრანგ მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, ამ 5 წელში ანამ ბევრი ტკივილი, პრობლემა გადაიტანა... რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა... დარჩა მარტო უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანების გარემოცვაში. თუმცა, ამან ანა კიდევ უფრო გააძლიერა, ცხოვრება ნულიდან დაიწყო და დღეს ის თავის 12 წლის მშვენიერ ვაჟკაცთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობს და კიდევ უფრო ენერგიულად, ხალისიანად და მომხიბლავად გამოიყურება.

 

ანა ჯაკი: უკვე 5 წელია‚ საფრანგეთში ვცხოვრობ. რომ გავთხოვდი, საკმაოდ აქტიური ვიყავი, მაგრამ მერე‚ აქ რომ ჩამოვედით‚ სახლში ჩავჯექი, რადგან მეუღლე ბევრგან არ მიშვებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, საერთოდ შოკში ჩავვარდი, ძალიან ცუდად ვიყავი... მაგრამ ერთ დღესაც‚ ჰოპ! და თავში მომივიდა აზრი, მოდი‚ სტუდიაში დავრეკავ-მეთქი. კონტაქტები მქონდა, ადრე კონკურსებშიც გამოვდიოდი. ფრანგულ კონკურსში  ჩემი რუსული სიმღერებით და ქართული სიმღერით ერთი თვის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავი. ორჯერ გავედი ფინალში, პარიზში უნდა წავსულიყავით, მაგრამ შემდეგ მეუღლე გარდაიცვალა... სიმღერები ყოველთვის თავისთვის მოდის. როცა „სტრანნად” ვარ‚ მაშინ ვწერ მუსიკას... ბოლო სართულზე ვცხოვრობ, „კარლსონა” ვარ. როცა წვიმს‚ ჩემი ფანჯრის მინებს ლამაზად აწვიმს. რამდენიმე დღის წინ წვიმდა, უცებ დავჯექი პიანინოსთან‚ დავწერე სიმღერა და დავურეკე სერჟ გაბონს, რომელიც ჩემს მუსიკაზე ტექსტს წერს ხოლმე, მოდი, სერჟ, მუსიკა დავწერე-მეთქი, მოისმინა და მეორე დღეს მოვიდა ტექსტით. საქართველოდან ჩემმა მეგობარმა ჩემი სიმღერის არანჟირება გამომიგზავნა, ძალიან ლამაზია. კიდევ ველოდები სხვა რაღაცეებს, რომ შევაგროვო, მაკეტებს ვაკეთებ. ჩემი სიმღერებით ხშირად ინტერესდებიან რეპერებიც. ვნახოთ‚ არ ვიცი, რა იქნება, რაღაცას აუცილებლად ვიზამ. სტუდიაში‚ სადაც ვმუშაობ, ყველაფერს ძალიან კარგი ხარისხით მიკეთებენ. არ არის გამორიცხული‚ სხვასაც დავუწერო – და შეასრულოს ჩემი სიმღერა. ამაზეც მიფიქრია. მაგრამ ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ეს რაში მჭირდება, რადგან სხვა ინტერესებიც გამიჩნდა. მარტო რომ ხარ, შეგიძლია იქ წახვიდე, აქ წამოხვიდე, მაგრამ‚ როცა შვილი გყავს, მას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, თან უკვე 12 წლისაა. როდესაც დედა ხარ, სხვა ვალდებულებები გაქვს, იქ შენი თავისუფლება მთავრდება..

– რა ჟანრში იქმნება შენი ახალი სიმღერები?

