კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– გაიგე? ზურა ვერ უცნიათ და მაგრად უცემიათ. – კიდევ კარგი‚ ვერ იცნეს...

 

 

***

„კამასუტრა“ გზამკვლევი რუკასავითაა – გზაში მის წასაკითხად არ გცალია.

***

– ექიმო‚ მერიდება გითხრათ...

– ნუ ნერვიულობთ‚ მოყევით‚ ჩვენთან, ფსიქიატრებთან‚ ყველაფერის თქმა შეგიძლიათ.

– კარგი... მეჩვენება‚ რომ სამსახურში უკან ყოველთვის უცხო ხალხი მომყვება...

– ო‚ სერიოზული ამბავია‚ მაგრამ ვფიქრობ‚ განკურნებას შევძლებ... სად მსახურობთ?

– მუზეუმში... ექსკურსიამძღოლად ვმუშაობ.

***

– გოგონა‚ თქვენ ყურზე დათვმა დაგაბიჯათ?

– სხვათა შორის‚ შესანიშნავი სმენა მაქვს.

– სმენა რა შუაშია‚ თქვენს ყურებს შეხედეთ!

***

ხალხური ნიშანი: თუ ძაღლები გარბიან და, თან, ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სწრაფად, ესე იგი, სადმე ახლოს კორეელია.

***

დაქორწინებული ვიყავი და სულ მიკვირდა‚ სად მიჰქონდა ჩემს ცოლს ფული. უკვე ორი წელია, განქორწინებული ვარ და ახლა ვფიქრობ‚ საიდან მოჰქონდა...

***

განცხადება:

„სახლიდან მაღაზიაში გავიდა და არ დაბრუნებულა სიდედრი. მპოვნელს ვთხოვ‚ დააბრუნოს ლუდი“.

***

რაც მეტი ვიცი, მით მეტი მავიწყდება; რაც მეტი მავიწყდება‚ მით ნაკლები ვიცი; რაც ნაკლები ვიცი‚ მით ნაკლები მავიწყდება; რაც ნაკლები მავიწყდება‚ მით მეტი ვიცი....

***

როდესაც იტალიელმა გამოიგონა ვიოლინო‚ ქალზე ფიქრობდა; როდესაც ფრანგმა გამოიგონა არფა‚ ისიც ქალზე ფიქრობდა... რაზე ფიქრობდა ის‚ ვინც ბალალაიკა გამოიგონა?

***

ადრე ვფიქრობდი‚ რომ საშინელება გაკვეთილების სწავლაა... ახლა მივხვდი‚ რომ ყველაზე საშინელება გაკვეთილების სწავლაა... შვილებისთვის.

***

– მაგარი ჭკვიანი მყავხარ‚ დღესაც 10 ათასი დოლარის დახარჯვა მოახერხე! – უთხრა აღფრთოვანებულმა ქმარმა ცოლს და ყალბი ფულის კიდევ ერთი დასტა გაუწოდა.

***

ინდიელთა ცხოვრებიდან:

– მისმინე‚ შვილო... თუ თეთრკანიანი ქალი ოდესმე გეტყვის: შენს ხელში ვარ და რაც გინდა‚ ის ქენიო, ნუ იჩქარებ მისთვის სკალპის ახდას.

***

– მითხრეს‚ ძუნწი ორმაგად იხდისო... წავალ ძუნწთან სამუშაოდ.

***

რეკლამა:

„თუ  თქვენ თავისუფალი სახსრების დაბანდების პრობლემა გაქვთ‚ ჩადეთ ის ჩვენს ბანკში და მხოლოდ ერთი პრობლემა გექნებათ – მისი უკან მიღება!“

***

ფრანგს და რუსს ჰკითხეს‚ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნება რა არისო.

– ჭიქა ყავა სექსამდე და სიგარეტი – შემდეგო, – უპასუხა ფრანგმა. რუსმა კი – „ვოდკა“ პროცესშიო.

***

– რას საქმიანობ‚ რით ცხოვრობ?

– ავეჯით ვვაჭრობ... სამწუხაროდ‚ ჩემი ავეჯით.

***

ებრაელს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ბოლო სიტყვის თქმის უფლება მისცა.

– შეიძლება‚ 10 წელი მომცეთ‚ ოღონდ‚ ციხეში  რომ დღეგამოშვებით ვიჯდე?..

***

მიხო ექიმის კაბინეტიდან‚ რომ იტყვიან‚ განადგურებული გამოვიდა.

