კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: წელიწადის რა დროს და როგორ უნდა გავამრავლო კლემატისი?           
პასუხი: ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია შემოდგომაზე. მისი გახარება ხდება კალმით ან თესლით, თქვენი სურვილისამებრ. როგორც კი მცენარეს დათესავთ, ის უნდა დადგათ ნათელ ადგილას, რომ კარგად ამოვიდეს. მორწყეთ რამდენიმე დღეში ერთხელ და კლემატისი მალე გაიხარებს.                                         
კითხვა: როგორ და რა პირობებში გავახარო კროსანდრა?                                         
პასუხი: ეს მცენარე გაზაფხულ-შემოდგომით ყვავილობს. მას სჭირდება კარგი დრენაჟიანი ნიადაგი. ჩარგვის დროს უნდა დაუმატოთ კომპლექსური სასუქი. კროსანდრას ძალიან უყვარს კარგად განათებული ადგილი. ამიტომ, უმჯობესია, თუ მცენარეს ნათელ ოთახში დადგამთ. ფესვების კარგი განვითარებისთვის ის უნდა მორწყათ მაშინ, როდესაც მიწა გამოშრება. ყვავილობის დროს უნდა დაიცვათ ჰაერის მაღალი ტენიანობა. ზამთრის პერიოდში ძალიან უნდა შეამციროთ მცენარის მორწყვა. რაც შეეხება ტემპერატურას, ოპტიმალურია 20 გრადუსი. ყვავილობის შემდეგ ტოტებს სიგრძე დაუმოკლეთ და ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ წყლით. მცენარის თესლის დათესვა ხდება მარტში 16-18 გრადუსზე.                                                                                                                                  
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ჰელქსინია?                                                          
პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება ნახევრად მოჩრდილულ ადგილას და მზეზე. ოპტიმალური ტემპერატურა მისი ზრდისთვის და განვითარებისთვის არის 13-20 გრადუსი, გააჩნია, როგორი ტენიანობაა ოთახში. ზამთარში ვერ იტანს 5-7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას და იწყებს გაფუჭებას. მცენარის გახარებისთვის აუცილებელია ნიადაგში ტენის შენარჩუნება. რეგულარულად მორწყვის შემთხვევაში მისთვის ნორმალური იქნება დაახლოებით 16 გრადუსი ტემპერატურა.                                                                                                                           
კითხვა: როგორი პირობები მოსწონს პუანსეტიას და რით შეიძლება მისი გამრავლება?                                                                                                                                 
პასუხი: პუანსეტიას უყვარს ნათელი, თბილი გარემო. ოთახში, სასურველია, ტემპერატურა იყოს 18-20 გრადუსი. დადგით ის დასავლეთის ფანჯარაზე. ყვავილობს დეკემბერში და ისვენებს აპრილში. ამ დროს არ არის საჭირო მისი მორწყვა. მაისში ღეროებს გადაჭრა დასჭირდება. გაზაფხულზე გაანოყიერეთ კომპლექსური ნაკელით. ამ მცენარის გამრავლება შეიძლება წვერებზე გადაჭრილი კალმებით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. გადაჭრილი კალამი რამდენიმე წუთით უნდა ჩადოთ ცივ წყალში, შემდეგ ჩარგოთ ტორფითა და სილით განოყიერებულ ნიადაგში. სხვა დამატებით ყურადღებას ეს მცენარე არ ითხოვს.                                                                                                           
კითხვა: როგორი მცენარეა პულსატილა, როგორ ეგუება საქართველოს კლიმატს და შესაძლებელია თუ არა ამ სეზონზე მისი აყვავილება?
პასუხი: პულსატილა არის ტროპიკული მცენარე, მისი სამშობლო ავსტრალია და პანამის კუნძულებია. ეს არის ულამაზესი ბუჩქოვანი მცენარე, სხვადასხვა ფერის – იასამნისფერი, მოყვითალო და მოთეთრო ყვავილებით. ეს მცენარე ძალიან უპრეტენზიო და უხვად მოყვავილეა. პულსატილა საკმაოდ უპრობლემო მცენარეა, ადვილად ხარობს ჩვენს პირობებში და დიდ ყურადღებასაც არ ითხოვს. ის გაზაფხულის დასაწყისიდანვე იწყებს ყვავილობას. ახლა უკვე აყვავილებულია და გასაყიდადაც არის გამოტანილი. როგორც კი ჩარგავთ ამ მცენარეს, ორ-სამ კვირაში ის უკვე ყვავილობას დაიწყებს. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ პულსატილა, შეგიძლიათ, ახლა გაახაროთ და მალე მისგან ყვავილებსაც მიიღებთ.
კითხვა: რას მირჩევთ, სად დავდგა სენეციო?                                                                  
პასუხი: სენეციოს კაშკაშა სინათლე და მზეზე ყოფნა მოსწონს, თუმცა, არ უყვარს ზაფხულის თაკარა მზე. კარგია, თუ საკიდ კალათაში ჩადგამთ და განათებულ ადგილას ჩამოკიდებთ.

скачать dle 11.3