– ადრეც სულ სხვადასხვა ჟანრში ვმღეროდი, მაგრამ უფრო მეტად როკის მოყვარული ვიყავი. ახლაც ასეთი სიმღერები მაქვს, ცოტა სევდიანიც. მაგალითად, ერთს ჰქვია „უშენოდ”. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ვფიქრობ, ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა. სერჟმაც ლამაზი სიტყვები დაწერა. აქ არის ერთი ორგანიზაცია, სადაც ჩემი მაკეტები, სიმღერები მაქვს ჩაბარებული და როდესაც სიმღერა რადიოში დატრიალდება, შენს პროცენტებს აიღებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რობერტ ვარდიძეს, რომელიც ძალიან მაგარი გიტარისტია. ლამაზი არანჟირება გაუკეთა ჩემს სიმღერას‚ „მომეცი საბაბი”. აქ ძალიან მოეწონათ. როცა ეს სიმღერა გამოვა, ისიც, ისევე როგორც მე, პროცენტებს აიღებს, უკვე მოვაწერე ამაზე ხელი. ერთ-ერთი რადიოდან მელოდებიან ინტერვიუზე, მაგრამ არ ვიცი, თავს ვიკავებ, ჩემი აქცენტის გამო. მომავალ კვირას‚ ალბათ‚ ჩემი სიმღერით მივალ. ქართული სიმღერები ძალიან მოეწონათ. ქართულ ენაზე მითხრეს – რა ლამაზი ყოფილაო. 

– დღესაც კითხულობენ ადამიანები: სად დაიკარგა ანა ჯაკი, რა კარგად მღეროდა, ნეტავ, ახლა რას აკეთებსო. ასე რომ‚ საქართველოში შენ მიმართ ისევ არის დიდი ინტერესი. 

– მადლობელი ვარ ყველასი, ვინც თავის დროზე მგულშემატკივრობდა. აქ კათოლიკური ეკლესიის შენობა იქირავეს და მართლმადიდებლური ეკლესია გააკეთეს. მამა იანიკი წირავს, რომელიც ფრანგია, კათოლიკე იყო და მართლმადიდებლად მოინათლა. ჩემი შვილიც ეხმარება ხშირად. როდესაც ქართველები მოდიან და მცნობენ, სულ მიკვირს. საფრანგეთში ისე ვარ, როგორც სხვები: სახლიც მაქვს, მანქანაც ვიყიდე, მაგრამ ეს ყველაფერი თავად გავაკეთე. მანამდე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ეს ყველაფერი მეყიდა და ჩემი შვილისთვის არაფერი მომეკლო. 

– საფრანგეთში ცხოვრებას ადვილად შეეგუე?

– საფრანგეთი მოდის, სიყვარულის ქვეყანაა – რომანტიკული. მე სადაც ვცხოვრობ, ეს არის ობელიქსისა და მუშკეტერების ადგილი, ძალიან საინტერესო და ლამაზია. აქ ყველა გიღიმის, ამას მაშინაც მიჩვეული ვიყავი, როდესაც უცხოეთში დავფრინავდი. რთული იყო ყველაფერთან შეგუება, სხვანაირი კულტურა აქვთ, სხვანაირად ცხოვრობენ, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს შევეგუე. თბილისში არასდროს ვყოფილვარ ცუდად, საერთოდ არსად ემიგრირებას არ ვგეგმავდი. დავფრინავდი, მქონდა ყოველთვიური ხელფასი, ვმღეროდი, მყავდა მეგობრები, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ისე შემაყვარა საფრანგეთი, გადავწყვიტე‚ მასთან ერთად წამოვსულიყავი. ხომ გაგიგია: „სე ლა ვი”. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი. აქ იმდენი პრობლემა შემხვდა, მართლაც ნულიდან დავიწყე ცხოვრება. თბილისში კი ყველაფერი მქონდა. ძლიერი უნდა იყო, რომ ამას გაუძლო. სულ მახსოვს ჩვენი პატრიარქის სიტყვები: ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ყოველდღე ამ სიტყვებს ვიმეორებდი და ეს უფრო მეტად მაძლიერებდა. 

– შენ და შენი მეუღლე თბილისში გამორჩეული წყვილი იყავით, სადაც მიხვიდოდით, ყველა თქვენზე ლაპარაკობდა. 

– ალბათ‚ იმიტომ რომ ფრანგი იყო. სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით. მას ძალიან უყვარდა საქართველო, მაგრამ როდესაც საფრანგეთში ჩამოვედით,  ჩაიკეტა – თავის პერსონა დაკარგა, რადგან აქ სულ სხვანაირი ცხოვრებაა, უნდა მიეჩვიო. სამწუხაროდ‚ გაუჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. მერე საავადმყოფოები... ბოლოს გარდაიცვალა... ამაზე საუბარი მიჭირს, რადგან ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, დახურული მაქვს. მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც ამის შესახებ არაფერი იცის და ბევრ სისულელეს ამბობს, მხოლოდ მე ვიცი‚ სინამდვილეში რა მოხდა, ისინი კი ჰაერზე ლაპარაკობენ. ამიტომ ტყუილად ნუ დახარჯავენ ენერგიას.

