კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 6”, 2006 წლის, 2.3-იანი ძრავით, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით (ამერიკული ვარიანტი). უკვე ერთი წელია, ვამჩნევ, რომ მას შემდეგ, რაც მანქანით დაახლოებით 30-45 წუთს გავივლი, მესამედან მეოთხე სიჩქარეში ჩაგდებისას, გადართვა საკმაოდ უხეშად ხდება, იგრძნობა მკვეთრი დარტყმა. ცივზე კი ეს პრობლემა არ აქვს. თან, ეს მხოლოდ და მხოლოდ მესამედან მეოთხეში გადართვისას ხდება, სხვა სიჩქარეებში უპრობლემოდ გადადის. ბოლოს, როცა უკვე საგრძნობლად მოიმატა კოლოფის დარტყმამ, ზეთი მასში მთლინად გამოვცვალე, „მაზდას” „ატეეფი” ჩავასხი, ერთ-ერთ ბრენდ კომპანიაში შეძენილი, მაგრამ არ უშველა. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და საერთოდ, თუ შეგიძლიათ, ეს მოდელი დამიხასიათოთ, როგორია, საქართველოს პირობებში?
პასუხი: შეიძლება ითქვას, რომ უკვე ისეთ სიტუაციაში ხართ, როცა კოლოფი სერიოზულად დაზიანებულია. არ გაგიმართლათ ამ მხრივ. დაზიანება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის – რთული, მაგრამ მარტივად მოსაგვარებელი; მარტივი დაზიანება, მაგრამ რთულად მოსაგვარებელი; ან რთული დაზიანება რთულად მოსაგვარებელი. თუმცა, კოლოფში არაფერია ისეთი, რომლის შველა და გამოსწორება არ შეიძლება. აუცილებლად მოგიწევთ, კოლოფის დაშლა და ავტომატური კოლოფის კარგი სპეციალისტი დაგჭირდებათ. ზოგადად, „მაზდა” გამოირჩევა ამტანობით, საკმაოდ კარგი მანქანაა. თუმცა, საქართველოში ცოტა დადის, რაც ნიშნავს, რომ ნაწილის შოვნაც რთულია. ხელოსნებსაც მასთან ნაკლები შეხება აქვთ. სულ ცოტა ხანში „მაზდას” ოფიციალური წარმომადგენლობა იხსნება საქართველოში, რასაც, რა თქმა უნდა, სერვისიც მოჰყვება. თუმცა, ჩვეულებრივი მოდელებისთვის შესაძლოა სერვისი საკმაოდ ძვირი დაჯდეს. გირჩევთ, იქნებ დაშლილებში მოიძიოთ მთლიანად კოლოფი და გამოცვალოთ. მოხსნა, გაკეთება და აწყობა შესაძლოა, ახალი კოლოფის ფასი დაჯდეს. მაგრამ თუ ვერ იშოვეთ, მაინც მისი გადაკეთება მოგიწევთ.
კითხვა: მსურს შევიძინო „სუბარუ ბაჯა” „პიკაპი” და იქნებ დამიხასიათოთ ეს ავტომობილი, მისი მძლავრი და სუსტი მხარეებით. როგორი ტექნიკური მახასიათებლები აქვს მას და რა ფასად შეიძლება საქართველოში მეორადი მანქანის ყიდვა?
პასუხი: მსგავსი ავტომობილი თითქმის არ დადის საქართველოში, ერთ ან ორ მოდელს თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, მისი ყიდვაც ადგილზე რთულია და არც ფასებია დარეგულირებული. ამ ტიპის ავტომობილი შეიძლება მოიძიოთ ქვეყნის გარეთ და ფასის დასადგენად დაუკავშირდეთ უცხოეთიდან მანქანების ჩამომყვან ფირმებს. რაც შეეხება მახასიათებლებს, ის იგივე ბაზაზე დგას, რაზეც სხვა, ჩვენს ქვეყანაში კარგად ცნობილი მოდელები, ისეთი როგორებიცაა: „იმპრეზა” და „ფორესტერი”. შესაბამისად, აქვს ძლიერი სავალი ნაწილი, მაგრამ სუსტი გადაცემათა კოლოფი. მოიხმარს საშუალოზე მეტ საწვავს, ანუ ას კილომეტრზე ათ ლიტრს ზემოთ.
კითხვა: ვარ ქალბატონი და ჩემი პირველი ავტომობილი სულ ახლახან შევიძინე. ბევრი კრიტიკისა და უარის შემდეგ, ოჯახში მეუბნებოდნენ, შენთვის გვიანია და ვერ შეძლებ მის მოვლასო და სხვა. მინდა, ავტომობილს მათი დახმარების გარეშე მივხედო, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, ზეთი რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალო. იქნებ დამეხმაროთ.
