კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

 

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 23 სექტემბერს, ჩემი რჩეული გოგონა კი 1982 წლის 9 მაისს. გვექნება თუ არა მომავალში კარგი ურთიერთობა და სასურველია თუ არა ოჯახის შექმნა? ასევე, მელის თუ არა წარმატება უცხოეთში?

პასუხი: ხუთბალიანი სისტემით თქვენი ურთიერთობა, შესაძლოა, ოთხი ბალით შევაფასოთ. თქვენთვის გაცილებით უკეთესია ურთიერთობა მშვილდოსნის ან ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. თუმცა, თქვენს რჩეულთან საოჯახო ურთიერთობა შესაძლებელია, სტაბილური იყოს. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი წარმატებების მისაღწევად აუცილებელი ფაქტორია. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ქუვეითი, სერბეთი, სლოვენია, საუდის არაბეთი, პორტუგალია, ბელგია, კანადა, საბერძნეთი.

კითხვა: დავიბადე 1966 წლის 23 სექტემბერს, ვარ წარუმატებელი. გთხოვთ მითხრათ, რა გავაკეთო, რომ პრობლემები ავიცილო თავიდან და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე და წარმატებების მომტანი ფაქტორებია, იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, სამშობლოს პატრიოტი; უნდა შექმნათ სტაბილური გარემო თქვენ ირგვლივ. იყავით მეტად წინდახედული და ფრთხილი, ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 15 მაისს, დილის 5 საათსა და 35 წუთზე. რომელ სფეროში მივაღწევ წარმატებებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია: ქალწულის, თხის რქის, კირჩხიბის ან მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის ნეიტრალურია, ხოლო ქვეყნებიდან მისაღებია: საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, ჩეხეთი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, კუნძულები – კორსიკა და სიცილია. თუ გადალახავთ წინააღმდეგობებს, ასევე, მისაღებია: ჩინეთის დასავლეთი ნაწილი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ეთიოპია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფოს ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, საიუველირო საქმე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სამასაჟო საქმე, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 13 აპრილს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მომავალში წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: ხელოვნების ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, პედაგოგიკა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სადალაქო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, არქიტექტურა, დიზაინი, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 9 თებერვალს, დილის 4 საათზე. რომელი პროფესიაა მისთვის ასტროლოგიურად მისაღები?

პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმე, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო ბიზნესი ან შემოქმედება, ასტროლოგია, ასტრონომია, სამეცნიერო კვლევა, საინჟინრო საქმე.

 

 

скачать dle 11.3