კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის განკარგულებით 100 000 ბანდიტი და ქურდი განადგურდა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ციხეებიდან პრაქტიკულად, ყველა დამნაშავე გამოუშვეს. დროებით მთავრობას მიაჩნდა, რომ მეფის რეჟიმის პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ჯიბის ქურდებმა არნახული მოხერხებულობა და ნიჭი გამოიჩინეს – გარეთ გამოსვლამდე არქივებს ანადგურებდნენ, ან  იპარავდნენ პატიმრების პირად საქმეებს. რა თქმა უნდა, მიზანი კვალის დაფარვა იყო. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამდე სრული ბაკქანალია სუფევდა. მოქალაქეები პროფესიონალი კრიმინალის ასეთი შემოტევისთვის მზად არ იყვნენ, აუცილებელი გახდა ქურდობის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოს შექმნა და 1918 წლის 5 ოქტომბერს, სათანადო ბრძანებულების საფუძველზე, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილება – „მური“ დაარსდა. ქურდული სამყარო სერიოზულად არ მოეკიდა მოსალოდნელ საფრთხეს, რადგან პოლიტიკური პერიპეტიების გამო, რუსეთის სამეფოს უშიშროებისა და პოლიციის პროფესიონალი თანამშრომლები, ან ემიგრაციაში იყვნენ გაქცეულები, ან დაჭერილები. ბუნებრივია, მათგან ბევრი დაიღუპა სამოქალაქო დაპირისპირებების დროს. არადა, ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც სახეზე ცნობდნენ ჯიბგირებს და მათთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. თითქოს რიგითი კრიმინალური თემა სახელმწიფო პრობლემად იქცა და სახალხო კომისართა საბჭოს სპეციალური ღონისძიებების ჩატარება მოუხდა ჯიბგირებთან საბრძოლველად. ერთ-ერთი მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული „მფრინავი რაზმი“, სადაც შემორჩენილი ძველი თანამშრომლები და „გამოსწორებული“ ქურდები შეიყვანეს. ისინი ქალაქში მოძრაობდნენ და კრიმინალისგან შეწუხებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ. მაგრამ, სახალხო კომისართა საბჭოში, შემდგომში კი საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ქურდული სამყაროს წევრებმა ალღო აუღეს ახალ მდგომარეობას და კარგად მუშაობდნენ ტრამვაიში, ავტობუსში... ერთი სიტყვით, ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქურდებისა და ჯიბგირების რაოდენობის ზრდაც გამოიწვია. ეს პერიოდი ყველაზე რთული სამძებრო სამსახურის თანამშრომლებისთვის იყო – ისინი, ერთი მხრივ, პროფესიონალი კრიმინალების შეტევებს ებრძოდნენ, მეორე მხრივ – ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკას. განსაკუთრებით შეწუხებულნი იყვნენ მეტ-ნაკლებად შეძლებული ადამიანები, რომელთაც პრობლემად ექცათ თავისუფალი დრო გაეტარებინათ თეატრებში, რესტორნებში, კურორტებზე და ასე შემდეგ. ოციანი წლების ბოლოს სტალინმა გამოითხოვა მონაცემები ქვეყანაში ბანდიტიზმისა და ქურდობის შესახებ. არსებულმა სიტუაციამ ააღელვა და კატეგორიული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ომი გამოუცხადა ჯიბგირებს; მილიციისა და უშიშროების თანამშრომლებს ქურდებისა და ბანდიტების ფიზიკური განადგურება დაევალათ, როგორც სამშობლოს უბოროტესი მტრების. არაოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა რეიდის დროს ასი ათასი ქურდი განადგურდა. ამასთან, განსაკუთრებით საშიში კატეგორიის კრიმინალების ლიკვიდაციას ადგილზე ახდენდნენ, დანარჩენებს კი ციხეებსა და ციმბირის ბანაკებში აგზავნიდნენ. მიღებული ზომები მკაცრი იყო, თუმცა მხოლოდ ასე მოხერხდა ქურდული მენტალიტეტის განადგურება. კრიმინალური კანონების მიხედვით, ქურდმა არ უნდა იმუშაოს. შავი სამყაროს ამ წესს თავისი ისტორია აქვს. ჯიბგირების მთავარი იარაღი მათი ხელების – თითების ოსტატური გამოყენება იყო, რისი დაკარგვაც მარტივად შეიძლებოდა გადასახლებებში, სხვადასხვა მშენებლობის დროს. ამიტომ, მცდარია აზრი, რომ ქურდებმა სიზარმაცის გამო თქვეს უარი სავალდებულო შრომაზე („ოტრიცალოვო”). სტალინის დროს, არც ციხეებისა და ბანაკების სახელმწიფო სამმართველოს („გულაგის”) თანამშრომლები ისხდნენ უსაქმოდ. მათ განკარგულება განკარგულებაზე მოსდიოდათ, რათა მსგავსი დაუმორჩილებლობა აღეკვეთათ – ციხის უფროსების მითითებით, ქურდებს ხელის თითებს ამტვრევდნენ, რის შემდეგაც „ჯიბგირული ოსტატობა” შეუძლებელი ხდებოდა, ისევე როგორც შემდგომში თითების ვარჯიში და კვალიფიკაციის ამაღლება. ერთხანს, სამამულო ომის დროს, როცა მილიციის თანამშრომლების დიდი ნაწილი სხვადასხვა ფრონტზე გაიწვიეს, ქურდებმა ამოისუნთქეს. იპარავდნენ ყველაფერს. ძვირფასეულობას, ფულს, პურის ბარათებსაც კი მშიერი და ღატაკი მოქალაქეებისგან. ფიქრობდნენ, რომ მათთვის არავის ეცალა, მაგრამ, ომის დამთავრების შემდეგ, მათთან ბრძოლის მეორე ტალღა დაიწყო: სტალინის განკარგულებით, ბანდიტიზმსა და ქურდობასთან ყველა საშუალებით ბრძოლის ბრძანება გამოიცა. კრიმინალებს მხოლოდ ორი გზა დარჩათ: სიკვდილი ან პატიმრობის გაუსაძლისი პირობები. ეს წლები უმძიმესი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაუღალავი შრომისა და სიცოცხლის რისკის ფასად, ფაქტობრივად, აღმოფხვრეს ქურდი-ჯიბგირების პრობლემა.
