კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბანქოს მწარმოებელი იაპონელი ჰიროში იამაუჩი მილიარდერი და რა საერთო აქვს მის „ნინტენდოს“ საბჭოთა „ელექტრონიკასთან“


10-15 წლის წინ მსოფლიოში ნამდვილი ბუმი იყო სათამაშო კომპიუტერებთან დაკავშირებით. „დენდი“, „ნინტენდო“, „სიუბორი“, „გეიმ ბოი“... მილიონობით ბავშვისათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მსგავსი სათამაშოს ქონა ნამდვილი დღესასწაული იყო, მაგრამ მაშინ ბევრმა ალბათ არც კი იცოდა, რომ ამ კომპანიებიდან ყველაზე ცნობილი და აღიარებული, იაპონური „ნინტენდოს“ შექმნის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდს უკავშირდებოდა, ხოლო მისი პრეზიდენტი ჰიროში იამაუჩი დღემდე ითვლება ყველაზე მდიდარ იაპონელ ბიზნესმენად. „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა რეიტინგში ამომავალი მზის ქვეყნის შვილი, იამაუჩი, 110-ე ადგილზეა მილიარდერთა სიაში განთავსებული და მისი ქონება 4,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო სამშობლოში ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად ითვლება.

ჰიროში იამაუჩი 1927 წელს კიოტოში დაიბადა. ბავშვობიდან ოცნებობდა უნივერსიტეტში იურისპრუდენციის შესწავლაზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მას სწავლის გადადება მოუწია და, იმის გამო რომ, ჯარში მსახურობა მისთვის ასაკის გამო არ შეიძლებოდა, ის სამხედრო ქარხანაში მუშაობდა. 1945 წელს, ომის დასრულებისთანავე, ჰიროში ვასედას უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. ჰიროშის ბაბუა სათამაშო ბანქოს მწარმოებელ კომპანია „ნინტენდოს“ პრეზიდენტი იყო და, ვინაიდან ჰიროშის მამა წასული იყო ოჯახიდან, კომპანიის მემკვიდრედ ჰიროში ითვლებოდა. 1949 წელს ბაბუას ინსულტი მოუვიდა და კომპანიის სათავეში მისი ახალგაზრდა და ენერგიული შვილიშვილი მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: იგი უნდა ყოფილიყო იამაუჩების გვარის ერთადერთი წარმომადგენელი „ნინტენდოში“ და ამის გამო მისმა ახლო ნათესავმა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა. კომპანიის მეთაურად დანიშვნიდან სულ ცოტა ხანში ჰიროშიმ საკადრო ცვლილებების გატარება დაიწყო, რამაც თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მოგვიანებით გაფიცვაში გადაიზარდა. მაგრამ ჰიროშიმ არ აუარა გვერდი არჩეულ კურსს და სამსახურიდან უამრავი ადამიანი გაათავისუფლა, მან კომპანიას ახალი სახელი „ნინტენდო კარუტა“ დაარქვა და კომპანიის ჰედ-ოფისი კიოტოს ცენტრში გადაიტანა.