პასუხი: ახალ ავტომობილებს ხელსაწყოების დაფაზე აქვს გამოტანილი, თუ რა სჭირდება თქვენს ავტომობილს, რა დონეზეა ზეთი, წყალი და სხვა. მაგრამ, თუ მის წაკითხვას ვერ შეძლებთ, დამერწმუნეთ, რთული არაფერია და ძნელად მისახვედრიც არ არის. მაგალითად, ზეთს ყველა, რატომღაც დილით სინჯავს ხოლმე, რაც არასწორია. უნდა დაქოქოთ მანქანა, ჩააქროთ, დაელოდოთ, ცოტა ხანს, ამოიღოთ „შუპი” და დახედოთ, რა დონეზეა ზეთი. ყველა „შუპზე” მითითებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ან ზოლებით – „min”, „max” წერია... თუ დააკვირდებით, ყველა შემთხვევაში მივხვდებით, რომელი აღნიშნავს მინიმუმს და რომელი მაქსიმუმს. ზომაზე მეტი ზეთი ნიშნავს, რომ ზედმეტი წნევა შეიქმნება და ძრავას დააზიანებს. თუ ზეთი მინიმუმს ქვევითაა, უნდა მიაღწიოთ ზეთის ჩამსხმელ პუნქტამდე, რაც შეიძლება რბილი სიარულით – ვგულისხმობ, მოსახვევებში ნაკლები სიმკვეთრით შესვლას და ავტომობილის დაბალ ბრუნებზე მუშაობას. მაღალი ბრუნების მიცემის, ან მოსახვევში მკვეთრად შესვლის დროს, შეიძლება დარჩენილი ზეთი ერთიანად აიტანოს ძრავამ და აღარ დარჩეს მარაგში ზეთი კონკრეტულ მისამართამდე მისაღწევად, რომ ყველა საჭირო დეტალი შეზეთოს. რაც შეეხება წყლის დონეს, ძალიან ბევრ ავტომობილში ის საერთოდ არ ჩანს. არის მოდელები, სადაც ავზი ზედ რადიატორზეა მიმონტაჟებული. ანტიფრიზი თუა ჩასხმული, ის უფრო ჩანს და მისი დონის განსაზღვრა გაცილებით მარტივია. ერთ მარტივ ხერხს გასწავლით. რადიატორში წყლის დონე უნდა გაიგოთ ღამით, ავზში ჩაანათოთ „ფანარი” და გარედან დააკვირდეთ. წყლის დონე გარკვევით გამოჩნდება. ავზზე აუცილებლად იქნება მითითებული წყლის მაქსიმალური და მინიმალური დონის ნიშნული. თუ ზღვარი მინიმუმს ჩაცდა, შეიძლება, კიდევ გადარჩეს ძრავა, რადგან მწარმოებელი მაინც ტოვებს მინიმუმის ქვემოთ მარაგს, მაგრამ შეუძლებელია, გაიგოთ ეს. მაქსიმუმზე მეტი წყალი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წყალი გაცხელების შემდეგ იზრდება, ბევრდება და ეს ნიშნავს, რომ წყალი სისტემამ სადღაც უნდა დახარჯოს. ის სადღაც დაიღვრება, მაგრამ ამასთანავე შესაძლებელია, წყალმა გასასვლელი ძრავას არასასურველ ადგილზეც იპოვოს და სერიოზულად დააზიანოს ის. თუ წყალი აგიდუღდათ, ამას იოლად, ხელსაწყოების დაფაზე ანთებული ნათურითაც მიხვდებით.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სიტროენ ცე 3 ფლურიელი”, ძალიან მომწონს ვიზუალურად, მაგრამ მისი სხვა მახასიათებლები არ ვიცი. რას მირჩევთ?
პასუხი: ძალიან ლამაზია „სიტროენ ცე 3 ფლურიელი” და თვალს მაშინვე ჭრის. ამასთან, არის გამძლე, მოხერხებული, კომფორტული, ეკონომიური. თავსატეხს ხშირად არ აჩენს, მაგრამ აი ადრე თუ გვიან, ერთხელ პრობლემა მაინც თუ გაუჩნდა, მიხვდებით, რომ დიდი ხნით მოგიწევთ ფეხით სიარული, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ გეხერხებათ წვრილმანი დაზიანების შეკეთება. საქმე ყოველთვის წვრილმანებშია. თუ ძრავას და მსხვილ დაზიანებებს შეიძლება, ხელოსნებმა შედარებით იოლად მიხედონ, წვრილმან საკითხებში დახმარება გაუჭირდებათ. ავტომობილის ამა თუ იმ გაუმართაობის მიზეზის დადგენა და შემდეგ დაზიანებული ნაწილის შოვნა, ძალიან გაგიჭირდებათ. მოგიწევთ, შეკვეთა და სხვა. თუ ეს მანქანა იმდენად მოგწონთ, რომ ასეთ გაჭიანურებებს, მოითმენთ, მისთვის ბევრ დროსა და ენერგიას დახარჯავთ, შეგიძლიათ, შეიძინოთ.

скачать dle 11.3