სტალინის უდიდესი „ქურდობა“ ისტორიაში
ორლოვი ესპანეთში  1936 წლის სექტემბერში ჩავიდა, როცა სამოქალაქო ომი ახალი დაწყებული იყო. მისი მისია ოფიციალურად ადგილობრივი მთავრობისთვის კონსულტაციების გაწევა იყო. რეალურად კი, ის საბჭოთა აგენტი იყო. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ორლოვმა საიდუმლო შეტყობინება მიიღო საბჭოთა კავშირიდან. მას უბრძანებდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, ლარგო კაბალიეროსთან მოლაპარაკებას და მის დარწმუნებას, რომ დროებით საბჭოთა კავშირისთვის გადაეცათ ესპანური ოქროს მარაგი. შეტყობინებას ხელს აწერდა იოსებ სტალინი. ესპანეთის მთავრობას არ სურდა, ამხელა განძი გენერალ ფრანკოს ხელში აღმოჩენილიყო, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მადრიდისთვის ჰქონდა ალყა შემორტყმული და გადაწყვიტეს, უსაფრთხო ადგილას – მოსკოვში გაეგზავნათ. იქ მას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ბრძანებით, ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ. 1936 წლის 13 სექტემბერს ესპანეთის პრეზიდენტმა მანუელ აზანამ და ფინანსთა მინისტრმა ხუან ნეგრინმა საიდუმლო ვითარებაში ხელი მოაწერეს ბრძანებას ესპანური ბანკებიდან ოქროსა და ვერცხლის გადაზიდვაზე საბჭოთა კავშირში.
გენერალი ორლოვი მეთვალყურეობდა ოპერაციებს (ორლოვი – „სტალინის ფარული დანაშაულები“). 11 000-ზე მეტი ყუთი გადაიტანეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ კართაგენში და იარაღის მაღაზიებში შეინახეს. თითოეული ყუთი დაახლოებით 65 კილოგრამ სუფთა ოქროს შეიცავდა, რაც ჯამში, 725 ტონას აღწევდა. თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ განძს ესპანური საბრძოლო ხომალდები გადაიტანდნენ ოდესაში, შავი ზღვის საკურორტო ქალაქში, მაგრამ სამწუხაროდ, ამდენი დრო არ ჰქონდათ, საბრძოლო გემები მალევე უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ. ამასთან, გემების შემჩნევა ძნელი არ იქნებოდა და გამორიცხული არ იყო, გერმანიას ან იტალიას თავდასხმა განეხორციელებინათ, რადგან გენერალ ფრანკოს მოკავშირეები იყვნენ, რაც ესპანეთის იმდროინდელი მთავრობისთვის დიდი ზარალი იქნებოდა.