ჰიროში იამაუჩი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პლასტიკატისგან დამზადებული ბანქოს კარტები შეიტანა იაპონურ ბაზარზე. დასავლეთიდან შემოტანილი კარტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოკერისა და ბრიჯის მოყვარულ იაპონელებს შორის და, ამ ფაქტის გათვალისწინებით, იამაუჩიმ ამომავალი მზის ტერიტორიაზე დაიწყო ბანქოს გამოშვება პლასტიკურ ქაღალდზე. 1959 წელს იამაუჩიმ და კომპანია „დისნეიმ“ კონტრაქტი გააფორმეს და „ნინტენდოს“ სათამაშო კარტების გარეკანზე „დისნეის“ მულტფილმების გმირების სურათების განთავსება დაიწყო. ამ გათვლამ გაამართლა და წელიწადში დაახლოებით 600 000 ათასი ბანქო იყიდებოდა, რომელთა უმეტესობას, რა თქმა უნდა, ბავშვები იძენდნენ. „დისნეისთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ჰიროშიმ ისევ შეუცვალა დასახელება კომპანიას და „ნინტენდო კომპანი ლიმიტედი“ უწოდა. შემდეგ მან საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა, სადაც ქალაქ ცინცინატიში ეწვია ამერიკაში ბანქოს მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიას „ფლეინგ ქარდს“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იამაუჩიმ ახალი ბაზრების ათვისება გადაწყვიტა და „ნინტენდომ“ ელექტრონული სათამაშოების გამოშვება დაიწყო. იამაუჩი დარწმუნებული იყო, რომ ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები თავის ადგილს იპოვიდნენ სათამაშოების სფეროშიც და მან დაიწყო აქტიური ჩართვა სათამაშო ბინზესის ინდუსტრიაში. იმ პერიოდში „ნინტენდოში“ მუშაობას იწყებს ლეგენდარული „გეიმ ბოის“ შემქმნელი განპეი იოკოი, რომელიც კომპანიაში მოსვლიდან სულ ცოტა ხანში იგონებს ახალ ელექტრონულ სათამაშოს, სინათლის პისტოლეტს „ნინტენდო ბიმ განს“. 1977 წელს გამოდის „ნინტენდოს“ პირველი სათამაშო სისტემა, „ზი ქოლორ ტივი 6“, რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდება ჩოგბურთის თამაში. იმ წელს კომპანიაში სამუშაოდ იწვევენ ელექტრონული თამაშების გამომგონებელს, ყველაზე ცნობილი თამაშის – „სუპერ მარიოს“ „მამას“ შიგერუ მიამოტოს. 1980 წელს „ნინტენდო“, იოკოსა და მიამოტოს დახმარებით, პირველ სათამაშო სისტემას, გასაყიდად უშვებს, რომელსაც „ელსიდი“ ეკრანი გააჩნია (თუ გაიხსენებთ, მსგავსი სათამაშო საბჭოთა კავშირშიც გამოდიოდა „ელექტრონიკის“ „ნუ პაგადი“). იმავე წელს „ნინტენდო“ მუშაობას იწყებს სრულიად ახალი სათამაშო სისტემის შექმნაზე, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა კარტრიჯიდან თამაშების ცვლა. სათამაშო კომპიუტერი „დენდი“ ნამდვილ რევოლუციას ახდენს სათამაშოების ინდუსტრიაში, ხოლო 1989 წელს გამოსული „გეიმ ბოი“ თავისი „ტეტრისითა“ და „სუპერ მარიოთი“, კომპანია „ნინტენდოს“ არნახულ პოპულარობას სძენს.

1990 და 2000 წლების დასაწყისში „ნინტენდოს“ დომინირება სათამაშო სისტემების სამყაროში ნელ-ნელა ეცემა, რადგან კონკურენციის გაწევა „სონისთვის“, რომლის სათამაშო მოწყობილობა „ფლეისთეიშენი“ გადატრიალებას ახდენს სათამაშო კომპიუტერების სფეროში, თითქმის შეუძლებელი ხდება. ამის მიუხედავად, კომპანია „ნინტენდო“ მაინც ინარჩუნებს მოწინავე კომპანიის სახელს სამ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ჰიროში იამაუჩი 2005 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას და მხოლოდ და მხოლოდ ასაკის გამო მოუხდა დაკავებული თანამდებობის დატოვება. მაგრამ იგი მაინც რჩება „ნინტენდოს“ აქციების საბაზისო პაკეტის მფლობელად, რაც მას ავტომატურად ხდის იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად.

  1947 წელს ჰიროში თავის ბავშვობის დროინდელ სიყვარულზე მიტიკო ინაბაზე დაქორწინდა და მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ. 1950 წელს მათ ეყოლათ ქალიშვილი იოკო, 1957 წელს კი მეორე ქალიშვილი ფუძიკო, ხოლო 1958 წელს – ვაჟიშვილი კაცუხიტო. მიუხედავად იმისა, რომ ჰიროშის არასდროს არ ჰყავდა ნანახი მამა, როდესაც 30 წლის ასაკში თავისი ნახევარდისგან შეიტყო, რომ მამამისი ინსულტისგან გარდაიცვალა, მასზე დამთრგუნველად იმოქმედა და მიტიკო იხსენებდა, რომ მისი მეუღლე ხშირად ტიროდა იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა, ენახა ცოცხალი მამა.

1990-იანი წლების დასაწყისში ამერიკულმა ბეისბოლის კლუბმა „სიეტლ მარინერსმა“ „ნინტენდოს“ ხელმძღვანელობას ინვესტორის მოძებნა სთხოვა იაპონიაში, რადგან კლუბის მფლობელები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდნენ და კლუბის და მთლიანი ინფრასტრუქტურის გაყიდვას აპირებდნენ. იმის ნაცვლად, რომ იამაუჩის ინვესტორები მოეძია, მან თვითონ შეიძინა კლუბი, თანაც ისე, რომ მანამდე არასდროს ჰქონდა ნანახი თამაში, სახელად ბეისბოლი. სხვათა შორის, მას შემდეგ ამერიკული ბეისბოლის კარი იაპონელი მოთამაშეებისთვისაც გაიღო.


скачать dle 11.3