– რაო? – ეკითხება შეშინებული მარო.

– რაო და, 24 საათის სიცოცხლეღა დაგრჩენიაო... 4 საათი უკვე გავიდა. მოდი‚ ყველაფრის პატრონი დედაც, ბოლოჯერ მოვეფეროთ ერთმანეთსა... 

გავიდა კიდევ ოთხი საათი. 

– მარო‚ 16 საათი დარჩა‚ მოდი ერთხელ კიდევა... 

4 საათის შემდეგ – ერთიც კიდევა... 4 საათი დარჩა... არა‚ მიხო‚ შენ რა გენაღვლება‚ გაჭიმავ ფეხებსა... მე კიდენა, ხვალ ასადგომი ვარ და ქვეყნის საქმე მექნება მოსაგვარებელი!..

***

ბინაში ტელეფონი რეკავს. ყურმილი ძაღლმა აიღო.

– ჰამ!

– ალო!..

– ჰამ!

– ალო‚ ვერაფერი გავიგე‚ ასოებით მითხარით!

– ჰამლეტი‚ ანასტასია‚ მირიანი...

***

– გამოკითხვაში‚ „როგორ უნდა ჩაიცვას ცოლმა‚ თუ ის თქვენთან ერთად წვეულებაზე ან თეატრში მიდის“‚ პირველ ადგილზე გავიდა პასუხი: „სწრაფად!“

***

ბგერის სიჩქარე საკმაოდ უცნაური რამაა: რასაც მშობლები 20 წლისას გეუბნებიან‚ შენამდე მხოლოდ 40 წლის ასაკში მოდის.

***

სოფლიდან ჩამოვედი‚ შევდივარ სახლში და მაგიდაზე წერილი მხვდება: „ქალთან ვარ‚ მალე დავბრუნდები“.

ვზივარ და ვფიქრობ: „ქმარია თუ შვილი?..“

***

იაპონელებმა ისეთი სწრაფი ფოტოაპარატი გამოიგონეს‚ რომ ქალის გადაღება დახურული პირითაც შეიძლება.

***

სვანი ქალაქში საქმეზე ჩამოვიდა. სადგურში ძმაკაცი დახვდა. ჯერ შინ წავიდეთ‚ დაისვენე და მერე გააკეთე ეგ შენი საქმეო და გაჩერებაზე დადგნენ.

– აი‚ ჩემი მარშრუტკაც მოვიდა...

– რა ვიცი‚ წუწუნით ამიკელი‚ მიჭირსო‚ არადა, საკუთარი მარშრუტკა გქონია...

***

– უკვე გავიდა? დავაგვიანეთ... – ნაღვლიანად გააყოლეს თვალი ნოეს კიდობანს დინოზავრებმა.

***

რაჭველი აბანოშია‚ საერთო განყოფილებაში. უცებ წინ ხელი აიფარა და უხერხულობისგან გაწითლდა:

– გლახა რამე არ იფიქროთ‚ ბოშო‚ გუშინ პორნოჟურნალს ვათვალიერებდი და...

***

გაცნობა ინტერნეტით:

გოგონა: ლამაზი ხარ?

ბიჭი: იმდენად მორიდებული ვარ‚ რომ „კის“ ვერ გეტყვი‚ მაგრამ, იმდენად ლამაზი‚ რომ „არაც“ არ შემიძლია, ვთქვა.

***

– დახეული შარვალი‚ დახეული „მაიკა“. ერთი სული მაქვს, დახეული ნასკების მოდა როდის შემოვა... – წუწუნებს მარო.

***

ცნობილი ფიზიოლოგის‚ პავლოვის საიუბილეოდ, დიდ მეცნიერს ძაღლის ძეგლი დაუდგეს.

***

– პრეზერვატივი სულაც არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას – ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა და მაინც ავარიაში მოყვა.

***

– თუ შენ ფული გყოფნის‚ ესე იგი‚ წარმოდგენა გაკლია...

***

ტიპი შვილთან ერთად სიდედრის საფლავზეა.

– მამი‚ რატომ ადევს ბებიას საფლავს ასეთი დიდი ფილა?

– რომ არ ამოძვრეს‚ შვილო...

***

– არ დაიჯეროთ‚ რომ ამბობენ‚ კაცები მარტო სექსზე ფიქრობენო... ისინი ჭამაზეც ბევრს ფიქრობენ.

 

скачать dle 11.3