ორლოვის თხოვნის საფუძველზე, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ პორტში გაგზავნეს საბჭოთა გემები და 20 სატვირთო მანქანა, ხოლო რუს ჯარისკაცებს ესპანელებივით ჩააცვეს. იმისთვის, რომ უცხოელ მზვერავებს არაფერი შეემჩნიათ, ღამით მუშაობდნენ: 60 ესპანელ მეზღვაურს ოქროთი სავსე ყუთები გადაჰქონდა სატვირთო ავტომობილებში, რომლებიც რუს ტანკისტებს მიჰყავდათ სანაპიროზე და ტვირთი გემზე გადაჰქონდათ, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდნენ. 3 დღე-ღამეში ყველაფერი მზად იყო. ესპანურ გემებზე განხორციელებული ერთი-ორი შეტაკების მიუხედავად, ოქრო წარმატებით გადაზიდეს და 4-მა დატვირთულმა რუსულმა გემმა ოდესისკენ გასწია. მათ თან მიჰქონდათ აურაცხელი განძი, რასაც ესპანელები საუკუნეების განმავლობაში აგროვებდნენ. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ესპანური განძის ზედამხედველმა ორლოვს მოსთხოვა ხელწერილი დაედო ოქროს მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, სტალინისგან დარიგებულმა ორლოვმა მიუგო, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა და შესთავაზა, ერთ-ერთ გემს თავად გამოჰყოლოდა საბჭოთა კავშირში, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა მისთვის და ასეც მოიქცა. თან, რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირიც გაიყოლა. როცა გემები ოდესას მიადგნენ, ის პორტის მტვირთავებად გადაცმულმა უშიშროების აგენტებმა დაცალეს. ამის შემდეგ კი სატვირთო მატარებლით მოსკოვისკენ გაუშვეს. პორტიც და რკინიგზაც იზოლირებული იყო აგენტების მიერ, რათა მიმდინარე პროცესები უცხო თვალისთვის (ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის) მიუწვდომელი ყოფილიყო და მოულოდნელობები გამოერიცხათ. სტალინმა როგორც კი მოსკოვში ჩამოტანილი განძი ნახა, იმ საღამოსვე დიდი წვეულება გამართა კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ოპერაციაში მონაწილე თანამშრომლებთან ერთად. უთქვამს, „ესპანელები ამ ოქროს ვეღარასდროს ნახავენ, ისევე, როგორც თავიანთ ყურებს”.
მართლაც, ოქრო, რომელსაც იმ დროისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულება ჰქონდა (დღეს ალბათ, 5 მილიარდი დოლარი),  უკან არ დაუბრუნებიათ. ესპანეთის წარმომადგენლები, რომლებიც გემს ოქროზე ზედამხედველობის მიზნით რუსეთში გამოყვნენ, ციხეში ჩასვეს სამოქალაქო ომის დასრულებამდე. რამდენიმე წლის შემდეგ  გაზეთმა „პრავდამ” დაადასტურა, რომ 1936 წელს რუსეთში მართლაც შემოვიდა ოქრო, დაახლოებით 500 ტონამდე. მაგრამ, ეს იყო ვალის გადახდა იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც რუსეთმა გაუწია ესპანეთს ომის დროს (806 თვითმფრინავი, 362 ტანკი, 1 555 საარტილერიო დანადგარი და ასე შემდეგ). „პრავდის” განცხადებით, ესპანეთს რუსეთის კიდევ 50 მილიონი დოლარი მართებდა.
P.S.  ქურდი გამარჯვების მარშალი – ამონაწერი დადგენილებიდან.
„გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლის აგარაკის დათვალიერებისა და ჩხრეკის დროს, გამოვლინდა: ორი საწყობად ქცეული ოთახი, სადაც დიდი ოდენობის ძვირფასეულობა და სხვადასხვა სახის საქონელი ინახება, კერძოდ, შალის, აბრეშუმის, ხავერდის, საერთო ჯამში 4 000 მეტრის ქსოვილები; მაიმუნის, მელიის, კრაველის (კარაკულის) ბეწვის ნაწარმი – 323 ცალი; პოტსდამისა და გერმანიის სხვა სასახლეებიდან გამოტანილი ძვირფასი ხალიჩები და გობელენები – 44 ცალი; 55 ფერწერული ტილო, კლასიკური ნაწარმოებები, რომლებიც აგარაკის სხვადასხვა ოთახებშია გამოფენილი; ფაიფურის და ბროლის ძვირფასი სერვიზები, ჩალაგებული 7 დიდ ყუთში: ძვირადღირებული აკორდეონები – 8 ცალი; „ოლანდ-ჰოლანდის“ და სხვა ფირმის სანადირო თოფები – 20 ცალი. ყველაფერი რაც აგარაკზეა, გერმანული წარმოშობისაა, თითქმის არ არის საბჭოთა ნივთები – ერთი წიგნიც კი, როცა მოოქრული და ლამაზად გაფორმებული გერმანული წიგნების მთელი ბიბლიოთეკაა. 70 ოქროს ნივთი (ბეჭდები, საყურეები, საათები, სამაჯურები, გულსაბნევები, ასევე 30 კილოგრამამდე ვერცხლის ნაკეთობები“. დადგენილებას ხელს აწერს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი აბაკუმოვი 1948 წლის 10 იანვარს. 20 იანვარს პოლიტბიურომ სტალინის, ბერიას, ჟდანოვის, ბულგანინის, კუზნეცოვისა და შკირიატინის შემადგენლობით განიხილა აღნიშნული საკითხი და იმის გამო, რომ აღნიშნული ნივთები ჟუკოვის აგარაკზე მის ქვეშევრდომებს მიჰქონდათ სასტიკი განაჩენი არ გამოუტანიათ, თუმცა, უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ციმბირის ოლქში გადაიყვანეს. აშკარაა, რომ გამარჯვების მარშალს სტალინმა ქურდობა აპატია.

скачать dle 11.3