– მეუღლე გარდაგეცვალა, უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანების გარემოცვაში მარტო დარჩი. ალბათ‚ მაშინ ყველაზე რთული პერიოდი გქონდა.

– ახლა უკვე მყავს მეგობრები, მაგრამ მაშინ მართლა არავინ მყავდა. აქ არის ორგანიზაცია, რომელიც მარტოხელა ქალებს ეხმარება. რადგან ოფიციალურად ვიყავი გათხოვილი, ამიტომ ბინა გამომიყვეს, ყველაფერში დამეხმარნენ. არადა, მე უკვე ჩემოდნები მქონდა ჩალაგებული, საქართველოში მოვდიოდი, მაგრამ ქართველმა მეგობრებმა არ გამომიშვეს, იმ ორგანიზაციაში მიმიყვანეს. ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, ჩემი შვილი უკვე ისე კარგად ლაპარაკობს ფრანგულად, აქცენტიც არ აქვს. თან‚ უკვე თავისი მეგობრები ჰყავს. თუკი რამეს ვაკეთებ, ეს მისთვის არის. მთავარია, რომ კარგად სწავლობს. თუ ცუდად ისწავლის მისი ოთახიდან ყველაფერი გამომაქვს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თითი რომ გამეჭრას‚ ისეთივე ფერის სისხლი გამომივა, როგორიც სხვას. უცხო ვიყავი ამ ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ენაც არ ვიცოდი. ჩემი მეუღლე სულ ინგლისურად მესაუბრებოდა. ჯერ რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად, შემდეგ აეროპორტში – ასე გამეზარდა „სივი”. ახლა სტუდიაში ვარ, ბავშვებს ვოკალში ვამეცადინებ, როცა რომელიმე კონკურსზე მიდიან. კიდევ ვგეგმავ რაღაცეების გაკეთებას, ბიზნესისთვის აქ უფრო კარგი გარემოა. სიმღერაზე არასდროს მითქვამს უარი, უბრალოდ‚ იყო პერიოდი, საერთოდ გაჩუმებული ვიყავი. არადა‚ როგორც წესი, როცა ჩუმად ვარ, მაშინაც ვმღერი. შეიძლება‚ ვინმემ გითხრას: მესმისო, მაგრამ არავის შეუძლია შენი ტკივილის გაგება, ისევე‚ როგორც მე ვერ გავიგებ სხვის ტკივილს. ამბობენ‚ ტკივილი აძლიერებს ადამიანსო... აძლიერებს, მაგრამ ზოგჯერ მინდა‚ რომ არ ვიყო მაგარი, ვიყო ჩვეულებრივი ქალი, ცოტა სუსტი.

– შვილისთვის‚ ალბათ‚ სულ გაქვს დრო.

– აქ არის ასეთი კანონი: როდესაც შვილი პატარა გყავს, შეგიძლია შუადღემდე იმუშაო და შემდეგ მთელი საღამო თავისუფალი გაქვს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ისე ხომ არ გავჩერდები, ასეთი პრინცი მყავს სახლში. მივდივართ ერთად ხან პლაჟზე, ხან პარკებში, კარგად ვერთობით. ყველაზე ცუდი ნიშანი მუსიკაში აქვს, არადა‚ ლამაზი ხმა აქვს. უბრალოდ‚ არ უყვარს. უფრო ადვოკატობაზე, ნოტარიუსობაზე ფიქრობს. თან‚ მეგობრებთან ერთად ჰიპ-ჰოპის ცეკვა დაიწყო.

 ბოლოს, მინდა‚ თქვენი ჟურნალის საშუალებით‚ ყველა მოვიკითხო საქართველოში: დიდი სიყვარული, სიხარული, ჯანმრთელობა ვუსურვო. ღმერთმა დაგლოცოთ და რაც უნდა მოხდეს‚ გისურვებთ: სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ!

 

 

скачать dle 11.3